როგორც იცით, სასამართლო დავა ემბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის უკვე დიდი ხანია გრძელდება.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, “რამდენიმეთვიანი ომი” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო როლების შემსრულებელი მსახიობის ჯონი დეპის სასარგებლოდ დამთავრდება.
მოწინააღმდეგე მხარეებმა სასამართლოს არაერთი მტკიცებულება წარუდგინეს.
მას შემდეგ, რაც გავრცელებული ჩანაწერების შედეგად გაირკვა, რომ ემბერ ჰერდი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, ჯონიმ აღიარა, რომ ხშირად სააბაზანოში იკეტებოდა, რადგან მისგან თავი დაეღწია და კონფლიქტისთვის თავი აერიდებინა.
რამდენიმე დღის წინ ემბერ ჰერდმა ჯონი დეპი სექსუალურ ძალადობაშიც დაადანაშაულა, ამჯერად კი აღნიშნა, რომ ჯონი მის თვალებში ჩახედვას ვერ შეძლებს, რადგან იცის, რომ დამნაშავეა.