• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ისტორიალი – ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილი სამკაული

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ისტორიალი“ − ეს არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილი სამკაულისა და მცირე პლასტიკის, კერამიკისა და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს. ბრენდი საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ საქართველოს მდიდარ წარსულსა და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. ჟურნალი OK! „ისტორიალის“ დირექტორ მოლი თოფურიძეს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო ბრენდის ისტორიისა და მთავარი დატვირთვის შესახებ.

გვიამბეთ „ისტორიალის“ შესახებ. რამდენი ხანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

„ისტორიალი“, როგორც სოციალური საწარმო, ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან გამოჩნდა. მისი დამაარსებელი იყო ააიპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ − თავდაპირველად, როგორც დამოუკიდებელი პროგრამა − ბრენდი „ისტორიალი“, ხოლო 2012 წლიდან როგორც იურიდიული პირი − შეზღუდული პასუხისმგებლობის სოციალური საწარმო.

„ისტორიალის“ დაარსების მთავარი იდეა გახლდათ ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილ არტეფაქტებზე დაყრდნობით, სასაჩუქრე პროდუქციის შექმნა. ასევე, ამ სფეროში მომუშავე ოსტატების დასაქმება.

რა არის ბრენდის მთავარი დატვირთვა?

აღნიშნული ინიციატივის მიზნები იყო:

  1. ცენტრის ბენეფიციარების − ხალხური რეწვისა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ოსტატების დასაქმება;
  2. დონორი ორგანიზაციების გრანტების პარალელურად, ცენტრის ალტერნატიული შემოსავლების წყაროს მოძიება მისი მიზნების განსახორციელებლად;
  3. ქართული რეწვის, ტრადიციული ტექნოლოგიებისა და ფორმების შენარჩუნება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება;
  4. ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

„ისტორიალი“ გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილი სამკაულისა და მცირე პლასტიკის ნიმუშების ფართო არჩევანს.

„ისტორიალის“ სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე, სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში, რომელიც ხუთი ათასი წლის განმავლობაში გრძელდება.

კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარდგა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის − ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ისტორიალი“, 22-წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.

 

რა სახის მასალაზე მუშაობთ?

სამკაულის დასამზადებლად ვიყენებთ სხვადასხვა მასალას − ვერცხლს, მოოქრულ ვერცხლს, ბრინჯაოს, სხვადასხვა დამუშავებულ ძვირფას ქვას, ცივ მინანქარს, თიხასა და კერამიკას.

როგორ იქმნება სამკაულის დიზაინი? რა არის ინსპირაცია?

წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკისა და კერამიკის ნიმუშები, შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია „ისტორიალის“ ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე − არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მოტივებზე, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ.აღ.ის XXV-ახ.წ.აღ.ის V საუკუნეებით.

გვესაუბრეთ შეფუთვაზე.

„ისტორიალის“ მიერ შექმნილ პროდუქციას მოჰყვება საინფორმაციო თეგები, სადაც აღნიშნულია ნივთის წარმომავლობა, თარიღი და მცირე ისტორია. ასევე − მასალა, ზომები. შეფუთულია სპეციალურ ყუთებში და საბოლოო პროდუქტი თავსდება ჩანთებში, რომელიც გაფორმებულია დამატებითი აპლიკაციებით. შეფუთვაში „ისტორიალი“ მიყვება ფერის ეფექტს.

როგორ ხდება შეკვეთა და მომხმარებლამდე მიწოდება?

„ისტორიალის“ პროდუქცია წარმოდგენილია Show room-ში, ასევე, აქვს ვებგვერდი, Facebook და ინსტაგრამგვერდები. შეკვეთები შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად. შესაბამისად, მიწოდება ხდება როგორც კურიერის მეშვეობით, ასევე ადგილზე მომსახურებით.

გვიამბეთ სამომავლო გეგმებზე.

ვგეგმავთ წარმოების, კოლექციების გაფართოებას და ასევე საერთაშორისო ბაზრის გაზრდას, ხოლო ამისთვის საერთაშორისო ბაზრობებზე მონაწილეობას. სექტემბერში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იქნება პარიზში Meizone d’obje-ის ჩვენებაზე.

 

FB: ISTORIALI

Insta: istoriali_shop

Tel: 598 87 44 55

Email: gacc@gaccgeorgia.org

gaccgeorgia.org

ასევე გაეცანი

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯარედ ლეტო სილამაზის ინდუსტრიას საკუთარი ბრენდით უერთდება

#OK! ჯარედ ლეტო სილამაზის ინდუსტრიას საკუთარი ბრენდით უერთდება

October 20, 2022
#OK! “ქალების დომინაცია” გრემის დაჯილდოებაზე – გამარჯვებულები და საღამოს მნიშვნელოვანი მოვლენები

#OK! “ქალების დომინაცია” გრემის დაჯილდოებაზე – გამარჯვებულები და საღამოს მნიშვნელოვანი მოვლენები

February 5, 2024
#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

December 15, 2025
#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025

კვირის ჰიტები

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

December 24, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები