• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “ბავშვები ყოველთვის დამცინოდნენ ჩემი სახელისა და წარმომავლობის გამო” – ამერიკული კინოს ვარსკვლავი უკრაინული ფესვებით

May 9, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მილა იოვოვიჩი 1975 წლის 17 დეკემბერს კიევში, უკრაინაში დაიბადა, რა დროსაც ქვეყანა ჯერ
კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. მისი წინაპრები რუსეთიდან იყვნენ, რადგან
როგორც ვარსკვლავი აღნიშნავს, მას როგორც რუსული, ასევე უკრაინული ფესვები აქვს.
მილამ ბავშვობა უმეტესწილად რუსეთში, დედის მშობლიურ ქალაქ მოსკოვში გაატარა. მას
უკრაინა ბუნდოვნად ახსოვს, რადგან ბავშვობის მოგონებები ძირითადად მაინც რუსეთთან
ასოცირდება.

1980 წელს, როდესაც მილა ხუთი წლის იყო, მისმა ოჯახმა საბჭოთა კავშირი დატოვა და
საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. უცხო ქვეყანაში ჩასულ მილას
ბავშვებთან კომუნიკაცია უჭირდა, რაშიც ხელს ასევე ინგლისური ენის არცოდნაც უშლიდა. მილამ
მალევე ლოს ანჯელესის საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული და ინგლისურს სამ თვეში იმ
დონეზე დაეუფლა, რომ ადამიანებთან საუბარი აღარ უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მილას
უკვე თავისუფლად შეეძლო კლასელებთან კომუნიკაცია, მისი თანატოლები მაინც
ავიწროვებდნენ მას.

„ბავშვები ყოველთვის დამცინოდნენ ჩემი სახელისა და წარმომავლობის გამო. არ მოსწონდათ და
თითქოს ეშინოდათ იმ ფაქტის, რომ ამერიკელი არ ვიყავი. ხშირად რუს ჯაშუშს მეძახდნენ,
ვგრძნობდი, რომ საზოგადოება არ მიმიღებდა, შესაბამისად მათთან კომუნიკაცია ძალიან
მიჭირდა.“

„დროთა განმავლობაში ყველაფერთან ერთად ვისწავლე ის, რომ დრო უნდა გამეტარებინა
საკუთარ თავთან და მივმხვდარიყავი რეალურად რა მსურდა, უნდა მცოდნოდა, რომ არ უნდა
ვყოფილიყავი შერცხვენილი ჩემი წარმომავლობის გამო და არ უნდა დამემალა ის, ვინც
რეალურად ვარ“.

„კარიერა, რომელიც ავირჩიე და რომელსაც გავყევი გასართობ ინდუსტრიას უკავშირდება.
ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც სურთ გახდნენ მსახიობები ამაზე ბავშვობიდანვე უნდა
იზრუნონ. ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი მსახიობი და ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნე ამაზე. არ
ვიცი სხვა პროფესიებზე როგორ ხდება, თუმცა მგონია, რომ თუ გინდა იყო მსახიობი, ამას
აუცილებლად თავიდანვე იგრძნობ“.

„ბავშვობა შესანიშნავი დროა ფიქრისა და ოცნებებისთვის. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც
მეუბნებოდნენ: „კვირის განმავლობაში ყველა მუშაობს: სკოლის აქტივობები, საშინაო
დავალებები, კითხვა და მეცადინეობა. შაბათ-კვირას კი შეგვიძლია გავერთოთ, მაგრამ ეს სულაც
არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლია კვირის დანარჩენ დღეებში კარგი დროის გატარება“.

„მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველა შრომობდა, ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ვიცოდით, რომ
ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა. ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია, რაც ორმაგად
ართულებდა ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაციას. დედა დილიდან დაღამებამდე შრომობდა,
ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, მან მასწავლა.“

დედის მსგავსად, გმილა იოვოვიჩის უფროს ქალიშვილს ევერ ანდერსონს კრიტიკოსები უკვე
წარმატებულ სამსახიობო და სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ. მილა ფიქრობს, რომ

მისი ქალიშვილის ინტერესი პრიორიტეტულია და მის გადაწყვეტილებას ყოველთვის დაუჭერს
მხარს. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლიური ქვეყნიდან წამოსულ მილას ამერიკაში ინტეგრაცია
გაუჭირდა, მსგავსი პრობლემა მის ქალიშვილს არ შეექმნება, რაც მისი აზრით ძალიან
მნიშვნელოვანია.

„ჩემს ქალიშვილს ჩემს მსგავსად მოსწონს სამსახიობო საქმიანობა, ის ხუთი წლის ასაკიდან
მუშაობს ამ ყველაფერზე, სამოდელო საქმიანობის მსგავსად. მე მას არჩევანის თავისუფლებას
არასდროს ვუზღუდავ. მე ვუთხარი მას: „კარგი, შენ თუ გინდა ამ ყველაფრის გაკეთება, მოგიწევს
ბევრი შრომა, პირველ რიგში წერისა და კითხვის სწავლა, როდესაც შენს სათქმელ ტექსტს
მოგცემენ, რომ კარგად ისწავლო და შემდეგ თავი გამოიჩინო. მას მოსწონს გადასაღებ მოედანზე
მუშაობა და იქ მიღებული გამოცდილება. ჭკვიანი გოგონაა, რომელსაც ყველანაირად შევუწყობ
ხელს განახორციელოს ის, რაც სურს“.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მილა იოვოვიჩი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მშობლიურ
უკრაინაში დიდ დროს ვერ ატარებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ეხმაურება და
საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას ყოველთვის უზიარებს. მილა იოვოვიჩი რუსეთის
აგრესიულ ქმედებებს არაერთხელ გამოემხაურა.

„გულნატკენი ვარ და დამუნჯებული როდესაც მიმდინარე მოვლენებ ვუყურებ, რაც ჩემს
სამშობლოში, უკრაინაში ხდება. ჩემი ქვეყანა და მისი მოსახლეობა იბომბება. ჩვენი მეგობრები და
ოჯახის წევრები იმალებიან.“

„ჩემი ფესვები როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთშია. გული მტკივა, როდესაც ამ ყველაფერს
ვხედავ. ქვეყანა ნადგურდება, ოჯახები ქვეყნიდან გარბიან, მათი ცხოვრება თავდაყირა დგება. მე
მახსოვს ომი მამაჩემის სამშობლოში, ყოფილ იუგოსლავიაში, და ისტორიები, რომლებსაც ჩემი
ოჯახი მათ მიერ განცდილ ტრავმასა და ტერორზე მიყვებოდა.“

„ომი… ყოველთვის ომი… ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის დამყარება არ შეუძლიათ.
იმპერიალიზმი, რომელიც არასდროს სრულდება და როგორც ყოველთვის, ამის საფასურს
ადამიანები თავიანთი სისხლითა და ცრემლებით იხდიან“.

მილა იოვოვიჩმა საზოგადოებას სოციალური მედიის საშუალებით ორგანიზაციების ბმულებიც
გაუზიარა, რომელთა საშუალებითაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

გაიგე მეტი: მილა იოვოვიჩი

ასევე გაეცანი

#OK! ნაომი კემპბელი რომის პაპს შეხვდა და წიგნი გადასცა
OK! News

#OK! ნაომი კემპბელი რომის პაპს შეხვდა და წიგნი გადასცა

November 13, 2025
#OK! 6 „ულამაზო გოგონა“, რომელიც სუპერმოდელი გახდა
OK! News

#OK! 6 „ულამაზო გოგონა“, რომელიც სუპერმოდელი გახდა

November 13, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა
OK! News

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა

November 13, 2025
#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა
OK! News

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ფოტოები: 16 ცნობილი მოდელის პირველი გამოსვლა პოდიუმზე

#OK! ფოტოები: 16 ცნობილი მოდელის პირველი გამოსვლა პოდიუმზე

January 8, 2022
#OK! ქართველი – როცა მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია

#OK! ქართველი – როცა მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია

April 10, 2023
#OK! ფიტო ესთეტიკის ცენტრი – თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

#OK! ფიტო ესთეტიკის ცენტრი – თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

April 6, 2022
#OK! 10 შემთხვევა, როდესაც რიანამ Disney-ის პრინცესას იმიჯი მოირგო!

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც რიანამ Disney-ის პრინცესას იმიჯი მოირგო!

August 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები