იანვარში მომღერალმა რიანამ ფანებს გაუმხილა სიახლე თავისი ორსულობის შესახებ. ბარბადოსელი მომღერალი და მისი მეგობარი მამაკაცი ამერიკელი რეპერი – ASAP Rocky პირველ შვილს ელოდებიან. რიანა ხშირად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და მისი ჩაცმის სტილი კვლავ თავისუფალი, ეპატაჟური და მოდურია.
მომღერალი ალაპრაკდა ორსულობისას არსებულ ჩაცმის სტერეოტიპებზე.
„როდესაც ქალები ფეხმძიმდებიან, საზოგადოება გაგრძნობინებს, რომ უნდა დამალო მუცელი, დამალო შენი სექსუალურობა…თითქოს იმალები.. რაც არ მიმაჩნია სწორად. ასე რომ მე ვცდილობ ჩავიცვა იმაზე თამამად ვიდრე ამას ვაკეთებდი, როცა ვიყავი ძალიან გამხდარი.. ’’
როგორც რიანა აღნიშნავს, ფეხმძიმობისას იყო მოდური ერთგვარი “გამოწვევა”, მაგრამ ასევე სახალისოც.
“მე მომწონს, როცა არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე”, – აღნიშნა რიანამ
მომღერლის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ქალმა, არა აქვს მნიშვნელობა რამდენ კილოგრამს იწონის ის, თავი იგრძნოს თავდაჯერებულად და სექსუალურად.