• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! სოლ – წარმატებული დღის დასაწყისი

March 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სულ რაღაც რამდენიმე კვირაა, რაც დედაქალაქში ახალი კონცეფციის კაფე „სოლ“-ი გამოჩნდა, რომელიც დილის 8 საათიდან მზად არის იმისათვის, რომ საზოგადოებას მოემსახუროს და ჯანსაღი კერძებით გაუმასპინძლდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მსგავსი ადგილი ფაქტობრივად არ არსებობდა საქართველოში. გარდა ჯანსაღი საუზმისა, აქ დაგხვდებათ ძალიან სასიამოვნო და ნათელი გარემო, რაც დილის წარმატებულად დასაწყებად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჟურნალი OK! „სოლ“-ის დამფუძნებლებს − სოფიო მაძღარაშვილს და ნუცა არველაძეს ესაუბრა, რომლებმაც უფრო ვრცლად გვიამბეს კაფეს კონცეფციის შესახებ.

 

როგორ და როდის დაგებადათ „სოლ“-ის გახსნის იდეა?

„სოლ“-ის გახსნის იდეა მე და ჩემს პარტნიორსა და მეგობარს − ნუცა არველაძეს დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ერთად მოგზაურობისას ზოგჯერ გვიან საუზმობა გვიწევდა და იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ისეთი ლოკაციის პოვნა, სადაც საუზმეს თუნდაც ნაშუადღევს დავაგემოვნებდით, რომ საქართველოში დაბრუნებისას გადავწყვიტეთ თბილისში სხვებისთვისაც შეგვექმნა ეს კომფორტი, თანაც ქალაქში ძალიან ცოტაა მსგავსი ობიექტი. ჩვენი იდეა გაზიარებისთანავე მოიწონეს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, შევარჩიეთ ლოკაცია, დავუკავშირდით რესტორატორ ირაკლი კახიძეს, რომელიც დაგეგმვის პროცესში ჩაერთო, მოვიძიეთ საუკეთესო მზარეულები და რეცეპტები, და დავიწყეთ ბრენდის შექმნა. თითოეულ ეტაპზე ყველა პროცესში თავად ვიყავით ჩართულნი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

12 თებერვალს კი „სოლ“-ის კარი გაიღო მომხმარებლისთვის. უკვე მზად ვართ გამასპინძლებისთვის და მათთან მეგობრობისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ბევრი გულშემატკივარი გამოგვიჩნდა და ეს სტიმულია ჩვენთვის.

 

გვიამბეთ „სოლ“-ის კონცეფციაზე.

კონცეფცია არის All Day Breakfast & cocktails… „სოლ“-ი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიირთვან საუზმე დღის ნებისმიერ დროს, იკვებონ მსუბუქად და ჯანსაღად, დააგემოვნონ ახლად დაწურული წვენი თუ სხვადასხვა სიძლიერის ალკოჰოლური კოქტეილები, გაიმარტივონ ყოველი დილა და სასიამოვნოდ დაიმუხტონ მთელი დღის განმავლობაში.

 

რისი დაგემოვნებაა შესაძლებელი „სოლ“-ში? რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მენიუ შედგება სხვადასხვა ტიპის საკვებისგან. ძირითადად გვაქვს საავტორო და სეზონური კერძები. ვიყენებთ ჯანსაღ ინგრედიენტებს, რომელსაც ყოველდღე საგულდაგულოდ ვარჩევთ. მენიუში გვაქვს სმუზები, ფაფები, სენდვიჩები, ტოსტები, კვერცხის სხვადასხვა ვარიაცია, წვნიანები, სალათები და დესერტები.

რაც შეეხება გარემოს, სტუმარს შეუძლია გამოიყენოს სამუშაო სივრცე, ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური სკამი და კუთხე, ოთხფეხა მეგობრებისთვის კი ჩვენი კარი მუდამ ღიაა და სიხარულით მივესალმებით მათ.

 

როგორია შენობის ინტერიერი და ექსტერიერი?

„სოლ“-ს აქვს გამწვანებული, ძალიან სასიამოვნო ღია სივრცე, ამიტომ ვფიქრობდით რა როლი და დატვირთვა მიგვენიჭებინა ვერანდისთვის. ვინაიდან ნაკლებად ალკოჰოლური სასმელები დილით ძალიან ახალისებს, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბარი, სადაც წარმოდგენილია მოწვეული მიქსოლოგების მიერ შექმნილი საავტორო კოქტეილები. დახურული სივრცე ძალიან ფერადია, ნათელი, მზის ფორმის სარკეებით, მცენარეებით… გვინდოდა ინტერიერს ადამიანების პოზიტიურ განწყობაზე ეზრუნა და ზუსტად ასე გამოვიდა. სამზარეულოს სივრცე დარბაზისგან გამოყოფილია შუშის ვიტრაჟით, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას თვალი ადევნოს იქ მიმდინარე პროცესებს.

 

 

რატომ „სოლ“-ი?

„სოლ“ ნიშნავს მზეს და ვინაიდან ჩვენი კონცეფცია დილის საუზმეს უკავშირდება, გადავწყვიტეთ ეს სახელწოდება შეგვერჩია კაფესთვის. გარდა ამისა, მზე ადამიანში დადებით ემოციებს აღძრავს, ამ ყველაფერთან ერთად, მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უპირველესად, გვსურს „სოლ“-ი საყვარელი ადგილი გახდეს ადამიანებისთვის. ვფიქრობთ, ძალიან მისაღები კონცეფცია გვაქვს და გვსურს ახლო მომავალში მეორე ფილიალი გავხსნათ სხვა უბანში. გარდა ამისა, ვამატებთ მიტანის სერვისს, რათა მომხმარებლისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კერძები.

 

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარი მოულოდნელად კიევში ჩავიდა

#OK! პრინცი ჰარი მოულოდნელად კიევში ჩავიდა

September 14, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
#OK! ყველაზე ლამაზი კაბა კანის ფესტივალის ისტორიაში – ბელა ჰადიდის ჩაცმულობამ ნამდვილი ფურორი მოახდინა

#OK! ყველაზე ლამაზი კაბა კანის ფესტივალის ისტორიაში – ბელა ჰადიდის ჩაცმულობამ ნამდვილი ფურორი მოახდინა

July 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები