• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალები სრულიად კონკურენტუნარიანები ვართ მამაკაცებთან – ინტერვიუ ნათია ჯანელიძესთან

March 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი თავდაჯერებული, წარმატებული და მიზანდასახული ქალია. ჩემს შეკითხვას, სჭირდებათ თუ არა ქალებს კვოტირების ფორმა, მან საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა: „ქალები ხომ სრულიად კონკურენტუნარიანები ვართ მამაკაცებთან, რაში გვჭირდება პრივილეგიები სქესის გამო? ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება − მოგვცენ საშუალება მივიღოთ კარგი განათლება და ვიცხოვროთ სწორი ღირებულებების მქონე საზოგადოებაში“.

სწორედ ჯანსაღი ღირებულებების საზოგადოებაში აქვთ ქალებს იმის საშუალება, გამოხატონ თავისი თავი და აკეთონ ის საქმე, რაშიც პროფესიონალები არიან. მიუშვით ქალები და დანარჩენს კი იხილავთ… ნახავთ, როგორ შეიძლება 19 წლის ასაკში დაიწყო კარიერა იმ სფეროში, სადაც უმრავლესობა მამაკაცია, გაუწიო კონკურენცია მათ და მიაღწიო წარმატებას; შემდეგ გახდე პირველი ქალი საქართველოში, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია, ასევე გახდე თურქული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ქალი წევრი და თან − ეროვნებით არა თურქი. დიახ, ქალებს ყველაფერი შეუძლიათ! ამ და სხვა საინტერესო თემებზე OK! გაესაუბრა საინვესტიციო ფონდ „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს − ნათია ჯანელიძეს.

რა არის Gazelle Finance-ის შექმნის მიზანი?

Gazelle Finance გახლდათ პირველი ინსტიტუციური საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2017 წელს შემოვიდა საქართველოში და დაიწყო ინვესტიციების განხორციელება მცირე და საშუალო ბიზნესში. მაშინ ეს იყო ძალიან თამამი ნაბიჯი, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობდა საკანონმდებლო ჩარჩო საინვესტიციო ფონდებისთვის, არ იყო პრეცედენტი, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის მუშაობის, რათა აგვეღო მაგალითი. ასევე, არ არის განვითარებული კაპიტალის ბაზრები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, „გაზელ ფაინენსს“ ენდო მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მიუხედავად გამოწვევებისა, პანდემიისა და რთული რეგიონისა, ჩვენ უკვე წარმატებით დავხურეთ რვა პროექტი. საინვესტიციო ფონდისთვის ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. სწორედ ამ შედეგების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ Gazelle Finance არის წარმატებული ფონდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ მეორე, უკვე ახალი და უფრო მასშტაბური ფონდის შექმნას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ „გაზელ ფაინენსი“ დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობასაც. ამის შესახებ უფრო დეტალურად გვიამბეთ.

მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა. ფონდის მანდატი მხოლოდ კომერციული მოგების მიღებას არ გულისხმობს, ჩვენ მოგვეთხოვება საკუთარი ინვესტორებისგან და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ნება-სურვილსაც ემთხვევა, რომ მოგებასთან ერთად პასუხისმგებელი ვართ მთელი რიგი სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებაზე. უპირველეს ყოვლისა, რას ვაქცევთ ყურადღებას − ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თითოეულ ჩვენს ინვესტიციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ასევე, „გაზელ ფაინენსს“ თავისი მანდატით ევალება, ბიზნესი განავითაროს არა მხოლოდ ქალაქში, არამედ რეგიონებში. მესამე და მნიშვნელოვანი ინდიკატორი კი ქალი მეწარმეების ხელშეწყობაა – რაც შეიძლება მეტი ბიზნესი დავაფინანსოთ, სადაც არიან ქალი მეწარმეები, როგორც დამფუძნებლები. ასევე, ყურადღება ეთმობა უმაღლეს მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ქალების რაოდენობას. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ბიზნესები, სადაც აქტიურ დამფუძნებლად ქალები არიან წარმოდგენილი.

 

ახლა, როცა თქვენს განვლილ გზას ხედავთ, როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს? რომელი იყო ის კომპონენტები და თვისებები, რამაც თქვენი წარმატება განაპირობა?

თვისებებიდან გამოვყოფდი პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, შრომისმოყვარეობას და წესიერებას. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და არა მხოლოდ, ალბათ ყველა სფეროში გვჭირდება ეს სამი კომპონენტი, რაც განაპირობებს წარმატებას, დანარჩენი კი მოაქვს გამოცდილებას − არა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, არამედ სხვისას. მე საკუთარი კარიერის განმავლობაში გამიმართლა ადამიანებში, რომლებიც ჩემ გარშემო ტრიალებდნენ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ და მე ამას ვითვალისწინებდი. რა თქმა უნდა, თუ არ ხარ საქმის პროფესიონალი, მხოლოდ პიროვნული თვისებებით ფონს ვერ გახვალ.

რა სახის სირთულეები და წინააღმდეგობები გქონიათ კარიერულ გზაზე, როგორც ქალს?

19 წლის ვიყავი, კარიერა რომ დავიწყე. მოვხვდი „თიბისი“ ბანკში, საკრედიტო განყოფილებაში. მაშინ ძალიან ცოტა ქალი იყო ამ სფეროში. თავიდანვე მომიწია მუშაობა მამაკაცების გარემოცვაში და თითქოს ორგანული გახდა ეს მდგომარეობა ჩემთვის. არც მაშინ და არც შემდეგ ჩემთვის სქესი არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი და რა თქმა უნდა, არც მე აღვიქვამ ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა უნარების მატარებლად.

არის თუ არა გენდერული კვოტირება მისაღები ფორმა პოლიტიკაში ქალების როლის გასაზრდელად?

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ბიზნესში თუ პოლიტიკაში. უბრალოდ, მე ვფიქრობ, ქალები არ საჭიროებენ დამატებით პრივილეგიებს სქესის გამო. ქალი სრულიად კონკურენტუნარიანია მამაკაცთან ყველა სფეროში. მთავარია ქალს მიეცეს საშუალება, მიიღოს კარგი განათლება, იყოს სწორი ღირებულებების მქონე საზოგადოებაში, ხელოვნურად კი ბენეფიტების მიცემა იმისთვის, რომ ის იჯდეს პარლამენტში მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია, ეს არ მიმაჩნია მართებულად.

დაბოლოს, რას ეტყოდით ქალებს?

ქართველ ქალებს მინდა ვუთხრა ერთადერთი რამ: კარიერულ წინსვლასთან ერთად არ დაივიწყონ საკუთარი თავის მოვლა. ეს რჩევა განსაკუთრებით სჭირდებათ ქართველ ქალებს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დონატელა ვერსაჩე

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დონატელა ვერსაჩე

March 8, 2024
#OK! “ნორთი ისე ცხოვრობს, თითქოს დედისერთაა, სხვა დედმამიშვილების არსებობას ყურადღებას არც აქცევს” – კიმ კარდაშიანი

#OK! “ნორთი ისე ცხოვრობს, თითქოს დედისერთაა, სხვა დედმამიშვილების არსებობას ყურადღებას არც აქცევს” – კიმ კარდაშიანი

October 19, 2023
#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

April 7, 2021
#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

May 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

November 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები