• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თბილისი მარიოტი მოგზაურობა საშობაოდ მორთულ ზღაპრულ სამყაროში

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, სადაც სიცოცხლე მუდმივად ჩქეფს; იქ, სადაც ადამიანები გულანთებულნი უცქერენ საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებს; იქ, სადაც ყველანაირი ასაკის ადამიანი ერთად იყრის თავს და ერთმანეთს უზიარებენ სითბოსა და სიხარულს, რომელსაც წინასაახალწლო განწყობა ჰქვია, სასტუმრო „თბილისი მარიოტმა“ გადაწყვიტა საკუთარი წვლილიც შეიტანოს და ადამიანები ნამდვილ ზღაპარში ამოგზაუროს. გრანდიოზული და უნიკალური საახალწლო დეკორაციები, რომელიც ისტორიულ შენობას ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ გადააქცევს, რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსეირნე ტურისტსა თუ ადგილობრივ მცხოვრებელს − არცერთ მათგანს გულგრილს არ ტოვებს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „თბილისი მარიოტის“ გენერალურ მენეჯერ კამერონ მაკნილს.

 

რამ გადაგაწყვეტინათ წინასაახალწლოდ სასტუმროს გრანდიოზულად მოწყობა?

საახალწლო დეკორაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, უდიდესი სურვილი გვქონდა ამ გრანდიოზული და უნიკალური საახალწლო დეკორაციების საშუალებით, რომელიც „თბილისი მარიოტის“ ისტორიულ შენობას ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ გადააქცევდა, საზოგადოებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ჰქონოდათ სადღესასწაულო განწყობა.

რომელ კომპანიებთან თანამშრომლობით შეირჩა „თბილისი მარიოტის“ დეკორაციები?

ვინაიდან „თბილისი მარიოტის“ განსაკუთრებული, დახვეწილი და ელეგანტური დეკორაციებით მორთვას ვაპირებდით, გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა ოთხ უცხოურ კომპანიასთან: Ukchristmasworld, Balsamhill, Frontgate, Christmastimeuk. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან „თბილისი მარიოტის“ გემოვნებით შექმნილი საახალწლო სამყარო 2019-2020 წლებში სრულად განახლებულ სივრცეებს საოცარ ელფერს სძენს და თითოეულ ჩვენგანს ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მარიოტი“ თავის ერთგულ მომხმარებლებს, როგორც ყოველთვის, საინტერესო საახალწლო სიახლეებს და საჩუქრებს ჰპირდება. იგი მუდამ საკუთარი უნიკალური წოდების − Majestic-ის ერთგული რჩება, მის ირგვლივ ტრიალებს და მუდმივად აოცებს თავის ერთგულ სტუმრებს.

 

რა გახდა თქვენი ინსპირაციის წყარო „თბილისი მარიოტის“ დეკორაციების შერჩევისას?

ჩვენ გვსურდა „მარიოტის“ დეკორაციების სახით სასტუმროსთვის შეგვემატებინა ისეთი ელემენტები, რომლებიც სტუმრებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებდა, რის გამო განათებები თბილ ფერებში შევარჩიეთ. ჩვენი სურვილი იყო, აქ მოსულ ბავშვებს დახვედროდათ ჯადოსნური გარემო, რომელიც მხოლოდ ფილმებსა და ზღაპრებში ექნებოდათ ნანახი. შესაბამისად, გადავწყვიტეთ სასტუმროს შემოსასვლელთან დაგვედგა მაკნატუნები, დაგვეკიდა უზარმაზარი წითელი ბურთები, დაგვედგა ჯანჯაფილის საახალწლო სახლი, 5-მეტრიანი ნაძვის ხე და ოქროსფრად მოციმციმე ირმები − ყველაფერი ის, რაც საახალწლო განწყობის შექმნაში დაგვეხმარებოდა.

 

რესტორანში არსებული კაფე „პარნასიც“ აქტიურად ემზადება წინასაახალწლოდ. გვესაუბრეთ აქ წარმოდგენილი სეზონური მენიუსა და იმ სიახლის შესახებ, რომელსაც თქვენს სტუმრებს უმზადებთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მენიუს ყოველ სამ თვეში ერთხელ ვაახლებთ. შესაბამისად, ჩვენთან შეხვდებით სეზონურ მენიუსაც. ყოველივე ეს კი ადამიანებს აძლევთ შესაძლებლობას, გააფორმონ ჯავშანი და გვესტუმრონ „პარნასში“, რათა დატკბნენ აქ წარმოდგენილი მენიუთი და საახალწლოდ მორთული გარემოთი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან წარმოდგენილი იქნება საშობაო ვახშამიც. ამდენად, თუ „მარიოტის“ „პარნასის“ უგემრიელესი სეზონური მენიუს დაგემოვნებას გადაწყვეტთ, საოცარი ცხელი შოკოლადითა და ლატეთი, და ესტუმრებით მას, აქ სრულიად განსხვავებულად შეგიქმნიან ამაღლებულ საახალწლო განწყობას ნაძვის ხეებით, სათამაშოებითა და მომღერალი ლამპიონებით.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელსაც 2021 წელს შვილი შეეძინა

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელსაც 2021 წელს შვილი შეეძინა

December 20, 2021
#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

June 8, 2023
#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

February 6, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები