შემოდგომა მებაღეებისა და მევენახეებისთვის, სამუშაოების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სეზონია. ამ პერიოდში მიმდინარე სხვა მრავალ აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გასხვლა. გასხვლის მიზანს წარმოადგენს ყოველწლიური რეგულარული და ხარისხიანი მოსავლის მიღება და რქის დროული მომწიფებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
მცენარეს გასხვლის შემდეგ ეძლევა გარკვეული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მზის სხივების მაღალ შეღწევადობას ვარჯში, რაც მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობას წარმოადგენს. ამ ოპერაციისათვის იყენებენ სხვადასხვა ტიპის მაკრატელს. გასხვლის ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული სასხლავი მაკრატელის მჭრელ ნაწილზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა პროდუქტის შერჩევისას სწორი არჩევანი გააკეთოს. დღესდღობით, ბაზარზე მრავალი სახის მაკრატელია წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ართულებს არჩევანს.
ევროპელი და ამერიკელი ფერმერები უკვე წლებია ელექტრო სასხლავ მაკრატელს გამოიყენებენ, რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დროის ოპტიმიზაციას. ელექტრო სასხლავი მაკრატელი ძალიან პოპულარულია ფერმერებში, რომლებიც ხეხილის ხეებისა და ვენახის გაშენებაზე მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში მებაღეობა-მევენახეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი რენტაბელობით, და რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით; უპირველესად, უნდა აღინიშნოს ამა თუ იმ კულტურის წარმოების ნაკლებად ეფექტური ტექნოლოგიებისა და სამუშაო იარაღების გამოყენება. ქართველი მეურნეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა კულტურაზე მუშაობისას კვლავ იმ მეთოდებსა და სამუშაო იარაღებს იყენებს, რომლებსაც ათეული წლების წინ.
საქართველოში „ბოშის“ ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი აქტიურად იწყებენ თანამშრომლობას ქართველ ფერმერებთან, რათა მათ შესთავაზონ თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული სამუშაო იარაღები, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობას და გაზრდის ფერმერთა პროდუქტიულობას. კომპანიამ უკვე წარუდგინა მომხმარებელს და ქართულ ბაზარზე აქტიურად ჩაუშვა ელექტრო სასხლავი მაკრატელი, რომელიც მომხმარებლებს უფრო სწრაფ შედეგსა და ეფექტურობის მაღალ დონეს ჰპირდება.
Pro Pruner ინოვაციური დიზაინის სასხლავი ელექტრომაკრატელია, რომელსაც გერმანული კომპანია „ბოში“ გვთავაზობს. სიმსუბუქე, ერგონომიულობა, გამოყენების სიმარტივე და სიზუსტე მისი ძირითადი უპირატესობებია. ელექტომაკრატელი იდეალური არჩევანია ხეხილის გასასხლავად. სტანდარტულ მექანიკურ მაკრატელზე ბევრად მძლავრი Li-ion ელემენტის სისტემა უზრუნველყოფს 4500-მდე ჭრას ერთ დამუხტვაზე (დატესტილია Bosch-ის ელექტროინსტრუმენტების კვლევისა და განვითარების ლაბორატორიაში). უჟანგავი ანტიკოროზიული და მაღალი გამძლეობის მჭრელი პირები კი დიდხანს მოგემსახურებათ. ამასთან ერთად, ხელსაწყო აღჭურვილია ახალი უნახშირო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 4-ჯერ მეტ სიმძლავრეს, ვიდრე რეგულარული DC ძრავა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით სამეურნეო ტექნოლოგიები სტაბილურად პროგრესირებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს, ჩვენი სოფლის მოსახლეობის უმეტესობა მაღალი დატვირთვით შრომობს, თუმცა დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება და სასურველ შედეგს ვერ აღწევს. მთავარი ხელისშემშლელი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კვლავაც არ აქვს წვდომა თანამედროვე სამუშაო იარაღებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ბაზარზე და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სამეურნეო იარაღები შევთავაზოთ. ხარისხი არ გამოიხატება მხოლოდ ინსტრუმენტის ფუნქციებსა და ვიზუალში. აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომითი გამოყენების ინტენსივობა და საექსპლუატაციო საიმედოობა. პროფესიულ ხაზში ხელსაწყოს გამძლეობასა და სიმძლავრესთან ერთად, უპირატესობა ენიჭება მოხერხებულ დიზაინს და სიმარტივეს. „ბოში“ თითოეულ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც დამატებით კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს“, – აცხადებს „მარკეტერთან“ საუბრისას „ბოში საქართველოს“ წარმომადგენელი და აგროექსპერტი ფრიდონ გაფრინდაშვილი.