• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! Georgian New Style შექმნილია შენთვის

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

Georgian New Style ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ქართული ბრენდია, რომელიც საზოგადოებას ქალბატონების სამოსს სთავაზობს. ბრენდი უკვე რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ამ დრომდე უამრავი ერთგული მომხმარებელი გაიჩინა. როგორია სამუშაო პროცესი, რა სახის პროდუქციას სთავაზობს საზოგადოებას, რა არის ბრენდის უპირატესობა… ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი − თამარ მარგველაშვილი გვიპასუხებს.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი Georgian New Style ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

ბრენდის დაარსების იდეა ოთხი წლის წინ დაიბადა. უკვე ორი წელია, რაც Georgian New Style ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდა და გაიცნო საზოგადოებამ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო ჩვენი პირველი გამოჩენა, რადგან მანამდეც გვქონდა საკუთარი სამკერვალო, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობის პროცესი. გადავწყვიტეთ აღგვედგინა და უფრო სერიოზული სახით წარვმდგარიყავით მომხმარებლის წინაშე.

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ ქალბატონის სამოსს, თუმცა ვთავაზობთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება მისთვის სასურველი იყოს, მათ შორის: შარვლებს, მაისურებს, პიჯაკებს, კაბებს და ა.შ. ვცდილობთ Georgian New Style იყოს მრავალფეროვანი და მომხმარებლისთვის საინტერესო, მისი წარმოებითა და შეთავაზებული სამოსით.

პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ჩემი საქმიანობა დიზაინერობას დავუკავშირე და დღეს Georgian New Style-ში ყველაფერი ჩემი დიზაინით იქმნება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ კარგად გამომდის ეს საქმე და ამას ჩვენი მომხმარებლების განწყობაც მიდასტურებს. ეს კი მაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, შევთავაზო მათ რაც შეიძლება მრავალფეროვანი კოლექცია.

 

როგორია სამუშაო პროცესი?

მაშინ, როდესაც ავარჩევ ამა თუ იმ დიზაინს, ესკიზს ვუგზავნი ჩვენი ბრენდის კონსტრუქტორს, რომელიც აკეთებს თარგს. შემდეგ ვიწყებთ მის შეკერვაზე მუშაობას და საბოლოო ჯამში, გარკვეული ცვლილებების შეტანით მივდივართ სასურველ შედეგამდე.

რა სახის მასალებს იყენებთ სამოსის შეკერვისას?

ძირითადად, ვიყენებთ სეზონურ მასალას. ჩვენთვის უმთავრესია ხარისხი და მუდმივად მის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უკეთესის შეთავაზებაზე ვმუშაობთ.

რა მიგაჩნიათ ბრენდის უპირატესობად?

მიმაჩნია, რომ ყველა ბრენდს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშა და მიმართულება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენც საკუთარი ინდივიდუალური სტილით დავიმკვიდრეთ თავი, რომელიც არც მომხმარებელს დარჩენია შეუმჩნეველი. ამას კი მათი დამოკიდებულება და განწყობა გვიდასტურებს.

გარდა ამისა, ვფიქრობ, მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ჩვენი მომსახურება, რადგან პროდუქციას ყოველთვის დროულად ვაწვდით და ფასებიც ყველა სეგმენტზე გვაქვს მორგებული.

 

სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპზე, გვაქვს ონლაინმომსახურება. მომხმარებელს შეუძლია ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდებზე შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია და უახლოეს დღეებში კურიერი მიაწვდის საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას.

რატომ Georgian New Style?

მინდოდა, ქართულთან ყოფილიყო დაკავშირებული და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს სახელწოდება.

რა სახის სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს შემოდგომის სეზონისთვის?

ჩვენ არა მხოლოდ შემოდგომისთვის, არამედ მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ და საკუთარ მომხმარებლებს ყოველთვის ვანებივრებთ სეზონური სიახლეებით.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.

მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას.

 

ასევე გაეცანი

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025
#OK! მოდა ინტერიერში
Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK!  საქორწილო კაბების ტენდენციები გაზაფხული/ზაფხული 2022

#OK! საქორწილო კაბების ტენდენციები გაზაფხული/ზაფხული 2022

June 9, 2022
#OK! დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქეა

#OK! დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქეა

October 5, 2022
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! “პუტინი არღვევს ყველა ადამიანის უფლებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის” – მადონა

#OK! “პუტინი არღვევს ყველა ადამიანის უფლებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის” – მადონა

February 28, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 30, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები