მას შემდეგ, რაც ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი ვენეციის კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ, ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა მუდმივად უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია.

ანდრესა და ადრიანას საჯარო დებიუტი ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც წყვილი პედრო ალმოდოვარის ფილმის Madres paralelas-ის პრემიერას დაესწრო.

ვარსკვლავური წყვილი ამჯერად Academy Museum Of Motion Pictures-ის პრემიერას დაესწრო.

ბრაზილიელი სუპერმოდელის ახალი მეგობარი მამაკაცი პროფესიით პროდიუსერია.

წყვილის ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.













