24 წლის ვარსკვლავმა კაილი ჯენერმა ცოტახნის წინ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რითაც მსოფლიოს გაუმხილა, რომ მეორე შვილზეა ფეხმძმედ. ახლახანს კი ვარსკვლავი ორსულობის გასაჯაროების შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის ნიუ-იორკში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს, Soho-ს ესტუმრა.
ვარსკვლავმა არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას თეთრი კაბა და თრენჩი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, Balenciaga-ს ჩანთა და Gianvito Rossi-ს 530 ფუნტის ღირებულების მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.