Emocia Wines და Emocia Handmade Jewellery –ს შემქმნელმა თამარ აბულაძემ, სულ ცოტა ხნი წინ,ბრენდი – Wine Diamond დააარსა. ეს ახალი სიტყვაა მსოფლიოში, რომელიც ულამაზეს სამკაულსა და ღვინოს აერთიანებს. აქ იქმნება უმაღლესი სინჯის ვერცხლის აქსესუარები, რომელშიც არც მეტი არც ნაკლები – ქართული ღვინის ქვა დევს. ბევრმა არ იცის, რომ ღვინის ქვა არის პატარა კრისტალები, რომლებსაც ენოლოგები ტარტრატებს უწოდებენ, ღვინის მოყვარულები კი ღვინის ალმასებს.სინამდვილეში ღვინის მჟავას კალიუმისმარილებია. ღვინის მჟავა კი ის მჟავაა, რომელიცყველა ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან დათავის მხრივ განაპირობებს ღვინის სტრუქტურას, ბალანსს და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნახდება ქვევრში, ბოთლში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ისინი ალმასის კრისტალებს მოგვაგონებენ, ხანჭურჭლის ფსკერზე, ხანაც საცობზე იდებენ ბინას დააღარასდროს იხსნებიან ღვინოში. როგორც ღვინის მჟავა, ასევე კალიუმიც ღვინოში ბუნებრივადხვდება. ის ძალიან სასარგებლო ელემენტია და რაცუფრო მდიდარია ღვინო კალიუმით, მით უფროსასარგებლოა ღვინო. რაც შეეხება ღვინის ქვის ფერს– ეს კრისტალები მას ღვინის პიგმენტისგან– ანტოციანებისგან იღებს. რა ფერის ღვინოცაა, იმშეფერილობისაა ღვინის ქვაც. მაგალთიად: რქაწითელის – მოყვითალოა, ხოლო საფერავის – მუქი იასამნისფერი.
ყველა სამკაული უნიკალურია და შეიძლება,ფორმით ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ კრისტალების წყობა არასდროს მეორდება. ასევე ლიმიტირებულია მოსავლის წლის მიხედვითაც, მაგალითად: პირველ კოლექციაში 2020 წელს,თელავის ვენახებში დაკრეფილი, საფერავისა და რქაწითელის ღვინის ქვები დევს. ამიტომ, გაყიდულ ნივთებს ხელნაწერი ბარათი მოყვება, რომელშიც მითითებულია მოსავლის წელი, ყურძნის ჯიში, ადგილწარმოშობა და დამფუძნებლის ხელმოწერა,რაც საჩუქარს კიდევ უფრო ესკლუზიურს ხდის.
საკმაოდ ფართო არჩევანია ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის. შეთავაზებაშია: ქალის საყურე, ბეჭედი, ბროში, ყელსაბამი, სახელის ინიციალები, წმინა ნინოს და ბოლნისური ჯვრები, ასევე მამაკაცისთვის შეიქმნა ტყავის სამაჯური –ღვინის ქვითა და ვერცხლით. ამჟამად Wine Diamond საავტორო, პრემიუმ ხაზზე მუშაობს, რომელიცსულ მალე გამოჩნდება გაყიდვაში.
ბრენდის დამფუძნებელმა – თამარ აბულაძემ,ღვინის სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ნატურალური ქვებისგან ყურძნის ბროშები შექმნა, შემდეგ კი ღვინის ქვის სამკაულები გამოიგონა, რომელის დამზადების საიდუმლოც საქპატენტშია დაცული. თითქმის ყველა მეღვინე ეწინააღმდეგებოდა ერთი შეხედვით შეუძლებელაკვიატებას, რომ ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობისა და არაერთი წარუმატებელი ცდის მიუხედავად, ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
აღნიშნული პროდუქცია საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მაღალი ხარისხიდან და ექსკლუზიური ნაკეთობებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირფას და განსაკუთრებულ საჩუქრად მიიჩნევა, რომელიც პირველ რიგში საქართველოსთან ასოცირდება. თითოეულ ნაკეთობას მოყვება პასპორტი, სადაც საუბარია, თუ როგორ გაჩნდა ამ სამკაულის შექმნის იდეა და ახსნილია ღვინის ქვის არსი. Wine Diamond-საქვს სასაჩუქრე ვაუჩერებიც, რომელიც საშუალებას აძლევს ადრესატს, თავად შეარჩიოს სასურველი სამკაული.
ამჟამად, ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ონლაინ ფეისბუქის ან ინსტაგრამისსაშუალებით შემდეგ მისამართებზე: https://www.facebook.com/winediamondgeorgia/ https://www.instagram.com/wine_diamond_georgia/
Wine Diamond-ის მიზანია, გახდეს პირვეილქართული ღვინის სამკაულის ელჩი მსოფლიოში, რომელსაც ყველა გაიცნობს, შეიყვარებს და გულით ატარებს.