წარმოგიდგენთ ლეგენდარული ინგლისელი დიზაინერისა და ბიზნესვუმენის ვივიენ ვესტვუდისა და მისი მეუღლის ანდრეას კრონტალერის უახლეს ფოტოსესიას ბრიტანული GQ-ისთვის.
80 წლის დიზაინერმა გამოცემასთან მუშაობისას კარიერულ წინსვლაზე, სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.
ვესტვუდი აღნიშნავს, რომ მეუღლე მის გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემს და ნებისმიერ საქმიანობაში მხარს უჭერს.
“მე და ანდრეასი ყოველთვის ერთობლივად ვმუშაობთ, ის ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს სცემს და ნებისმიერ საქმიანობაში მხარს მიჭერს.”
“ამჯერად რისი გაკეთებაც მინდა, ეს პლანეტის გადარჩენაა. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ხარისხიანი ნივთების ყიდვა და ხარჯის შემცირება. თუ კონკრეტული აქსესუარი ძალიან არ გჭირდებათ, მისი შეძენა აუცილებელი არაა.”
“პირველ რიგში რაც უნდა შევაჩეროთ – ეს არის ზედმეტი წარმოება. დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს არ სჭირდება მანქანა, ზოგჯერ მცირე მანძილზე გადასაადგილებლად ველოსიპედიც კი საკმარისია. ადამიანებმა ელექტროენერგიის მოხმარებაც უნდა შევამციროთ შეძლებისდაგვარად და პლანეტის მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.”