მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფიამ საზოგადოებას ფერადი ფილმები წარუდგინა, ფერთა მრავალფეროვანმა პალიტრამ განსაკუთრებული ღირებულება შეიძინა.
ადრეული წლებიდან, თითოეულ ფერი საზოგადოებისთვის ყოველთვის განსხვავებული დატვირთვის მატარებელი იყო… მაგალითად თუ ადრეულ საუკუნეებში არსებობდა ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც მწვანე სამოსის ტარება თეატრში არ შეიძლებოდა, დღეს ეს ფერი მსახიობების სილამაზისა და მოხდენილობის ელექტრიფიკაციის საწინდარია. შავი ფერის სამოსი ხშირად დახვეწილობასთან და ელეგანტურობასთან ასოცირდებოდა, წითელი კი – მიმზიდველობასთან და სექსუალურობასთან.
საინტერესოა, ლურჯი ფერი რასთან ასოცირდება…
ალბათ, ბევრი ადამიანისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ ლურჯი ძვირფასი ქვები ანტიკურ ეპოქაში იშვიათობას წარმოადგენდა, მრავალფეროვანი ცხოველებით, მცენარეებითა და ფრინველებით სავსე სამყაროში კი ლურჯი დღესაც კი ერთ-ერთი ყველაზე ლიმიტირებული ფერია.
ლილი ჯეიმსი ფილმში “კონკია”/ კოსტიუმის დიზაინერი: Sandy Powell
მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოპულარული ფერების: წითელის, ყვითელისა და შავის მსგავსად წითელ ხალიჩებსა და გლამურულ ღონისძიებებზე ცნობილი ადამიანები ლურჯი სამოსით იშვიათად ჩნდებიან, მათი იმიჯი ამ უნიკალური ფერის დამსახურებით ყოველთვის სხვებისგან გამორჩეული, ორიგინალური და უნიკალურია.
წარმოგიდგენთ 7 საკულტო ლურჯ კაბას, რომელმაც მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ლილი ჯეიმსი
ფილმი: Mirror, mirror
კოსტიუმების დიზაინერი: Eiko Ishioka
გალ გადო
ფილმი: Wonder Woman
კოსტიუმების დიზაინერი: Lindy Hemming
ქეით ბლანშეტი
ფილმიდან: Elizabeth
კოსტიუმების დიზაინერი: Alexandra Byrne
მიშელ პფაიფერი
ფილმიდან: Scarface
ემა სტოუნი
ფილმიდან: La La Land
კოსტიუმების დიზაინერი: Mary Zophres
გრეის კელი
ფილმში: To Catch a Thief
კოსტიუმების დიზაინერი: Edith Head
ლილი ჯეიმსი
ფილმიდან: კონკია
კოსტიუმის დიზაინერი: Sandy Powell
იხილეთ ყველაზე დროის ყველაზე საკულტო ლურჯი კაბები კინემატოგრაფიის ისტორიაში: