მილა კუნისი იგივე მილენა მარკოვნა კუნისი უკრაინაში დაბადებული მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც თანამედროვე ჰოლივუდში უდიდეს წარმატებას მიაღწია და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა მილა ცნობილი მსახიობის, ეშტონ კაჩერის მეუღლეა, რომელთანაც ორი საერთო შვილი ჰყავს.
მიუხედავად მილას დიდი პოპულარობისა OK! წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს:
მილა კუნისმა უკრაინა ოჯახთან ერთად 7 წლის ასაკში, 1991 წელს დატოვა. აღსანიშნავია, რომ მათ მხოლოდ 250 დოლარი ჰქონდათ.
მისი პირველი სამსახური იყო Barbie–სთვის გადაღებულ რეკლამაში. მილა არეკლამებდა სათამაშოს, რომელიც გაყიდვაში არასოდეს შესულა.
მილამ ინგლისური ენა ფილმებისა და სერიალების ყურებით ისწავლა.
მაშინ, როდესაც მილა That ’70s Show–ში თამაშობდა, მეგობართან ერთად ის ხელნაკეთ მაისურებს ყიდდა.
დღეს მილა კუნისის თვალი მუქი მწვანეა, თუმცა მსახიობი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში მას ორი სხვადასხვა ფერის თვალი ჰქონდა.
ფილმ Black Swan–ში მონაწილეობის დროს მილამ დაიზიანა ხმის იოგები, ზურგი და მხრები.
მილას საყვარელი სერიალი არის Star Trek