• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

July 22, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველო უამრავი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილით არის გარემოცული. ქვეყანა გამოირჩევა შესანიშნავი და მდიდარი ბუნებით, აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც მთაში, ასევე ზღვაზე, რადგან ჩრდილოეთით კავკასიონის მთებია გადაჭიმული, დასავლეთით კი შავი ზღვა. საქართველოზე საუბრისას, წარმოუდგენელია არ ვახსენოთ ქართული სამზარეულო, ღვინო და კულტურა, რომელიც გულგრილს არცერთ ტურისტს არ ტოვებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

 

ღვინის სამშობლო

საქართველო მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია, სადაც ვაზის ასობით ძირძველი ჯიშია შენარჩუნებული. აქ თქვენ შეხვდებით ღვინის არაერთ სახეობას, მათ შორის: საფერავს, ქინძმარაულს, რქაწითელს, წინანდალს… ქვეყნის უძველესი ტრადიცია, რომელიც ღვინის ქვევრში დაყენებას გულისხმობს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

 

ქართული სტუმართმოყვარეობა და ტრადიციული სუფრა

 

ქართული სტუმართმოყვარეობა და ტრადიციული სუფრა ყველა იმ ადამიანისთვისაა ცნობილი, ვისაც ერთი სიტყვა მაინც სმენია საქართველოს შესახებ. ეს ტერმინი კავკასიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ტრადიციაა, რადგან სტუმარი ღვთის საჩუქრად მიაჩნიათ და ცდილობენ, სტუმრად მოსულ ადამიანს მაქსიმალურად ასიამოვნონ. მასპინძლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანა, კუთხე თუ წარმომავლობა, საუკეთესო მიმართულებით წარმოაჩინონ.

 

კურორტები და გეოგრაფია

 

საქართველოში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევარჩიოთ კურორტი დასასვენებლად. ზამთარში თხილამურებით ვისრიალებთ, ზაფხულში კი ზღვაში ვიცურავებთ. წელიწადის ნებისმიერი დრო შეგვიძლია განსაკუთრებული და დაუვიწყარი გავხადოთ ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებით.

საქართველოს ჩრდილოეთით მდებარეობს მთა ყაზბეგი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მეტია, ასევე, საქართველოს არაჩვეულებრივი სამხედრო გზა და ზამთრის მხიარული კურორტი გუდაური. ქვეყნის დასავლეთი − შავი ზღვის 308 კმ-იანი სანაპირო, რომელშიც შედის ანაკლიის ქვიშიანი ნაპირი, ურეკის შავი მაგნიტური ქვიშა, აჭარის კენჭებიანი სანაპირო ქობულეთიდან სარფამდე, ბათუმის გავლით… საქართველოს აღმოსავლეთით კი კავკასიონის მთები მოჩანს, სადაც ბორჯომი, იქვე ახლოს კი, ამ ადგილების ყველაზე ძველი სამთო-სათხილამურო კურორტი − ბაკურიანი მდებარეობს.

ხევსურეთსა და თუშეთში უმშვენიერესი შუასაუკუნოვანი სოფლები მდებარეობს. აქ შემორჩენილი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს. აქ უამრავი უძველესი კოშკი და ეკლესიაა.

 

უძველესი ეკლესიები და კლდეში ნაკვეთი ქალაქები

 

საქართველოში უამრავი ტაძარია, რომლებიც ქვეყნის ულამაზეს ადგილებში მდებარეობს. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: სვეტიცხოველი მცხეთაში, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, გერგეტის სამება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და კიდევ არაერთი.

გარდა ამისა, საქართველო კლდეში ნაკვეთი ქალაქების სამშობლოა. მათ შორისაა უფლისციხე, რომლის ზედაპირი მთვარის ლანდშაფტს ჰგავს; დავით გარეჯის სამონასტრო უდიდესი კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი, თვალწარმტაც ვარძიაში კი ერთ დროს 2000 ბერი ცხოვრობდა.

 

თბილისი

 

დაბოლოს… რასაკვირველია, ქვეყნის დედაქალაქი – თბილისი, რომელიც დაკიდებული აივნებითა და სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით არის ცნობილი. მისი ეკლექტური არქიტექტურა დღევანდელ თბილისზეც ნათლად აისახება.

იმისათვის, რომ ქალაქი საფუძვლიანად დაათვალიეროთ, აუცილებლად უნდა იაროთ ფეხით, იმიტომ, რომ ნამდვილი თბილისი დეტალებშია. სხვანაირად ვერ მოახერხებთ მის შესწავლასა და სრულყოფილად შეგრძნებას. თბილისში ძალიან ბევრია სანახავი და შეუძლებელია ერთი ვიზიტით ყველაფრის დათვალიერება, მაგრამ თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ და ქალაქს ფეხით შემოივლით, მაშინ ნამდვილად მოახერხებთ მის შეცნობას სულ მცირედით მაინც.

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! განსაკუთრებული შეთავაზებები „ლისი ტრიოსგან“

#OK! განსაკუთრებული შეთავაზებები „ლისი ტრიოსგან“

September 27, 2024
#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! ჯენიფერ ლოპესი დებთან ერთად გადაღებულ ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

#OK! ჯენიფერ ლოპესი დებთან ერთად გადაღებულ ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

March 14, 2022
#OK! PARK HOME – კონცეფცია „ანაგი დეველოპმენტისგან“

#OK! PARK HOME – კონცეფცია „ანაგი დეველოპმენტისგან“

November 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

November 30, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები