• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ინტერვიუ ექიმ მეან-გინეკოლოგ ნინო სამსეიშვილთან

July 15, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! გაესაუბრა მრავალპროფილური კლინიკა „ლიდერმედის“ ინ-ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ექიმ მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ ნინო სამსეიშვილს. რესპონდენტმა ინტერვიუში ისაუბრა მის მიერ განვლილი გზისა და იმ მეთოდების შესახებ, რომელსაც პაციენტების მკურნალობისთვის იყენებს და იმ საკითხებზე, რომელთა განხილვა ბევრ წყვილს აარიდებს და შეუმსუბუქებს უშვილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ფოთში. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი და ქალაქელები. უდიდესი მადლიერებით მინდა გავიხსენო ყველა ჩემი პედაგოგი, რომლებიც ქ.ფოთის N1 და  N2 საშუალო სკოლებში მასწავლიდნენ. ფასდაუდებელია მათი ამაგი და გავლენა ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებს. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ მასწავლებლისა და მოსწავლის სააღმზრდელო და მორალურ შემადგენელზე. ნამდვილად სამაგალითო მასწავლებლები მყავდა და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათ წინაშე.

ზოგადად, ბავშვობიდან დღემდე მხვდებიან ისეთი პედაგოგ-მასწავლებლები, უფროსი კოლეგები, რომელთა ცხოვრების უმთავრესი მიზანი იყო და არის თავიანთი გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის უანგაროდ გადაცემა.

როდის მიიღეთ გადაწყვეტილება პროფესიასთან დაკავშირებით და სად გააგრძელეთ სწავლა სამედიცინო მიმართულებით?

ექიმობა საშუალო სკოლის ბოლო კლასებში გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები არ არიან ექიმები და მე არ მქონდა ახლო შეხება სამედიცინო წრესთან, გატაცებული ვიყავი ამ პროფესიით. სკოლა დავამთავრე გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში. მოგეხსენებათ ის უდიდესი სირთულეები, რაც იმდროინდელ საქართველოში იყო. რომ არა ჩემი მშობლების უდიდესი მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოცნების ასრულება.

გამოცდები ჩავაბარე მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიაში. ეს გახლავთ აბსოლუტურად სრულყოფილი გარემო იმისთვის, რომ საფუძვლიანად ეზიარო როგორც ფუნდამენტურ, ასევე კლინიკურ დისციპლინებს მედიცინაში. ამავე აკადემიაში გავიარე კლინიკური ორდინატურა მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე.

2003 წელს დავბრუნდი საქართველოში და მუშაობა დავიწყე „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში“, ექიმ მეან-გინეკოლოგად. მადლიერი ვარ ბატონ დავით ტატიშვილის, რომ ახალგაზრდა ექიმს ყველა პირობა შემიქმნა მის დაწესებულებაში პროფესიული ზრდისთვის და წარმატებისთვის. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ იმ დროს საქართველოში ეს იყო ოაზისი სამედიცინო დაწესებულებებს შორის.

2006 წელს დავიწყე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე. კვლევის მიზანი იყო ორსულობის გავლენა ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის განვითარებასა და მიმდინარეობაზე. კვლევა ტარდებოდა ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ პროფესორები − ბესარიონ ტყეშელაშვილი და ზაქარია ნანობაშვილი. წარმოუდგენლად რთული პერიოდი იყო სამეცნიერო მუშაობის გასამართად − არ არსებობდა მუშაობისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ჯგუფმა ბატონ ზაქარია ნანობაშვილი ხელმძღვანელობით, უდიდესი ძალისხმევა და თანადგომა გამოიჩინეს და დამეხმარნენ ჩამეტარებინა სრულფასოვანი სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევა. ჩატარებული კვლევა და მისი შედეგები იყო იმდენად აქტუალური და საინტერესო, რომ მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. კვლევის შესახებ სტატიები არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში.  ჩემი თანამშრომლობა მეცნიერების ამ ჯგუფთან დღემდე გრძელდება. პერიოდულად ვაქვეყნებთ პუბლიკაციებს სამეცნიერო გამომცემლობებში.

სადისერტაციო ნაშრომის დასრულების შემდეგ, საჭირო იყო მისი წარდგენა სადისერტაციო საბჭოს წინაშე მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდების მოსაპოვებლად. გადავაწყდი იმდენად რთულ, დაუსრულებელ ბიუროკრატიულ რეგულაციებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხელი ჩავიქნიე და მივიჩნიე, რომ ეს ჩემთვის მიუღწეველი იქნებოდა. დაუჯერებელი ფაქტია, მაგრამ უნდა ვთქვა: ერთ დღეს დამირეკა აკადემიკოსმა გურამ ბექაიამ. იმ დროს ის გახლდათ დოქტორანტურის ხელმძღვანელი. მკითხა − ნინო, რამდენი წელია გამზადებული დისერტაცია გიდევს და რატომ არ იცავო? ავუხსენი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდის-მეთქი. მე დაგეხმარები, არ შეიძლება ასეთი ნაშრომი თაროზე იყოს ჩამოდებულიო. ამ მხცოვანმა ადამიანმა, აბსოლუტურად უანგაროდ, ფაქტობრივად ხელჩაკიდებულმა კაბინეტ-კაბინეტ მატარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი სამეცნიერო ნაშრომის საფუძველზე საშუალება მომცემოდა, მომეპოვებინა აკადემიური წოდება. ჩემთვის ის არის საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების პატრიარქი, გამომდინარე მისი უდიდესი სამეცნიერო ღვაწლიდან. ადამიანობის, ზნეობის უბადლო მაგალითი.

 

გვიამბეთ თქვენი დღევანდელი საქმიანობის შესახებ.

2016 წლიდან დღემდე ვმუშაობ კლინიკა „ინ-ვიტროში“, ამჟამინდელ კლინიკა „ლიდერმედში“. აქვე მინდა განვმარტო, რომ კლინიკა „ინ-ვიტრო“, რომელიც გახლდათ პირველი ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი საქართველოში, დაარსებული ბატონ გია ცაგარეიშვილისა და ქალბატონ ნატალია ხონელიძის მიერ, გადავიდა ახალი, თანამედროვე მრავალპროფილური კლინიკა „ლიდერმედის“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე ბატონ გიას და ქალბატონ ნატალიას მიერ არის დაარსებული.

მე მუშაობა უშუალოდ რეპროდუქტოლოგიაში დავიწყე 2014 წლიდან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელოვნური განაყოფიერების დეპარტამენტში, სადაც სამუშაოდ მოწვეულები იყვნენ გამოცდილი თურქი რეპროდუქტოლოგები. მე ვიყავი ერთადერთი ქართველი ექიმი მოცემულ ჯგუფში. ამ თანამშრომლობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.

2016 წლიდან მუშაობა განვაგრძე კლინიკა „ინ-ვიტროში“. მოგეხსენებათ, კლინიკა „ინ-ვიტრო“ საქართველოში პირველი კლინიკაა უშვილობის მკურნალობის დარგში. ამიერკავკასიაში პირველი ბავშვი ინ-ვიტრო განაყოფიერებით გაჩნდა ამ კლინიკაში ჩატარებული პროცედურის შედეგად. ეს არის კლინიკა საქართველოში ყველაზე დიდი ისტორიით და გამოცდილებით ამ სფეროში. დღემდე, ბატონი გია და ქალბატონი ნატო არიან სიახლეების ძიებაში, რომლებსაც ნერგავენ კლინიკის ბაზაზე. მათ მიერ კლინიკა „ლიდერმედის“ დაარსებაც განპირობებული იყო იმით, რომ ერთ სივრცეში უფრო მეტი და უკეთესი სერვისის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ პაციენტებს. კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე პაციენტებისთვის, რათა სამუშაო და სამკურნალო პროცესი იყოს ყოველმხრივ კომფორტული.

მოგეხსენებათ, ცოდნასთან ერთად, გამოცდილებას ლომის წილი მიუძღვის ნებისმიერ საქმეში. ჩვენი გუნდის ლიდერობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი ემბრიოლოგების დაუღალავი შრომა და თანადგომა. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი ემბრიოლოგიური განყოფილებით, ქალბატონ მაია ქოიავას ხელმძღვანელობით. ქალბატონი მაია სათავეებიდან დღემდე არის დარგის ავანგარდში. მინდა უფრო მეტი წარმატება ვუსურვო მათ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

კლინიკის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი უპირობო ლიდერია უშვილობის მკურნალობის სფეროში ჩვენს ქვეყანაში.

რას ურჩევდით უშვილო წყვილებს?

უშვილობის მკურნალობის ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ექიმთან დროულ ვიზიტზე. ხშირად მიმართვა დაგვიანებულია. დროის დაკარგვას წყვილი შეუქცევად პროცესებამდე მიჰყავს. ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ, ვინაიდან ქალის ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება მისი შვილოსნობის უნარი. ეს ბიოლოგიური კანონზომიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობამ მოიმატა, ეს არ ეხება ქალის შვილოსნობის უნარის გახანგრძლივებას. მსოფლიოში, და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა ქალის როლი. ქალი შვილოსნობისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობის პერიოდს უძღვნის კარიერას, არ ჩქარობს შვილოსნობას ახალგაზრდა რეპროდუქციულ ასაკში, ხოლო როცა გეგმავს შვილოსნობას, სამწუხაროდ, შემცირებულია მისი შვილოსნობის უნარი.

ასევე ძალიან საინტერესოა მამაკაცის შვილოსნობის უნარის თავისებურებებიც. აქაც არ არის ძალიან სახარბიელოდ საქმე.

ვფიქრობ, მედიცინის ყველა სფეროში, და მათ შორის რეპროდუქტოლოგიაში, ყველაზე ეფექტიანი იქნება მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და მედიცინის გამოყენება არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდ. საპროფილაქტიკო მედიცინის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მედიცინის მაჩვენებლებს და შედეგებს.

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პასუხისმგებლობაა, გერქვას ქუთაისელი და ღირსეულად ატარო მისი სახელი – გიორგი შავგულიძე

#OK! პასუხისმგებლობაა, გერქვას ქუთაისელი და ღირსეულად ატარო მისი სახელი – გიორგი შავგულიძე

June 12, 2025
OK! რას წაიკითხავთ OK!-ის იანვრის ნომერში?

#OK! ჭოლა და მანანა

February 2, 2024
#OK! ვინი ჰარლოუს თამამი იმიჯი! მოდელი სტეისი კარანიკოლაუს დაბადების დღეზე!

#OK! ვინი ჰარლოუს თამამი იმიჯი! მოდელი სტეისი კარანიკოლაუს დაბადების დღეზე!

June 10, 2021
#OK! ჩემთვის პაციენტი უპირველესია – ინტერვიუ ლიკა ნადარეიშვილთან

#OK! ჩემთვის პაციენტი უპირველესია – ინტერვიუ ლიკა ნადარეიშვილთან

May 12, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები