• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც არჩევანი

July 9, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანმრთელობა და სილამაზე რომ ჯანსაღი საკვების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ახალი არავისთვისაა. აუცილებელია შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმი და მივიღოთ ის საკვები, რომელიც ხელს შეგვიწყობს, ვიყოთ უფრო ლამაზები და ჯანმრთელები. ჟურნალი OK! ნინო თვალავაძეს გაგაცნობთ, რომელმაც ინსტაგრამზე საკუთარი ბლოგი შექმნა და მის გამომწერებს სხვადასხვა საინტერესო კერძის რეცეპტებს უზიარებს. როგორ დაებადა იდეა და რა არის მისი მთავარი მიზანი, თავად უამბობს ჩვენს მკითხველს.

 

რას ნიშნავს და რას მოიცავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი არის არჩევანი, რომელიც აერთიანებს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და აყალიბებს ჩვევებს, რომლებიც ჩემი აზრით, ადამიანს უფრო მობილიზებულს, მიზანდასახულსა და პოზიტიურს ხდის.

რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის?

ჩემი გამოცდილებით, კვება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჯანმრთელობაზე და სილამაზეზეა საუბარი. ჯანსაღი საკვები გუნებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, გუნება კი ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ჩვენს შინაგან და გარეგან სილამაზეზე აისახება.

 

 

გვესაუბრეთ ninosfoodadventure-ის შესახებ. როგორ გაჩნდა იდეა?

ბლოგის დაარსება ჩემ მიერ არატრადიციული გზით მურაბების წარმოებამ განაპირობა. მინდოდა ამ უცხო პროდუქტის თვალსაჩინოდ წარმოდგენა ხალხისთვის, თუ როგორ შეიძლებოდა მათი ინტეგრაცია საკვებში. ამასთან ერთად, 22 წელია ვეგეტარიანელი ვარ. იმ პერიოდში დავიწყე სწორ კვებაზე ფიქრი, როდესაც ლიტერატურისა და პროდუქტების მოპოვება თითქმის შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგის იდეა პირველად მურაბების გაჩენას მოჰყვა, ყოველი პოსტი მარწმუნებს, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელიც საკუთარი ცოდნის გაღრმავებაშიც მეხმარება.

 

ძირითადად, რას ემსახურება ninosfoodadventure-ის ინსტაგრამის გვერდი და რა იყო თქვენი მიზანი?

ჩემი სამზარეულო ექსპერიმენტებზე, ფანტაზიაზე და შეცდომებზეა აგებული. რადგან არ მიმიღია შესაბამისი განათლება, ჩემთვის გამოცდილებით მიღებული ცოდნა ულიმიტოა და ჩარჩოებს სცდება. ჩემი ბლოგი ზუსტად ამ „არატრადიციულობას“ ემსახურება. მინდა, საკუთარი ინსტაგრამგვერდი ის ადგილი იყოს, სადაც ჩემი გამომწერები თავისუფლად მიიღებენ ინსპირაციას საკუთარი, ხშირად ქაოსური კერძებისგან და თავს არ აარიდებენ ექსპერიმენტების ჩატარებას, რადგან ჩემი გამოცდილებით ზუსტად ამ შეცდომებითა და ექსპერიმენტებით იქმნება ყველაზე საინტერესო, ინოვაციური კერძები, და სწორედ ამ ქაოსში ხდება ინტერესებისა და გატაცებების აღმოჩენა.

 

 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი მხრიდან კულინარიაში არატრადიციულობის ქადაგების მიუხედავად, ერთ-ერთ საყვარელ კერძად და ეგრეთ წოდებულ Comfort food-ად ალბათ ყველაზე ტრადიციულ − მჭადსა და ფხალს მივიჩნევ. ეს ის კერძებია, რომლებიც ჩემს ბავშვობას მახსენებს და არასოდეს მომბეზრდება.

ვისთვის ამზადებთ ყველაზე ხშირად კერძებს?

ყველაზე ხშირად ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვამზადებ. განსაკუთრებით კი ჩემი კატეგორიულად განსხვავებული გემოვნების მქონე სამი შვილისთვის. მუდამ ვცდილობდი, მათთვის სხვადასხვა საინტერესო კერძის მომზადებას, რაც ასევე დამეხმარა საკუთარი თავის დახვეწაში. ისინი დღემდე ჩემი საუკეთესო და ყველაზე გულწრფელი შემფასებლები არიან.

 

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Fashion News

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
#OK! “სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

#OK! “სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

May 5, 2022
#OK! ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 16, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

November 29, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები