• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! 80 წლის რომ გავხდები, ისევ მინდა ზამთრის ცურვაში მონაწილეობა

October 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

77 წლისაა და ასაკზე ფიქრისთვის დრო არ რჩება. უამრავი სპორტული მიღწევა და სამეცნიერო ნაშრომია მის ანგარიშზე, ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს, ოცნებობს როდის დაბერდება, წამოწოლისა და ფილმის ყურების დრო რომ ჰქონდეს. უკვე ემზადება სპორტული ღონისძიებისთვის, რომელშიც 80 წლისამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჰენრი კუპრაშვილის ხარისხიანი ცხოვრების ამბები.

 

ასაკი

50 წლის ასაკის მერე იყო, როცა მსოფლიო მასშტაბის რაღაცების კეთებაზე დავიწყე ფიქრი. 2001 წელს პირველად მივეცი ინტერვიუ CNN-ს და ახლა რომ ვუყურებ ძველ ვიდეოებს, წლების მერე ბევრად ახალგაზრდულად გამოვიყურები. მას მერე საერთოდ აღარ დამჭირვებია წამალი. მამაჩემი 49 წლის ასაკში გულით გარდაიცვალა. ამან ჩემზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. 90-იანი წლები იყო, ბევრნაირი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ძალიან მოუმზადებლები. ამ დროს ეროვნული უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსად. ძალიან მაწუხებდა ჩემი ხალხის სასოწარკვეთილი მდგომარეობა და გადავწყვიტე რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ხალხს ამ მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. გადავწყვიტე მეჩვენებინა ყველასთვის, რომ რაც არ უნდა შეგკრან, როგორც არ უნდა შეგზღუდონ, შენ მაინც უნდა გაცურო და სასოება არ უნდა დაკარგო. მაშინ გამახსენდა ხელფეხშეკრული ცურვა რომ მასწავლა ლევან ბაბუამ ანაკლიაში. მაშინ ეს მართლა წარმოუდგენელი ამბავი იყო. 12 კილომეტრი ვიცურე 3 საათსა და 15 წუთში. ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხდებოდა, თანაც ამხელა სრუტე გადავცურე, ორ კონტინენტს – ევროპასა და აზიას შორის. დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია – მსოფლიოს ყველა მედიამ გააშუქა. ეს იყო ჩემთვის მაშინ მოტივაცია, ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ რაც არ უნდა რთულ ვითარებაში იყო, მაინც უნდა იმოძრაო და მაინც გამარჯვებაზე იფიქრო. იმ დროს გინესის რეკორდზე სულ არ მიფიქრია. მერე უკვე ჩავერთე მთლიანად ამ სპორტში, მერე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. თუ ივარჯიშებთ, თქვენც გააკეთებთ. ეს მოტივაციაზე, სურვილსა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული. 80 წლის რომ გავხდები, ზამთრის ცურვაში ისევ მინდა მონაწილეობის მიღება და ვეცდები, კიდევ გავიმარჯვო. არ ვფიქრობ ასაკზე. ლამაზ ქალს რომ დავინახავ, ახლაც გამირბის თვალი. ახლა მედიცინა ისე განვითარდა, 100 წელსაც შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა.

 

 

რეჟიმი

საღამოს 22:30 საათზე უკვე ვიძინებ, თუ კვარაცხელიას თამაში არაა. ძირითადად, დილით ვვარჯიშობ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აუზზე უფასოდ შემიძლია ვიცურაო, მაინც ლისის ტბაზე ვცურავ. დავრბივარ, მერე ველოსიპედით სიარული და ბოლოს ცურვა. ახლა არაფრით არ შეიძლება ლისის ტბაზე ცურვის გაცდენა. ტემპერატურის ცვლილებას ხომ უნდა ავყვე, მე ხომ ყველა სეზონზე ვცურავ, ყოველდღე. ორგანიზმი დაბალ ტემპერატურას უნდა შეეჩვიოს. ზაფხულში 2-3 კილომეტრს ვცურავ, ამ სეზონზე – მხოლოდ კილომეტრს. ნოემბერ-დეკემბერში 200-300 მეტრს. როცა ტბა იყინება, ვეღარ ვცურავ, ამიტომ ჩავტეხ ხოლმე, ჩავყურყუმალავდები. ზამთარში კუს ტბაზე ვინაცვლებ, იქ უფრო ადვილია სიღრმის მოძებნა ყინულის ჩასატეხად და წყალში ჩასასვლელად. მე ხომ ზამთრის ცურვაში მივიღე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა, ამიტომ ეს რეჟიმი ჩემთვის აუცილებელია. თქვენც თუ შეეჩვევით ცივ წყალში ცურვას, ძალიან კარგი იქნება თქვენი იმუნური სისტემისთვის. ყინულჭრილში 4 წუთზე მეტხანს გაჩერება არ შეიძლება, 12 წუთზე სიკვდილი დგება. ისეთი ენერგიით აგავსებთ წყალი, გეგონებათ მთებს გადადგამთ.

ვარჯიშს რომ მოვრჩები, მერე ლექციები მაქვს, დოქტორანტები მყავს, სამეცნიერო შრომებს ვწერ. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს. ხანდახან წამიოცნებია, როდის დავბერდები, რომ წამოვწვე და ფილმს ვუყურო. ღმერთმა ჩემთვის ამდენი თავისუფალი დრო არ გაიმეტა, რომ „ვისაჩკაო“. სიკვდილი არ მადარდებს, სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პირველად ისტორიაში – ანა ვინტურმა “მეტ გალაზე” კარდაშიანების ოჯახის ყველა წევრი დაპატიჟა

#OK! პირველად ისტორიაში – ანა ვინტურმა “მეტ გალაზე” კარდაშიანების ოჯახის ყველა წევრი დაპატიჟა

May 2, 2022
#OK! Chateau Artwine – გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი

#OK! Chateau Artwine – გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი

November 3, 2021
#OK! ბურგერებისა და ჯანსაღი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი  „იბის თბილისი სტადიუმში“

#OK! ბურგერებისა და ჯანსაღი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი „იბის თბილისი სტადიუმში“

September 5, 2021
#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

March 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

July 3, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები