• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

OK! სუფთა სამყარო – კომპანია, რომელიც სუფთა გარემოს ქმნის

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

„სუფთა სამყარო“ შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დასუფთავების სერვისზე, ფაქტობრივად, არ იყო მოთხოვნა. წლების შემდეგ კი საზოგადოებამ დაინახა აღნიშნული სერვისის აუცილებლობა. კომპანია უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს დასუფთავების სფეროში და საზოგადოებას ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. უფრო ვრცლად „სუფთა სამყაროს“ სერვისების შესახებ კომპანიის დამფუძნებელი აპოლონ გოლეთიანი გვესაუბრა.

როგორია „სუფთა სამყაროს“ შექმნის ისტორია?

18 წლის წინ დასუფთავების ერთადერთი მეთოდი გახლდათ ზედაპირული წმენდა, არანაირი ხსნარების გამოყენება და გენერალური დასუფთავება. ჩემი მიზანი იყო,  საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა დასუფთავების ხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალი კადრი, რომელმაც იცის ეს საქმე და, რაც მთავარია, უყვარს თავისი პროფესია. მინდოდა დასუთავების სფეროში ახალი სიტყვა მეთქვა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით და მომხმარებელს შევთავაზეთ ხარისხიანი სერვისი, რომელიც მუდმივად იხვეწება და ვითარდება.

გვესაუბრეთ უფრო ვრცლად სერვისზე…

მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი ფართის, შენობის, ოფისის, სავაჭრო თუ სხვა სივრცეების პროფესიონალურ დასუფთავებას, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ, ექსპრეს, გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას.

საქართველოში უფრო მოთხოვნადია გენერალური და რემონტის შემდგომი დასუფთავება.

გენერალური დასუფთავების დროს სუფთავდება ისეთი მიუდგომელი ადგილები, როგორიცაა: ჭერები, მანათობლები, კარადის თავები, მაცივრის და ავეჯის უკანა ნაწილები, კონდიციონერები, გამწოვის ფილტრები და სხვ.

ექსპრესდასუფთავებაში შედის ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა თქვენი სახლის იდეალური სისუფთავისთვის.

ჩვენი სპეციალისტები ზუსტად შეარჩევენ საჭირო საწმენდ საშუალებებს სხვადასხვა ტიპის ზედაპირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს ტექნიკური მიმართულების ჯგუფი, რომელიც დასუფთავებამდე მიდის ადგილზე და შეისწავლის, თუ რა სამუშაოებს მოითხოვს ობიექტი, რამდენი დამლეგებელია საჭირო და სხვ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა დამლაგებელმა ზუსტად იცოდეს, რას, როდის და როგორ შეასრულებს. ეს კი უმაღლესი შედეგის გარანტია, რაც უდრის კმაყოფილ მომხმარებელს.

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

უპირველესად გამოცდილებით გამოვირჩევით. ასევე მუდმივად ვახდენთ ხარისხის მონიტორინგს. მომხმარებელს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ვეპყრობით. თავის მხრივ, ეს ყველაფერი მომხმარებლის ნდობას განაპირობებს.

ასევე, გამოგვარჩევს პროფესიონალთა გუნდი, რომლისთვისაც სისუფთავის სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გარდა ამისა, ჩვენს კომპანიას აქვს ტრენინგცენტრი, რომელიც ამზადებს თანამშრომლებს, ასწავლის და აცნობს ამ სფეროში არსებულ ინოვაციებს. ჩვენ არ ვერიდებით, ქართულ ბაზარზე ვიყოთ ინოვატორები და შემდეგ უკვე სხვები გვბაძავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს facebook და youtube გვერდებზე ვდებთ ვიდეობლოგებს, რომელიც ძალიან პოპულარულია, ბევრი ადამიანი ნახულობს და ჩვენს თანამშრომელთან ერთად სწავლობს დალაგებას.

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „სუფთა სამყაროს“ ქმნის…

უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთულია პროფესიონალი კადრის პოვნა. მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ადამიანებს ეთაკილებოდათ ეს პროფესია – „მიჭირს და ფული არ მაქვს“, თითქოს თავს იმართლებდნენ. დღეს ეს მიდგომა შეცვლილია, რაც მახარებს. „სუფთა სამყარო“ დასაქმებულებს სთავაზობს ამ სფეროში არსებულ საშუალო ტარიფებზე საკმაოდ მაღალ ხელფასებს. ამით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს პროფესია არის დასაფასებელი და არ არის სათაკილო, იყო დამლაგებელი.

ჩვენთან დასაქმებულები ცდილობენ იდეალურად სუფთა და კომფორტული გარემო შეუქმნან ადამიანებს.

 

 

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს სფერო?

უპირველესად, საზოგადოებამ უნდა დააფასოს ეს პროფესია. გაითავისოს, რომ დასუფთავების სფერო ითხოვს უდიდეს შრომას, რომელიც შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდეს. როცა ეს ყველაფერი მოწესრიგდება, მაშინ სერვისის ხარისხიც გაიზრდება.

ასევე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში პროფესიული განვითარება და უცხოური გამოცდილების გაზიარება.

სამომავლო გეგმები…

გეგმები და იდეები დიდია, თუმცა ჯერ არ დავკონკრეტდები. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მომხმარებელს არაერთ სიახლეს და უფრო მეტ განვითარებას ვპირდებით.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა
OK! News

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის
OK! News

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტრენდული ფეხსაცმელები და აქსესუარები  SHOES PLAZA-სგან

#OK! ტრენდული ფეხსაცმელები და აქსესუარები SHOES PLAZA-სგან

April 4, 2021
#OK! BLACK BADGE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

#OK! BLACK BADGE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

July 18, 2022
#OK! ზუკა შონია

#OK! ზუკა შონია

March 6, 2022
#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილი დედა გახდა! მოდელს პირველი შვილი შეეძინა!

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილი დედა გახდა! მოდელს პირველი შვილი შეეძინა!

August 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები