• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სოციალური მეწარმეობა და CSR

March 28, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სოციალური მეწარმეობის გაგება:

სოციალური მეწარმეობის ერთიანი დეფინიცია არ არსებობს. ფართო გაგებით, სოციალური საწარმო არის კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სოციალური სარგებლის მომტან ეკონომიკურ საქმიანობას.

სოციალური მეწარმეობა არის დინამიკური ძალა, რომელიც აერთიანებს ბიზნესის მახვილგონიერებას მწვავე სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად.

სოციალური მეწარმეები პრობლემებს განიხილავენ არა როგორც დაბრკოლებებს, არამედ როგორც შესაძლებლობებს კრეატიული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს თემებზე. სოციალური საწარმო სოციალური ეკონომიკის ოპერატორია, რომლის მთავარი მიზანია სოციალური გავლენის შექმნა, ნაცვლად მფლობელებისთვის მოგების უზრუნველყოფისა. ის საქონელს ან მომსახურებას აწვდის სამეწარმეო და ინოვაციური გზით და მოგებას, უპირველეს ყოვლისა, იყენებს სოციალური მიზნების მისაღწევად. ის იმართება გამჭვირვალედ, მაღალი პასუხისმგებლობით, თანამშრომელთა, მომხმარებელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

მაგალითად, TOMS Shoes-ი, დაარსებული ბლეიკ მიკოსკის მიერ, მუშაობს „ერთი ერთისთვის“ მოდელით. ყოველ გაყიდულ წყვილზე ფეხსაცმლის ჩუქებით.

 

 

ადგილობრივი თემების გაძლიერება:

სოციალური მეწარმეობა განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას მდგრადობის სოციალურ ზემოქმედებასთან შერწყმით. საუბარია ბიზნესმოდელის შექმნაზე, რომელიც არამხოლოდ თავს ინარჩუნებს, არამედ პოზიტიურ შედეგებს გამოიმუშავებს საზოგადოებისა და გარემოსთვის. საინტერესო ქეისია Grameen Bank, რომელიც დაარსდა მუჰამედ იუნუსის მიერ, იგი ასახავს მდგრადი სოციალური მეწარმეობის მაგალითს მიკროკრედიტის გაცემით გაღატაკებულ რაიონებში მეწარმეების გასაძლიერებლად. ამ გზით ფინანსური მდგრადობა დაბრკოლების გარეშე ერწყმის პოზიტიურ სოციალურ შედეგებს.

სოციალური მეწარმეები აქტიურად უერთიერთქმედებენ ადგილობრივ თემებთან, ხელს უწყობენ პრობლემების გადაჭრას თანამშრომლობით. ეს ინკლუზიურობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ერთობლივად შემუშავებას, რაც ასახავს იმ თემების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, რომლებსაც ისინი ემსახურებიან.

ამის ნათელი მაგალითია barefoot college, რომელიც დაარსდა ბუნკერ როის მიერ, აძლიერებს სოფლის საზოგადოებებს – ადგილობრივები, ხშირად სოფლის ბებიები, ეუფლებიან მზის პანელების გამოყენების ტექნიკას. ეს მიდგომა არამხოლოდ ეხება ენერგეტიკულ გამოწვევებს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ საზოგადოებებს კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

 

 

ურთიერთობა სოციალურ მეწარმეობასა და CSR-ს შორის:

სოციალური მეწარმეობა და CSR აერთიანებს საერთო მისიას – მოახდინოს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობა ამას აღწევს ინოვაციური ბიზნესმოდელების მეშვეობით, CSR ხაზს უსვამს პასუხისმგებელი პრაქტიკის ინტეგრირებას ტრადიციულ ბიზნესსტრუქტურებში. ისინი ერთად აძლიერებენ პოზიტიური ცვლილებების პოტენციალს. მაგალითად, ანიტა როდიკის მიერ დაარსებული Body Shop-ი წარმოადგენს სინერგიას სოციალურ მეწარმეობასა და CSR-ს შორის. კომპანია იყო პიონერი მსგავსი სინთეზისა, სადაც გაერთიანდა ბიზნესი და ეთიკა. რაც გამოიხატება გარემოსდაცვით ღირებულებებზე დაყრდნობით მოპოვებული ნედლეულით პროდუქტის წარმოებაში. შეიძლება ითქვას, მოხდა ბიზნესპრაქტიკის გათანაბრება სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ვალდებულებასთან.

სოციალურ მეწარმეობასა და CSR-ს შორის ურთიერთქმედება პასუხისმგებლობისადმი მათ დამატებით მიდგომებშია. მიუხედავად იმისა, რომ CSR ორიენტირებულია პასუხისმგებელი პრაქტიკის ტრადიციულ ჩარჩოებში ჩანერგვაზე, სოციალური მეწარმეობა აფართოებს პასუხისმგებლობის განმარტებას საზოგადოების გამოწვევების გადასაჭრელად ახალი, გავლენიანი გზების აქტიური მოძიებით.

მაგალითად Patagonia, ცნობილი გარე ტანსაცმლის კომპანია, აერთიანებს CSR ინიციატივებს სოციალურ სამეწარმეო აზროვნებასთან. კომპანია არამხოლოდ ეწევა მდგრად პრაქტიკებს, არამედ მოუწოდებს მომხმარებლებს, შეაკეთონ და გადაამუშაონ თავიანთი ტანსაცმელი, რასაც წვლილი შეაქვს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაში.

სოციალური მეწარმეობა და CSR ერთად ხდებიან ტრანსფორმაციული აგენტები, რომლებიც განაპირობებენ სისტემურ ცვლილებებს. სოციალური მეწარმეები ინოვაციების საშუალებით არსებულ მოცემულობას ცვლიან, CSR ინიციატივების ბიზნესში ადაპტირება კი ხელს უწყობს პასუხისმგებელი და მდგრადი პრაქტიკის გავრცელებას.

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები