• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ახალი წელი, პირველ რიგში, უგემრიელეს სუფრასთან, ქართულ სტუმარმასპინძლობასა და ყველასთვის სასიამოვნო ტრადიციებთან ასოცირდება. ყველა ოჯახში საახალწლო სამზადისია, რაც წარმოუდგენელია კერძების საოცარი სურნელისა და არომატის გარეშე. თუმცა, ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ გადავტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რასაც შესაძლოა შემდგომში არასასურველი შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ და სხვა მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალი OK! ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა, რა შეიძლება იყოს სიმსუქნის განვითარების მიზეზები და რომელია მასთან ასოცირებული დაავადებები, რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი კვების რაციონი და როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი, როგორც ახალ წლამდე, ასევე ახალი წლის შემდეგ.

 

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებ.

მოგესალმებით, მე გახლავართ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და 10 წელია, რაც საექიმო პრაქტიკას ვეწევი. ჩემი ძირითადი საქმიანობაა შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისა და მასთან ასოცირებული გართულებების მართვა, რაზეც ბევრი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული. ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და ჩემი სადოქტორო თემის ნაწილიც მიძღვნილია სიმსუქნისა და მისგან გამოწვეული გართულებების მართვაზე.

 

რას მოიცავს ენდოკრინოლოგია?

ენდოკრინოლოგია მედიცინის შედარებით ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი დარგია. იგი შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას. მათგან გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. ენდოკრინოლოგი მართავს შაქრიან დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს, ჭარბ წონას და ა.შ.

 

 

რა არის სიმსუქნე და ძირითადად რა ასაკში გვხვდება ის?

ეს ის მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებასთან. სიმსუქნედ მიიჩნევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, ხოლო მორბიდული სიმსუქნეა >40კგ/მ2. სიმსუქნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ბავშვთა ასაკში დაწყებული ზრდასრულობამდე დასრულებული. ეს პრობლემა აღენიშნება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.

 

რა შეიძლება იყოს სიმსუქნის განვითარების მიზეზები და რომელია სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებები?

სიმსუქნის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს: გენეტიკა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა სახის მედიკამენტები, ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული და არაენდოკრინული დაავადებები.

სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გარკვეული ტიპის სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, ინსულტი, მეტაბოლური სინდრომი, უნაყოფობა.

 

 

რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი კვების რაციონი?

ჯანსაღი კვება გულისხმობს ორგანიზმისთვის საკვები ნივთიერებების რეგულარულად საჭირო რაოდენობით და ოპტიმალური თანაფარდობით მიწოდებას. ესენია: ცილები, ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, წყალი, მინერალები და ვიტამინები. უნდა მოვერიდოთ მაღალკალორიულ და არაჯანსაღ პროდუქტებს, როგორიცაა: ე.წ Fast food-ი, ჩიფსები, რაფინირებული შაქარი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ცხიმისა და მარილის მაღალი შემცველობა, საკონდიტრო ნაწარმი, გაყინული მზა პროდუქტები, სოსისები და ძეხვეული.

 

ახლოვდება ახალი წელი, რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს? როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი როგორც ახალ წლამდე, ასევე ახალი წლის შემდეგ?

როგორც ვიცით, ახალი წლის პერიოდი ყველაზე რთულია ამ მიმართულებით. ამ პერიოდში ხდება წონის მატება, ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ულუფების ზომის მართვით. შევეცადოთ ნაკლებად მივირთვათ მაღალკალორიული პროდუქტები. ვიკვებოთ ცოტ-ცოტა და ხშირად. ყველა საკვები ცოტ-ცოტა გავსინჯოთ, რომ შემდგომ არ გართულდეს მონელების პროცესი. ალკოჰოლიც წარმოადგენს კალორიულ პროდუქტს და შევეცადოთ ზომიერად მივირთვათ. რაც შეეხება ახალი წლის პერიოდის გავლის შემდეგ, აუცილებელია კალორიების შემცირება ბალანსირებული კვების დაცვით.

 

 

თქვენს მიდგომებსა და მეთოდებზეც გვიამბეთ.

მკურნალობის პერიოდში მრავალი პაციენტი გათავისუფლდა ჭარბი წონისგან და, ამასთან ერთად, ისწავლა მისი მართვა. ყოველთვის ვთავაზობ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის მეთოდს, სადაც მოიაზრება ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის მიერ კვლევის შედეგად შექმნილი ინდივიდუალური კვების მოდელი და ფიზიკური აქტივობა, სხვა დამხმარე დამატებით მკურნალობის მეთოდებთან ერთად. იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს სასურველი შედეგი, ყველა მასზე მორგებულ მიდგომას ვთავაზობ, იმის გათვალისწინებით, თუ რა ცხოვრების წესს ეწევა, რა უყვარს და ა.შ.

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

December 22, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ლედი გაგა 36 წლის გახდა – ყველაზე ექსცენტრიული პოპვარსკვლავის გზა MTV-ის ისტორიაში პირველ საპატიო ჯილდომდე

#OK! ლედი გაგა 36 წლის გახდა – ყველაზე ექსცენტრიული პოპვარსკვლავის გზა MTV-ის ისტორიაში პირველ საპატიო ჯილდომდე

March 28, 2022
#OK! პრინცები – ჰარი და უილიამი დედის საპატივცემულოდ ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ

#OK! პრინცები – ჰარი და უილიამი დედის საპატივცემულოდ ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ

April 5, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად Givenchy-ს ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! კიმ კარდაშიანი კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად Givenchy-ს ახალ კოლექციას არეკლამებს!

March 8, 2021

კვირის ჰიტები

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

December 24, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი

#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი

December 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები