• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ჟურნალი OK! უკვე მესამე წელია საზოგადოებას ქუთაისის გამორჩეულობაზე ესაუბრება. ამჯერად ჩემი სტატია შეეხება საკალათბურთო ქალაქს, რომელიც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამჭედლოა. თითქმის ყველა ძლიერი კალათბურთელი ხომ ამ ქალაქში აღიზარდა?!

ქუთაისის საკალათბურთო კლუბები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სხვადასხვა სახელით 1991 წლიდან მონაწილეობდნენ. „ქუთაისი-2010“-ის შექმნამდე კი ქალაქი 4 წლის განმავლობაში უგუნდოდ იყო. ქუთაისის ახალი კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში 2010 წელს წარმატებულად ჩაერთო და თავის პირველივე სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, მომდევნო სეზონში კი ეს შედეგი გაიმეორა. 2011 წელს დუდუ დადიანის სახელობის მემორიალზე გაიმარჯვა, 2012 წელს კი ეროვნული თასის ფინალში გავიდა, სადაც „სკ არმიასთან“ დამარცხდა.

ეს პირველი ნაბიჯებია კლუბის ისტორიაში, იმ კლუბის, რომელიც დღეს ძალიან წარმატებულია, ქუთაისის სიამაყეს წარმოადგენს და გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს. „ქუთაისი 2010“ სიძლიერეს, ლიდერობასა და გუნდურობას ყოველ ჯერზე ამტკიცებს, ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ – ჩემპიონი ხდება.

ჟურნალი OK! „ქუთაისი 2010“-ის მიღწევებისა და სამომავლო მიზნების შესახებ კლუბის დირექტორს, ტრისტან ჭაბუკიანსა და მთავარ მწვრთნელს, კონსტანტინე ტუღუშს ესაუბრა.

 

 

„ქუთაისი 2010“-ის დირექტორი ტრისტან ჭაბუკიანი

 

გაიხსენეთ „ქუთაისი 2010“-ის დაარსების ისტორია და გვიამბეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ამ გუნდის ხელმძღვანელობა?

იქიდან გამომდინარე, რომ აქ ძალიან ბევრი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი აღიზარდა, თამამად შეიძლება ქუთაისი საკალათბურთო ტრადიციების ქალაქად მივიჩნიოთ.

რაც შეეხება „ქუთაისი 2010“-ს, კლუბი 2010 წელს შეიქმნა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატს, სუპერლიგას თამაშობს და მთელ სუპერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია.

ამ გუნდის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ქუთაისი უდიდესი ისტორიის მქონე საკალათბურთო ქალაქია, კლუბი კი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი შედეგებით.

დღეისთვის რამდენად ხშირად იმართება თამაშები?

საქართველოში საკალათბურთო სეზონი ოქტომბრის დასაწყისში იწყება და მაისის ბოლოს მთავრდება. პირველი ტურნირი ოქტომბრის დასაწყისში იხსნება, საქართველოს ჩემპიონატი არის დუდუ დადიანის საკალათბურთო მემორიალი. ამის შემდეგ სუპერთასი თამაშდება, სუპერთასს თამაშობს საქართველოს თასის გამარჯვებული და სუპერლიგის ჩემპიონი გუნდი, რომლებიც სუპერთასისთვის იბრძვიან. იანვარში უკვე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი იწყება. შემდეგ საქართველოს თასში ვმონაწილეობთ და მერე, მაისის ბოლომდე, მთავარი ჩემპიონატი, სუპერლიგა გრძელდება.

ბოლო პერიოდის საინტერესო თამაში გაიხსენეთ.

ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო თამაშები გვქონდა. რა თქმა უნდა, გამოვარჩევ საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩს, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა და ყველაზე დაძაბული, გადამწყვეტი ბრძოლა თსუ-ს წინააღმდეგ „ქუთაისი 2010“-ის გამარჯვებით, 11-ქულიანი სხვაობით, დასრულდა. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო, სადაც ორჯერ თსუ დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა და შესანიშნავი შედეგიც მოიპოვა. სუპერლიგის ჩემპიონობას ისევ ქუთაისი ინარჩუნებს.

ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ნახევარფინალებიც საინტერესოდ ვითამაშეთ, ეს იმერული დერბი იყო, ზესტაფონის „მარგვეთს“ ვეთამაშებოდით და ძალიან კარგი თამაშები გვქონდა, 3:1 მოვიგეთ სერია. „მარგვეთთან“ ძალიან დასამახსოვრებელი ორი თამაში გამოგვივიდა.

საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის მთავარი მწვრთნელი, კონსტანტინე ტუღუში

 

 

როგორ ფიქრობთ, რა არის გუნდის წარმატების ფორმულა? აქვე, გვიამბეთ მიღწევების შესახებ.

გუნდის სელექციის დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოთამაშეების პიროვნულ თვისებებს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ სწორედ ამ თვისებების გამო, კარგი გარემო და ატმოსფეროა იმისთვის, რომ ჩვენი საქმე იდეალურად ვაკეთოთ. შესაბამისად, როგორც სტაფს, ასევე მოთამაშეებს, პასუხისმგებლობა ბოლომდე აქვთ გააზრებული. საწადელი მიზნის მისაღწევად ყველა მაქსიმალურს გავცემთ. იმ საერთო მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული, რასაც წარმატება ჰქვია და რასაც ჩემპიონობა შეიძლება ვუწოდოთ. მეგობრული გარემო ძალიან გვეხმარება, რომ გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომელიც სეზონის განმავლობაში გვხვდება, ეს იქნება უშუალოდ საკალთბურთო დაბრკოლება თუ ნებისმიერი ჩვენგანის პირადი პრობლემა. ვფიქრობ, სწორედ ეს თვისებები და ეს გარემო გვეხმარება, რომ ჩვენი საქმე კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთოთ და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ვიყოთ.

„ქუთაისი 2010“-ის არსებობის ისტორიაში, კლუბს საქართველოს სუპერლიგის ოთხი მოგება აქვს, ასევე ოთხი ვერცხლის მედლის მფლობელია, ხუთჯერ არის საქართველოს თასის მფლობელი, ქორქია-საკანდელიძის მემორიალი ხუთჯერ აქვს მოგებული, დუდუ დადიანის მემორიალი კი სამჯერ, საქართველოს სუპერთასის მფლობელია ოთხჯერ.

როგორია დღევანდელობა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

წლევანდელ წელს უკვე მოგებული გვაქვს საქართველოს თასი, ასევე სუპერთასი, სუპერლიგის ჩემპიონი ვართ. „ქუთაისი 2010“ ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ გავხდით ჩემპიონი. ჩვენი მეტოქე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახლდათ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური და ძლიერი მეტოქე გვყავდა, ჩვენ გვჯეროდა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და ვიცოდით, რომ არავინ დააკლებდა ძალ-ღონეს იმისთვის, რომ ეს მიზანი აგვესრულებინა და კიდევ ერთხელ, ანუ მეოთხედ გავმხდარიყავით საქართველოს ჩემპიონები. თამამად შეგვიძლია ეს წელი ზეწარმატებულად შევაფასოთ.

გუნდის მწვრთნელობის მთავარი სპეციფიკა რა არის?

მწვრთნელობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული სპეციალობაა, განსაკუთრებით გუნდური სპორტის მწვრთნელობა. რთული, მაგრამ ამავდროულად, საინტერესოც და მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღიური შეხებით უნდა გრძნობდე იმ პულსაციას, რომლის გულისცემითაც კლუბი საზრდოობს, ამ გამოწვევებს სწორი პასუხი ყოველდღიურად უნდა გასცეს. არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენად კარგად გამომდის, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გუნდის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრის შესაფასებელი იქნება.

რას ეტყვით ქუთაისელ გულშემატკივარს?

არაერთხელ გვითქვამს, თუ რა დიდ როლს ასრულებს ჩვენი გულშემატკივარი. მათი თანადგომა ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. მთელი სეზონის განმავლობაში სწორედ ამისთვის ვიბრძოდით, რომ მოედნის უპირატესობა მოგვეპოვებინა და საშინაო კედლებში გვეთამაშა ის მნიშვნელოვანი თამაშები, რომელიც გადაწყვეტდა გამარჯვებულის ვინაობას იმავე პლეიოფში, შესაბამისად, სუპერფინალში.

ჩვენი გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ გვერდით დაგვიდგნენ, გვიქომაგონ, ჩვენთან ერთად ინერვიულონ და საერთო ჯამში ვეცდებით, ერთად გავიხაროთ. მადლობა მათ ამ წლების განმავლობაში გვერდით დგომისთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩვენთან ერთად იქნებიან.

კალათბურთის მხრივ, როგორია დღევანდელი სიტუაცია საქართველოში?

ვფიქრობ, რომ ქართული კალათბურთი ვითარდება. გვყავს საკმაოდ ძლიერი ეროვნული ნაკრები, რომელიც წარმატებას აღწევს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მეექვსედ მოახერხა, ამიტომ ფაქტია, რომ ქართველებს კალათბურთის თამაში შეუძლიათ. დაინტერესება დიდია. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაიზრდება და სპორტის ამ სახეობით მეტი ბავშვი დაკავდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და საქართველოს საკლუბო დონეზეც გვექნება წინსვლა.

ჩემი აზრით, სუპერლიგა წლიდან წლამდე ვითარდება. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ წინ. ყოველ შემთხვევაში, ტენდენცია ნამდვილად დადებითია და საქართველოში კალათბურთი ძალიან პოპულარულია.

 

 

„ქუთაისი 2010“-ის მიზნები და სამომავლო გეგმები…

ეს კლუბი წარმოადგენს ქუთაისს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქალაქია. აქ კალათბურთი ძალიან უყვართ და ამავდროულად, შესანიშნავად ესმით. მე მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქუთაისი 2010“ სტაბილურად წარმატებული გუნდია, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და მიღწევასაც ძალიან ხშირად ახერხებს. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია არ დაირღვევა და „ქუთაისი 2010“ წინსვლასა და წარმატებების მოპოვებას განაგრძობს.

ჩვენს მთავარ გეგმას და მიზანს საქართველოს ჩემპიონობა წარმოადგენდა. ახლა უკვე, მოგების შემდეგ, ევროტურნირებში მონაწილეობის მიღების შანსი კიდევ ერთხელ გვეძლევა, რაც ვფიქრობ, კალათბურთის განვითარებისა და ჩვენი გუნდის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენი კლუბი თავის არსებობის ისტორიაში ევროტურნირებში მონაწილეობდა. დიდი გამოცდილება მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში სწორედ ეს მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება…

ტექსტი:  მარიამ ირემაძე

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! მოდის ინფლუენსერმა კიარა ფერანიმ “დევიდ კომას” სამოსი მოირგო

#OK! მოდის ინფლუენსერმა კიარა ფერანიმ “დევიდ კომას” სამოსი მოირგო

January 31, 2022
#OK! ნინო ჩიკვაშვილის „პროგრესი“ – პროგრესული სკოლა მომავალი თაობების განვითარებისთვის

#OK! ნინო ჩიკვაშვილის „პროგრესი“ – პროგრესული სკოლა მომავალი თაობების განვითარებისთვის

May 5, 2022
#OK! საქართველო ხორბლის წარმოშობის უმთავრესი კერაა

#OK! საქართველო ხორბლის წარმოშობის უმთავრესი კერაა

September 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! Friend’s Events Group –  კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

#OK! Friend’s Events Group – კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

July 12, 2025
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები