• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! ბათუმის სტუმარი აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძეა, ძლიერი ქალი, რომელიც გამორჩეული ლიდერობით  არაერთი ქალბატონისთვის მაგალითია. მისი გზა არის თავდადების, პროფესიონალიზმისა და სტრატეგიული ხედვის გზა, გზა, რომელმაც უამრავ ქალს მისცა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ სივრცე, სადაც შეიძლება განვითარდნენ, შექმნან და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ეკონომიკაში.

გურანდა გოგიტიძე დღეს წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც აერთიანებს ქალ მეწარმეებს, ქმნის თანამშრომლობის რეალურ პლატფორმებს და აძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას. მისი მისია მნიშვნელოვანია – ქალი უნდა იყოს ხილული, ძლიერი და ეკონომიკაში გავლენიანი.

 

რას ნიშნავს ეს თქვენთვის – იყო აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე?

მოცემული პოზიცია პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ძალას და მოტივაციას ვემსახურო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მიზანს – ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ეს როლი ნიშნავს ნდობას, რომელსაც ძლიერი, საკუთარი საქმით წარმატებული ქალები მანიჭებენ. ამასთან, იყო აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფუნქციურადაც არის ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია, რომელიც მათი ბიზნესების განვითარებას, საჭირო რესურსებზე წვდომის გაუმჯობესებას და რეგიონული ეკონომიკის გაჯანსაღებას ემსახურება.

 

მოგვიყევით ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებითა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და რომელმაც ქალთა გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა.

ფორუმი შედეგებზე ორიენტირებული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორს და ყოველწლიურად ქმნის რეალურ პარტნიორობებსა და ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობებს.

 

რამდენად ადასტურებს აღნიშნული ფორუმი, რომ ქალ მეწარმეთა შესაძლებლობები და ხედვა ეკონომიკური წინსვლაში მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა?

ფორუმის შედეგები – ახალი თანამშრომლობები, გაფართოებული ქსელები, წამოწყებული პროექტები – პირდაპირ მიუთითებს, რომ ქალ მეწარმეებს აქვთ პრაქტიკული ხედვა და პოტენციალი, რომელიც ეკონომიკურ დინამიკას აჩქარებს.

 

როგორ შეაფასებდით ქალების დღევანდელ როლს ეკონომიკურ საქმიანობაში?

ქალები დღეს აქტიურად ქმნიან პროდუქტს და მომსახურებას, ზრდიან ბაზრის მრავალფეროვნებას და ამყარებენ სტანდარტებს ხარისხსა და პასუხისმგებლობაზე. მათი წილი რეგიონის ეკონომიკურ სტრუქტურაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

 

ბოლო წლებში – რა პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით?

გაიზარდა ქალ მეწარმეთა რაოდენობა და სარეგისტრაციო სუბიექტები, გაიზარდა მათი წვდომა საბანკო და საგრანტო რესურსებზე, გაძლიერდა პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების პროგრამები, ჩამოყალიბდა უფრო სტაბილური ბიზნესქსელები.

 

რა არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომელსაც ქალი მეწარმეები აწყდებიან?

ფინანსურ რესურსებზე წვდომის სირთულე, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის საჭიროება და პროფესიული კადრების დეფიციტი. ამასთან, გამოწვევად რჩება ბაზრის კონკურენტუნარიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნა.

 

რა პოლიტიკის გატარება და რა პროგრამების დანერგვაა საჭირო ქალების ეკონომიკური ჩართულობის ზრდისთვის?

ფინანსური წვდომის მექანიზმების დახვეწა, ციფრული უნარების პროგრამების გაძლიერება, რეგიონული ბიზნეს-ინკუბატორების შექმნა, ტექნოლოგიური, ინოვაციური და სტარტაპ-პლატფორმების ხელმისაწვდომობის ზრდა, მენტორობისა და პროფესიული მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება, საჯარო-კერძო სექტორის პარტნიორობის გაძლიერება.

 

როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად?

საჭიროა ერთობლივი საგრანტო და სასწავლო პროექტები, ბაზრის კვლევებისა და ბიზნესინფორმაციის გაზიარება, ასევე ბიზნეს-პარტნიორობების ხელშემწყობი ღონისძიებების გაფართოება.

 

როგორ აისახება ქალთა ეკონომიკური აქტიურობა ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ზრდაზე?

ქალთა ჩართულობა ზრდის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას და ქმნის მრავალპროფილურ ბიზნეს სექტორებს, რაც პირდაპირ ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ პროდუქტიულობას.

 

რა გამოცდილება დაგიგროვდათ ქალი მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერის პროცესში?

მთავარი გამოცდილებაა ის, რომ სწორი მენტორობა, დაგეგმილი რესურსი და სანდო პარტნიორობა ქალ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად გადაიზარდონ სტაბილურ ბიზნესებში.

 

რომელი უნარები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ეკონომიკაში ქალებისთვის?

ფინანსური ანალიზი, ციფრული და ტექნოლოგიური კომპეტენციები, მარკეტინგი, სტრატეგიული დაგეგმვა და მენეჯმენტი.

 

 

საკმარისია თუ არა პროფესიული გადამზადების არსებული პროგრამები ქალებისთვის?

მიმდინარე პროგრამები მნიშვნელოვანი ბაზაა, თუმცა საჭიროა უფრო პრაქტიკულზე ორიენტირებული, გრძელვადიანი და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფორმატების განვითარება – განსაკუთრებით რეგიონში.

 

რას ეტყოდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას?

საბაზისო ცოდნა, ენერგია და პასუხისმგებლობა მათი ყველაზე დიდი კაპიტალია. მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყონ, ისწავლონ და შექმნან პროფესიული ქსელი.

 

რა არის ქალების ყველაზე ძლიერი პოტენციალი ეკონომიკაში?

მყარი ორგანიზებულობა, ხარისხზე ორიენტაცია, სტრატეგიული ფიქრი და მაღალი პასუხისმგებლობა.

 

რა გზამ მიგიყვანათ იქამდე, რომ დღეს ახდენთ სხვა ქალების შთაგონებას და მათ გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობთ?

 

სტრატეგიულმა მუშაობამ, დისციპლინამ, სწავლებამ და ქალებთან მუდმივმა კომუნიკაციამ ჩამოაყალიბა ხედვა, რომელიც დღეს უკვე ასოციაციის განვითარებაშია ასახული.

 

რით ამაყობთ ყველაზე მეტად თქვენი, როგორც ქალი ლიდერის გზაზე?

იმით, რომ ასოციაცია არის პლატფორმა, რომელიც რეალურ ცოდნას, ინსტრუმენტებს და შესაძლებლობებს აძლევს ქალებს და მათი წინსვლა უკვე ასახულია რეგიონულ ეკონომიკაში.

ჟურნალ OK! ბათუმის  საშუალებით საზოგადოება კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს ასოციაციის წევრ ძლიერ ქალბატონებს, რომლებიც სამაგალითო სიტყვას ამბობენ სხვადასხვა სფეროში. თქვენი აზრით, რამდენად ისმის დღეს ქალის ხმა აჭარაში? ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა  ბიზნესში, საზოგადოებრივ ინიციატივებში და განვითარების პროცესებში. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ხმა არა მხოლოდ ისმოდეს, არამედ გადაწყვეტილებებშიც აისახოს.

ასევე გაეცანი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…
OK! ბათუმი

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები
OK! ბათუმი

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა
OK! ბათუმი

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები
OK! ბათუმი

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯოშ დუჰამელი და ოდრა მარი დაქორწინდნენ (ფოტოები)

#OK! ჯოშ დუჰამელი და ოდრა მარი დაქორწინდნენ (ფოტოები)

September 12, 2022
#OK! “არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

December 30, 2022
#OK! განხეთქილება ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის ტანსაცმლის გამო დაიწყო

#OK! განხეთქილება ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის ტანსაცმლის გამო დაიწყო

February 6, 2023
#OK! ვინ არის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი სამეფო ოჯახში? მეცნიერების დასკვნა და პროცენტული მაჩვენებლები

#OK! ვინ არის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი სამეფო ოჯახში? მეცნიერების დასკვნა და პროცენტული მაჩვენებლები

October 31, 2021

კვირის ჰიტები

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

December 17, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები