• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! პოპულარული ქართული კულინარიული ბლოგები

March 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

პანდემიის დროს მოწოდებამ „დარჩით სახლში“ ბევრი მოყვარული კულინარი გამოავლინა. კულინარია ტრენდული ჰობი გახდა და ამას სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო ხელი. ინსტაგრამზე თუ Facebook-ზე არაერთი კულინარიული ბლოგი და ჯგუფი შეიქმნა − თითქოს ასე უფრო მარტივი გახდა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება და კულინარიული შედევრების ერთმანეთთან გაზიარება. OK! გაგაცნობთ რამდენიმე კულინარიულ ბლოგს და მის შემქმნელებს.

Home cooking adventures – Facebook-ჯგუფია,სადაც ქართველი და უცხოელი მოყვარული კულინარები ერთმანეთს უზიარებენ საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს.

(ნინო ჩხიკვიშვილი): „ზოგადად, ყოველთვის მიყვარდა კულინარია და მზადება, პანდემიის პერიოდში კი უფრო ხშირად ვამზადებდი სხვადასხვა კერძს, რადგან გაცილებით მეტი დრო მქონდა. შემდეგ უკვე გამიჩნდა სურვილი შემექმნა სივრცე, სადაც კულინარიაზე შეყვარებული ადამიანები გაუზიარებდნენ ერთმანეთს თავის გამოცდილებას, ახალ და საინტერესო რეცეპტებს.

 

რა მოლოდინი გქონდათ და რა მოგცათ ჯგუფმა? 

მოლოდინი მქონდა, რომ ნელ-ნელა შევკრებდი ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც კულინარიის სიყვარული აერთიანებთ და ყველა ერთად გავიხალისებდით პანდემიის პერიოდს. არ მქონია არანაირი გათვლა, მიმეღო აქედან რაიმე სარგებელი, მიზანი იყო მხოლოდ ბევრი კარგი რეცეპტი და კარგი ხალხი ერთად. ჯგუფმა მოლოდინს გადააჭარბა − ბუმი იყო, ძალიან მოკლე დროში ჯგუფს დაემატა უამრავი ადამიანი, და რაც მთავარია, ყველა იყო აქტიური. აღმოჩნდა, რომ პანდემიამ გამოაჩინა უნიჭიერესი სახლის მზარეულები. მართლა აღფრთოვანებული ვუყურებდი გაზიარებულ ფოტოებს, ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც ასე საოცრად ამზადებს. ვერ ვასწრებდი პოსტების დადასტურებას. თავიდან მართლა 24 საათი ტელეფონში მქონდა თავი, მინდოდა ჯგუფში გაზიარებულიყო ხარისხიანი კონტენტი, არ ჰქონოდა ადგილი უაზრო კამათს, ნეგატივს და არათემატურ კომენტარებს. ამის შექმნას დროის ძალიან დიდი რესურსი დავუთმე, თან დღემდე მხოლოდ მე ვარ ადმინი. რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო შრომამ. ნებისმიერი ჯგუფის წევრს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ მსგავსი დადებითი კულინარიული ჯგუფი ამ სივრცეში არ არსებობს. ჯგუფმა გამაცნო და აღმომაჩენინა ძალიან ბევრი საინტერესო და საყვარელი ადამიანი. ოჯახივით ვართ − ეს ყველაზე ფასეულია, რაც ჯგუფმა მომცა.

ვიცით, რომ ჯგუფში უცხოელებიც არიან გაწევრიანებული. რამდენად აქტიურობენ?

თავიდან, ჯგუფი რომ შევქმენი, დიდი სურვილი მქონდა ქართველებთან ერთად უცხოელებსაც ეაქტიურათ. მინდოდა ჯგუფში მეკითხა პასტის რეცეპტი და პირდაპირ იტალიელისგან მიმეღო რჩევა… სამწუხაროდ, ასე ვერ აქტიურობენ უცხოელი წევრები, რადგან ძირითადი კონტენტი მაინც ქართულია და ვერ მოვთხოვ ადამიანებს ორენოვანი რეცეპტები აზიარონ მხოლოდ, თუმცა არიან უცხოელი წევრები, რომლებიც აქტიურობენ კიდეც და პოსტებსაც ათავსებენ.

 

რა არის კულინარია თქვენთვის ?

კულინარია უკვე არის ის, რის გარეშეც ჩემი ცხოვრება აღარ წარმომიდგენია, ჯგუფის შექმნის შემდეგ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობი ამ სფეროში და სულ იმას ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად როგორ შემიძლია დავუკავშირო ჩემი თავი და საქმე კულინარიას. ჩემთვის ეს არის სფერო, რომელიც საშუალებას გაძლევს მიიღო და გაცე ულევი სიხარული და დადებითი ემოციები, მაგარი რამეა.

ყველაზე ხშირად ვისთვის ამზადებთ?

ყველაზე ხშირად კი ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ვამზადებ.მყავს ქმარი და ორი შვილი, ვცხოვრობთ ვერაზე იტალიურ ეზოში, სულ სტუმრიანობაა ჩვენ სახლში და საღამოს დაღლილი რომც ვიყო, ერთადერთი, რაც არ მეზარება არის ნებისმიერი რაოდენობის ადამიანების გამასპინძლება. მიყვარს ძალიან მზადების პროცესი და ვგიჟდები შემდეგ შედეგზე, ყველა რო მოდის და გეუბნება რა გემრიელი იყო,შემდეგ კმაყოფილს ტკბილად მეძინება.

სამომავლო გეგმები.

ამ ჯგუფმა მასწავლა ძალიან ბევრი ახალი და რაც მთავარია, საინტერესო რეცეპტი, შემძინა ახალი საქმე. პროფესიით მსახიობი და ფროდაქშენ-მენეჯერი ვარ. არც მიფიქრია, რომ კულინარია, ჰობის გარდა, შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი საქმიანობის სფერო. უამრავი პროექტი გავაკეთე ამ პერიოდში ჯგუფთან ერთად და დაგეგმილი მაქვს გაცილებით მეტი ახალი პროექტი. იდეები მოდის და მოდის.

ასევე გაეცანი

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის
Gastro

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის
Gastro

#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის

March 11, 2023
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

March 11, 2023
#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
Gastro

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

March 11, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! შეიძინე Kohi.ge-ს კოტეჯი თიბისი ლიზინგით

#OK! შეიძინე Kohi.ge-ს კოტეჯი თიბისი ლიზინგით

October 31, 2022
#OK! TONIN CASA თბილისშია

#OK! TONIN CASA თბილისშია

June 5, 2021
#OK! ანია ტეილორ-ჯოი და მეთ სმიტი: წყვილი ვენეციის კინოფესტივალზე!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი და მეთ სმიტი: წყვილი ვენეციის კინოფესტივალზე!

September 7, 2021
#OK! 48 წლის ჰაიდი კლუმის და მისი 17 წლის ქალიშვილის გლამურული გამოჩენა Dolce & Gabbana-ს “ალტა-მოდას” პრეზენტაციაზე

#OK! 48 წლის ჰაიდი კლუმის და მისი 17 წლის ქალიშვილის გლამურული გამოჩენა Dolce & Gabbana-ს “ალტა-მოდას” პრეზენტაციაზე

September 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

March 29, 2023
#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

March 28, 2023
#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

March 30, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×