• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! COSNATURE − ეფექტიანი და უსაფრთხო ფორმულების იდეალური კომბინაცია, ექსკლუზიურად „იმპექსში“

July 9, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თანდათან კარგავს აქტუალობას, რადგან თანამედროვე საჭიროებებს მორგებული კოსმეტიკა უსაფრთხო და ამასთანავე ეფექტურ თავის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს. სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე ტენდენციის მხარდამჭერია სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“, რომელიც პარაფარმაციის პრიორიტეტულ მიმართულებად ორგანულ და ნატურალურ კოსმეტიკას ირჩევს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებულ ბრენდებს სთავაზობს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი ექსკლუზიური ბრენდებიდან ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი Cosnature-ია, რომელიც 1980 წლიდან წარმოებს გერმანიაში და წარმატებით დამკვიდრდა ევროპის ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის ეფექტიანი და ბუნებრივი კოსმეტიკა.

ბრენდის არსი ეფუძნება ხედვას, რომ ბუნება ჩვენს სხეულს, კანსა და თმას აძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის. გერმანული ბრენდი მიზნად ისახავს 100%-ით ეფექტიანი ბუნებრივი კოსმეტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, Cosnature მომხმარებელს სთავაზობს ხარისხისა და ეფექტურობის იდეალურ კომბინაციას.

Cosnature-ის პროდუქტები იქმნება მუდმივი კვლევებისა და ინოვაციების შედეგად. მოვლის საშუალებები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ქიმიური ინგრედიენტების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით, გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, არ ნიღბავს კანის ნაკლოვანებებს დროებითი შემავსებლებით და ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგზე. Cosnature-ის პროდუქციის ფორმულები წარმოდგენილია ძლიერი ბიოაქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც მოქმედებს უჯრედულ დონეზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახები სარგებელი მოაქვს.

Cosnature-ის ბრენდი სრულად ეკომეგობრულია, მისი შეფუთვები გადამუშავებადი და ბიოდეგრადირებადია. პროდუქცია არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს და არ იტესტება ცხოველებზე. ბრენდი ფლობს ვეგანური და ორგანული კოსმეტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, Cosnature-ის ორგანული და ნატურალური პროდუქტები საუკეთესო შესაძლებლობაა იგრძნო თავი ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში.

Cosnature გვთავაზობს სახის, სხეულის, თმის, პირის ღრუსა და მამაკაცის მოვლის ფართო ასორტიმენტს. პროდუქციის შემადგენლობაშია ისეთი სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა წყლის შროშანი − ცნობილი მცენარე ჩინურ მედიცინაში, რომელსაც აქვს ლოტოსის ეფექტი. ამშვიდებს კანს, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს სახის ფერს. წყლის შროშანი Cosnature-ის შრატისა და დამატენიანებელი კრემ-გელის მთავარი ინგრედიენტია, რომელიც ნორმალურ და მშრალ კანზე შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ასაკსაწინააღმდეგო შრატებსა და დამატენიანებლებში გერმანული ბრენდი Cosnature იყენებს გამორჩეულ და ეფექტიან ინგრედიენტებს, როგორიცაა ბროწეულის თესლის ორგანული ზეთი, ჰიალურონის მჟავის სამმაგი კომპლექსი და E ვიტამინი, რომელიც ამცირებს ნაოჭებს და აღადგენს კანს. ის ასევე გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისათვის Cosnature გვთავაზობს ცირტუსისა და ჰამამელისის ეგზოტიკურ კომბინაციას, რომელიც ამშვიდებს და ეფექტურად ატენიანებს კანს. Cosnature-ის თავის მოვლის ასორტიმენტში შევხვდებით ძალიან პრაქტიკულ, სამი ერთში პროდუქტს ლიმონის სასიამოვნო ექსტრაქტით, რომელიც იდეალურად ასუფთავებს სახის კანს დაბინძურებისგან, მკვდარი უჯრედებისგან და ზედმეტი ცხიმისგან. აშორებს მაკიაჟს, მსუბუქი, ჰაეროვანი ქაფი კი აჯანსაღებს და აცოცხლებს კანს.

ტუჩის მოვლას, Cosnature-ის სახის მოვლის პროდუქტებს შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტუჩებზე კანი თხელი და მგრძნობიარეა, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით ძალიან ცხელ და ცივ სეზონზე, როდესაც კანი ადვილად შრება, უხეშდება და სკდება. მნიშვნელოვანია, რომ ბალზამი არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად მოხვდება პირის ღრუში. Cosnature-ის ჰიგიენური ტუჩსაცხები უსაფრთხო ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. წითელი ხილის, კალენდულას და ვარდის ზეთზე დამზადებული საცხები ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს ტუჩებს, ანიჭებს ბზინვარებას, სილამაზეს და ჯანსაღ იერს.

მავნე ქიმიკატებმა და ამინდმა შესაძლოა დააზიანოს არა მარტო ტუჩები, არამედ ხელის კანიც. სახის კანთან შედარებით, ხელის კანი შეიცავს 5-ჯერ ნაკლებ წყალს და უფრო თხელია, ამიტომ ხშირად მშრალი და გაუწყლოებულია. რეკომენდებულია მცენარეული ზეთების შემცველი საცხების გამოყენება, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ხელის კანის სტრუქტურაზე. Cosnature-ის ხელის საცხები სწორედ ორგანული ზეთების ფორმულებზეა დამზადებული − გულყვითელას, ყაყაჩოს, კანაფის, ავოკადოსა და ლაიმის ზეთებს დამატებული შიის კარაქი ხელის კანს ხავერდოვან ეფექტს ანიჭებს.

Cosnature-ის ტანის მოვლის საშუალებებიც უნიკალურ და ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებზეა დამზადებული. ორგანული ჰიბისკუსის ყვავილის ექსტრაქტისა და ატმის კურკის ზეთების შემადგენლობით, შხაპის ქაფი რბილად წმენდს და უნარჩუნებს კანს ტენიანობას.

Cosnature მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლისთვის გვთავაზობს ტანის კარაქს ციტრუსის სასიამოვნო სურნელით, დამზადებულს ტონკას ლობიოს მარცვლებზე, შიისა და კაკაოს კარაქზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში იცავს კანს გაუწყლოებისა და გამოშრობისგან.

კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ Cosnature-ის დეოდორანტები, რომლებიც არ შეიცავს ალუმინს და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და დაცვას მთელი დღის განმავლობაში.

Cosnature-ის თმის მოვლის პროდუქტები სხვადასხვა საჭიროებას ერგება. მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი დამზადებულია ბროწეულის ექსტრაქტზე, რომელიც ნაზად ასუფთავებს თხელ და სუსტ თმას. აძლიერებს, არბილებს, დამძიმებისა და მოცულობის დაკარგვის გარეშე, ხოლო ბროწეულის თესლის ზეთი თმას ბზინვარებას ანიჭებს. მშრალი, უსიცოცხლო თმისათვის კი Cosnature გვთავაზობს შამპუნს ველური ვარდის ექსტრაქტით. შამპუნი შეიცავს ომეგა 3-ს, ომეგა 6-ს, ხორბალსა და ვარდის ზეთს, რაც თმას აძლიერებს და ატენიანებს. აღმდგენი შამპუნი ავოკადოსა და ნუშის ექსტრაქტით გამოიყენება დაზიანებული თმისთვის. ნუშის პროტეინები აძლიერებს თმის სტრუქტურას, ეწინააღმდეგება დაზიანებას და ცვენას, ხოლო ავოკადოს ექსტრაქტი ანიჭებს თმას ბზინვარებას. კონდიციონერი მდიდარია არგნის ზეთით და ამარტივებს ვარცხნის პროცესს.

Cosnature-ის პროდუქცია იდეალური საჩუქარია საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანისათვის. თუ თქვენთვის სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია, Cosnature იდეალური არჩევანია. ბრენდი ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი.

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა WSJ-ის იანვრის ნომრისთვის

#OK! დუა ლიპა WSJ-ის იანვრის ნომრისთვის

January 25, 2022
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

May 20, 2022
#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

November 25, 2025
#OK! 50 წლის ჯარედ ლეტო Variety-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! 50 წლის ჯარედ ლეტო Variety-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

March 17, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

December 19, 2025
#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

#OK! რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

December 15, 2025
#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

#OK! დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მოდელზე ქორწინდება

December 16, 2025
#OK! Airbag.ge – არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორი

#OK! Airbag.ge – არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორი

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები