• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჯანსაღი კბილები ლამაზი ღიმილისთვის – ინტერვიუ სტომატოლოგ ეთო ასათიანთან

May 8, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჯანსაღი კბილები ლამაზი ღიმილის საწინდარია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მას სათანადოდ ვუვლიდეთ. დღეს კი, კბილების არასწორი წყობა მედიცინისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ორთოდონტებმა მათი გასწორების გზას უკვე დიდი ხანია, რაც მიაკვლიეს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, OK! გაესაუბრა სტომატოლოგ ეთო ასათიანს.

გვიამბეთ თქვენ შესახებ.

დავამთავრე ი. ოცხელის სახელობის გიმნაზია და გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ავირჩიე ორთოდონტიის მიმართულება და რეზიდენტურა გავიარე უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ ოდესაში, სადაც 2 წელი დავყავი.

გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიმართლა და შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანს − ქალბატონ ეკატერინე ცირეკიძეს. რომ არა მისი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ, ვერ შევძლებდი პროფესიულ ზრდას. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის, ყველა საკითხში გვერდით მიდგას. უკვე მეექვსე წელია ვმუშაობ ექიმ ორთოდონტად ქუთაისში, მისსავე დაფუძნებულ ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკა „ეკოდენტში“. ჩვენი კლინიკა ახალგაზრდა ექიმებით არის დაკომპლექტებული. მოგეხსენებათ, ექიმობა ადვილი არ არის − უპირველეს ყოვლისა, უნდა იყო ადამიანი, ფსიქოლოგი, მეგობარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც 2 წელი და მეტი უწევს პაციენტს შენთან ვიზიტი. როგორც ოჯახის წევრი, ისე ხდებიან შემდეგ. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე ისიც, რომ თითოეულ პაციენტს უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. მედიცინა ყოველდღიურად წინ მიიწევს და ვერ დაეწევი მას იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდი ამ სფეროში და საკუთარ თავზე არ იმუშავე. შესაბამისად, პანდემიამდე ძალიან ბევრი კონფერენცია ტარდებოდა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ, თუმცა მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჯერად ონლაინპლატფორმაზე გადავედით ჩვენც და ისე ვიღებთ თითოეულ ახალ ინფორმაციას.

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

კლინიკაში პაციენტი იღებს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. ჩვენთან გუნდურობის პრინციპია, ამიტომ ყველა პროფილის ექიმი თითოეული პაციენტის ქეისს ერთად განვიხილავთ. პირადად მე ორთოდონტიულ მომსახურებას ვუწევ მათ. ვზრუნავ, გავულამაზო ღიმილი როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს სიახლეც: დიდი ხანი არ არის, რაც ვთანამშრომლობთ „ინდივიდუალ ლაინის“ ლაბორატორიასთან და პაციენტებს ვთავაზობთ კბილების გასწორებას კაპებით, ე.წ. ელანაირებით.

რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

ვურჩევდი, ხშირად გაიღიმონ, რადგან ღიმილი ყოველივე კარგის საწყისია…

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები მრავლად მაქვს. მოგეხსენებათ, მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, ყოველ ჯერზე მიწევს ცოდნის დაგროვება, გაღრმავება და ახალ ინოვაციებზე დაუფლება. შესაბამისად, ძირითადად, მაქვს გეგმები საკუთარი პროფესიული ზრდის მიმართულებით, რაზეც უკვე ვმუშაობ.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023
#OK! “ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით” – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკრაინას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ

#OK! “ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით” – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უკრაინას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ

March 4, 2022
#OK! Street Style ემილი რატაკოვსკი: მოდელი Self-Portrait-ის კაბით და JW PEI-ს ჩანთით!

#OK! Street Style ემილი რატაკოვსკი: მოდელი Self-Portrait-ის კაბით და JW PEI-ს ჩანთით!

September 16, 2021
#OK! სიმპსონების სპეციალური ეპიზოდი და “ბალენსიაგას” უახლესი კოლექცია

#OK! სიმპსონების სპეციალური ეპიზოდი და “ბალენსიაგას” უახლესი კოლექცია

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

March 9, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები