• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

July 2, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

მომავალზე ფიქრი არის ფიქრი ახალგაზრდობაზე… ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ წინ არიან და შესაძლოა სულაც არ ვიცნობთ კარგად… ამიტომ უნდა დავინახოთ, გავიცნოთ და მოტივაცია მივცეთ აკეთონ ის, რაც მათი ცხოვრების არსია, შემდეგ კი, ეს თაობა აუცილებლად შექმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს. მსახიობი მარიამ ქანთარია თაობის ფასეულობებსა და გეგმებზე გვიამბობს.

რას საქმიანობთ, და გაგვაცანით ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში ის ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც გიწევთ?

ამ ეტაპზე ისაა მნიშვნელოვანი, რომ დავამთავრე უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. გამკლავება, ალბათ, ამ პროფესიის უპერსპექტივობაა ჩვენს ქვეყანაში.

თუკი ფიქრობდით, რომ ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს არ აქვთ მომავალი, რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილებისკენ?

არ არის სასწავლებელი დაწესებულება სწორად აწყობილი, პედაგოგები არ უსმენენ სტუდენტებს, ხელის შეწყობა ნაკლებადაა. ასევე, ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური კრიზისია, იქ რთულია რაიმეს მოტივაცია გქონდეს, მით უმეტეს, როდესაც გარემოც ხელს არ გიწყობს.

ახალგაზრდა თაობა − ერის მომავალი მის გარეშე წარმოუდგენელია. ფასეულობები, რომლითაც უნდა იყოს ნასაზრდოები მათი სულისკვეთება…

ახალგაზრდა თაობა − ეს არის უკეთესი მომავალი, ახალი ცნობიერებით, სიახლეებით, სწრაფვებით, საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით, მეტი ჰუმანურობითა და თანაგრძნობით ერთმანეთის მიმართ.

ჩემი თვალსაზრისით, ჰუმანურობა არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია. თქვენი აზრით, როგორ უნდა მივიდეთ აქამდე?

ასე რთულია თქმა. ალბათ, გულწრფელად უნდა გვაინტერესებდნენ გარშემომყოფები.

რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელ საზოგადოებაში?

დღევანდელ საზოგადოებაში არ მომწონს პოზირება, ასევე,  ფასეულობების ნაკლებობა და ზედაპირულობა.

ქართული ტრადიციების მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

არ ვიცი, რომელ ტრადიციებზეა საუბარი, მაგრამ იმ ტრადიციების მიმართ, რომლებიც დამახინჯებულია, დამოკიდებულებაც ნეგატიურია. ყველა ტრადიცია, რომელიც დამახინჯებულია, იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას.

თუმცა, მე დამახინჯებული მხოლოდ ტრადიციები არ მიგულისხმია. რუსეთ-უკრაინის მიმართ თქვენი განწყობები და მოლოდინი როგორია, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის?

ეს არის თემა, რომლის არსებობა და სისასტიკე ენით აღუწერელია ჩემთვის.

თქვენი აზრით, დანაშაული უფრო მეტია თუ სასჯელი, რომელიც სინდისის ქენჯნითაა ნასაზრდოები?

ორივე გავათანაბროთ.

ბულინგის თემასაც მინდა შევეხო. ჩემს ბავშვობაში ამ ტერმინს არ ვიყენებდით. იქნებ უშუალოდ ტერმინებმა დაამკვიდრეს უღირსი ქცევები? გიფიქრიათ ამაზე?

ან იქნებ უღირსმა ქცევებმა დაამკვიდრა ტერმინები?..

როგორია საქართველო, რომელშიც გსურთ 30 წლის შემდეგ იცხოვროთ…

მინდა, უბრალოდ, მშვიდად ვიცხოვროთ ადამიანებმა, სტაბილურობის განცდით.

ის, რაც არ მოგწონთ ძველ თაობაში, და რაც გენატრებათ დღევანდელ ურთიერთობებში…

ძველ თაობაში არ მომწონს ქსენოფობია. დღევანდელ ურთიერთობებში მონატრების განცდა არ მაქვს.

„ახალი თაობა“ − რას ნიშნავს თქვენთვის ეს შესიტყვება?

უკეთესი მომავლის პერსპექტივას.

ახალგაზრდებისთვის არის თბილისი გართობის, სიმშვიდის, სიყვარულის ქალაქი? როგორ აღიქვამთ თქვენ ამას, საინტერესოა…

პირადად ჩემთვის არა. ბევრი რამ არ მომწონს, დღემდე ვერ ვეგუები აქაურ ქაოსურ სიტუაციებს, ყველაფერი თავდაყირაა, ამიტომ თავშესაფარს თბილისის გარეთ ვეძებ ხოლმე.

საყვარელი საქმიანობა. ასე ვთქვათ, ჰობი…

ცხენით ჯირითი.

 

 

 

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ecco – კომფორტი, რომელსაც შეუძლია გამოგზაუროს მსოფლიოს გარშემო

OK! ecco – კომფორტი, რომელსაც შეუძლია გამოგზაუროს მსოფლიოს გარშემო

September 7, 2022
#OK! 50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

#OK! 50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

March 14, 2022
#OK! ანტიკვარული აბრეშუმი – ირმა დე ფლორე

#OK! ანტიკვარული აბრეშუმი – ირმა დე ფლორე

May 7, 2021
#OK! რესტორანი „ამბასადორი“- სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

#OK! რესტორანი „ამბასადორი“- სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

December 2, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

December 1, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები