• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “არავისთან არ ვაპირებ თავის გამართლებას, მე ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსურს და მსიამოვნებს. ესარის ჩემი ცხოვრების დევიზი“ – ენტონი ჰოპკინსი

April 14, 2023
საკითხავი დრო: 15 mins read

„ოსკარების“ 2021 წლის რიგით 93-ე ცერემონიაზე 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. შემსრულებელი პრიზის მისაღებად დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო, თუმცა უეილსში ყოფნისას გულშემატკივრებისთვის არაერთი ვიდეო მიმართვა ჩაწერა. ჯილდოს მიღების შემდგომ ენტონიმ უცხოურ გამოცემებთან ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე, სამსახურეობრივ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლაზე გულახდილად ისაუბრა. 83 წლის ოსკაროსანი შემსრულებელი ფიქრობს, რომ მოლოდინს ადამიანები მხოლოდ იმედგაცრუებამდე მიჰყავს. ჰოპკინსის ცხოვრებისეული დევიზი მისივე შედგენილ მარტივ წესებთან ასოცირდება, რომლის მიხედვითაც სამყაროსგან მინიმალურს მოელის, უარყოფით შედეგებს კი მაქსიმალურად პოზიტიურად ხვდება.

 

თქვენი აზრით, რა არის ბედნიერება და როგორ ქმნიან ადამიანები ბედნიერ მომენტებს?

ცხოვრების მწუხარება იმაში მდგომარეობს, რომ ვიბადებით და გარდავიცვლებით, როდესაც ამ ყველაფერს ვუფიქრდები, ვკითხულობ “რას ემსახურება ეს ყველაფერი?”, “როგორია ამ ცხოვრების დასასრული?”. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ჩვენ ამ უზარმაზარ სამყაროში უმნიშვნელო წერტილები ვართ. რაც მაბედნიერებს არის ის, რაც მათავისუფლებს. საკუთარ თავს ყოველთვის ვუმეორებ, რომ დასამტკიცებელი ან დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ მე თავისუფალი ვარ. ადამიანები ყოველდღიურად ვთამაშობთ ცხოვრებისეულ თამაშს, საბოლოოდ კი არც ვიგებთ და არც ვაგებთ.”

“ჩემი საქმე არ არის, თუ რას იფიქრებენ ან რას იტყვიან ჩემს შესახებ ადამიანები. არავისთანარ ვაპირებ თავის გამართლებას, მე ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსურს და მსიამოვნებს. ესარის ჩემი ცხოვრების დევიზი, ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც არასდროს არაფერს არვითხოვ და არავისგან არაფერს არ მოველი.“

რა განიჭებთ ბედნიერებას?

„მე რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი კარანტინში, ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღესაცვიტყვი “ეს უმძიმესი დღეები გადავლახე და გამოსავალი ვიპოვე.”

“მე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დავიბადე და მახსოვს ომის შემდგომ არსებული ვითარება. მე არ ვარ არც ფილოსოფოსი, არც მეცნიერი და არც სოციოლოგი, თუმცა ზუსტადვიცი, რომ საზოგადოებამ ბევრი რამ გამოიარა, შავი ჭირი, არაერთი გრიპი და პანდემია, თუმცა მაინც მოახერხა გადარჩენა. ის ფაქტი, რომ ამდენ რამეს გადავურჩით იმედს მაძლევს. ვცდილობ ეს პოზიტივი, როგორც ბავშვებზე, ისე ახალგაზრდებსა და მოხუცებზე გადავიტანო, ადამიანებზე, რომლებიც დღეს პანდემიას ებრძვიან. ყოველთვის ვამბობ: “უბრალოდ გააგრძელე რასაც აკეთებ და არ დანებდე, მთავარია აჩვენო იმის მაქსიმუმი, რაც შეგიძლია, შედეგს კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.”

ადამიანები შრომობენ და დიდ ძალისხმევას დებენ საყვარელ საქმიანობაში, ბუნებრივია, რომ მათ წარმატების მიღწევა სურთ. თქვენ რატომ ფიქრობთგანსხვავებულად?

როდესაც განვლილ წლებს ვიხსენებ ვხვდები, რომ ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა, ახალგაზრდობის პერიოდში ანალოგიურად, მეც წარმატების მიღწევა მსურდა, ბუნებრივიაამაში ცუდი არაფერი არ არის. მე ძალიან გამიმართლა და შემიძლია მშვიდად ვთქვა, რომგავაკეთე იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შემეძლო. რა თქმა უნდა, მიზნებისა და ოცნებებისქონა ცუდი არ არის, თუმცა საბოლოოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველანიწავალთ ამ ქვეყნიდან.”

ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემდეგი დევიზით ვმუშაობდი და ვცხოვრობდი:

“თუ მათ სურთ, რომ იმუშავო, პატიოსნად გააკეთე შენი საქმე, შეასრულე კუთვნილი როლი და სიამოვნება მიიღე იმისგან, რასაც აკეთებ, ნუ მიიღებ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება და საშინელ ტკივილს განიცდის, გარშემო სუფევს მარტოობა, არეულობა და უბედურება. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყოველთვის დიდებული ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავიბადეთ იმისთვის, რათა გავიზიაროთ სხვების მწუხარება და გამოვცადოთ დანაკლისი.”

“პარადოქსული მიზეზების გამო, როდესაც ამაზე ვფიქრობ თავს კარგად ვგრძნობ. ცვლილებებს ბუნებრივად ვხვდები, თუ ახალ სამსახურს მთავაზობენ, როგორც მსახიობს, აუცილებლად დავთანხმდები. ადამიანებს თავაზიანობითა და პატივისცემით მოვეპყრობი, თუ ყველას კარგად მოვექცევი და არავის განვიკითხავ,  ვიცი, რომ ჯილდო გასაოცარი იქნება.”

ბოლოს როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

“გასული ხუთი წელიწადი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, იმიტომ, რომშესანიშნავი როლების შესრულებისა და უნიჭიერეს გუნდთან ერთად მუშაობის პატივი მერგო. ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მაინც გასული წელი იყო, როდესაც ოლივია ქოლმონთან ერთად ინგლისში ფილმ The Father-ის გადაღებებზე ვიყავი. მახსოვს, იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა, რომ ერთხელოლივიას ვუთხარი: “ნუთუ ისინი ამ ყველაფერში მართლა ანაზღაურებას გვაძლევენ.” გაოცებული ვიყავი, რადგან იმაში ვიღებდი ფულს, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტადმსიამოვნებდა.

როგორი გრძნობაა ბედნიერება?

“არ ვიცი. მე ვმშვიდდები მაშინ, როდესაც ვკითხულობ, ვხატავ, ან პიანინოზე ვუკრავ. ბედნიერება შეცდომაში შემყვანი მაცდური და დამაბნეველი სამყაროსავითაა, ჩვენგანვიცდით მწუხარებას, ხან კარგად ვართ, ხან კი ცუდად. ჩემთვის ბედნიერებაა ის, რომარაფერი არ ვიცი, კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს და ზედმეტს არასდროს არ მოველი.”

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხატვას და არსებობს თუ არა ხელოვნებისნიმუშები, რომლებიც განსაკუთრებულია თქვენთვის?

“მომწონს ვან გოგი და იმპესიონისტი მხატვრები, რომელთა ნახატებშიც სიცოცხლისა დასინათლის დეტალები იგრძნობა. თავად ხშირად ვხატავ, უმეტესწილად კი ჩემს ნამუშევრებსვუყურებ და ვტკბები. მე თვითშემეცნებული მხატვარი ვარ, რომელსაც არანაირი ტრენინგი ანსწავლება არ გაუვლია. მომწონს ის, რომ არ ვარ არც აკადემიკოსი და არც მოყვარული, მებევრი რამ არ ვიცი ხელოვნების შესახებ, თუმცა ჩემთვის ესეც სრულებით საკმარისია, ზედმეტის ამბიცია არ მაქვს”.

“მრავალი წლის წინ, ჩემმა მეუღლემ ჯერ კიდევ ქორწინებამდე შემაგულიანა ხატვა დამეწყო. მან იპოვა ჩემი ძველი ნახატები და მითხრა, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდაგამეგრძელებინა. ხატვის პარალელურად პიანინოზე ვუკრავ, მაგრამ არც კონცერტებზეგამოსვლის ამბიცია არ მაქვს. არ შემიძლია სტუდიაში ჯდომა და მასწავლებელთან ერთადმეცადინეობა, ინსტრუქციებს ვერ ვიტან, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან საყვარელსაქმეს არა ვალდებულების არამედ სიამოვნების გამო ვაკეთებ.”

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და შეიძლება თუ არაიყვნენ ადამიანები ზედმეტად ბედნიერები?

“როგორც დიდებული შვეიცარელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი იტყოდა, ჩვენ გვაქვსცხოვრებისეული მოლოდინები, შემდეგ კი შუახნის ასაკში ვხედავთ ჰორიზონტს, სადაცსიკვდილი გვიცდის, თქვენ ან უმეგობრდებით იმ იდეას, რომ ოდესღაც ეს ხაზი თქვენთანაცმოვა, ან კიდევ დარჩენილ ცხოვრებას მწუხარებაში ატარებთ.”

“ბედნიერება ჩვენსავე ფიქრებზეა დამოკიდებული. გარშემო ვიყურები და ვფიქრობ, რა მაქვსამ ცხოვრებაში საწუწუნო? საერთოდ არაფერი. მე 83 წლის ვარ, რამდენადაც ვიცი სრულიადჯანმრთელი. ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი, ზოგიერთი ასაკის, ზოგიც კი ჯანმრთელობისცუდი მდგომარეობის გამო ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ვიხსენებთ ჩემს განვლილცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ადამიანებს დრო ნასესხები გვაქვს და ის მაქსიმალურადკარგად უნდა გამოვიყენოთ.”

 

გაიგე მეტი: ენტონი ჰოპკინსი

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე
OK! Men

#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე

May 6, 2025
#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა
Hollywood News

#OK! ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვლა

April 2, 2025
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე  პირველად ალაპარაკდა
Hollywood News

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა

April 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

September 30, 2023
#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

November 11, 2022
#OK! მოდა ინტერიერში

#OK! მოდა ინტერიერში

April 5, 2022
#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

July 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

May 8, 2025
#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები