თუ თქვენ მთელი ცხოვრება ახალი ენის შესწავლა გსურდათ, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო ამას ვერ ახერხებდით, მაშინ ახლა საუკეთესო დროა სურვილის მარტივად ასასრულებლად. დღევანდელი ციფრული ეკოსისტემა მსგავს გამოწვევებსაც ეფექტურად პასუხობს. ახალი ენის შესასწავლად უკვე აღარ არის საჭირო კურსებზე სიარული თუ ლექტორებთან წლების, ენერგიისა და ფინანსების დახარჯვა. დღეს ერთ კონკრეტულ პლატფორმა Busuu-ზე მოგიყვებით. ეს გახლავთ აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მისი დახმარებით, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უკვე ჩაერთო სხვადასხვა უცხო ენის შესწავლის ეფექტური სწავლების მოდელში და მიღებული შედეგები მუდმივ პროგრესს განიცდის. აღნიშნულ სტატიაში აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ Busuu-ს პლატფორმით − საქართველოში ექსკლუზიურად, განახევრებული ფასით, და შეისწავლოთ სასურველი ენა მარტივად, დროულად და მინიმალური დანახარჯებით.
რა არის Busuu?
Busuu ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
Busuu-ს მსოფლიო მასშტაბით უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. მისი დახმარებით 12 ენის შესწავლაა შესაძლებელი (ინგლისური, ესპანური, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, პორტუგალიური, პოლონური, რუსული, თურქული და არაბული). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აღნიშნულ აპლიკაციას სხვებისგან გამოარჩევს, პერსონალიზებული სასწავლო გეგმაა, რომელიც დასაწყისში გეკითხებათ, რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში გსურთ სწავლის გაგრძელება, რის შედეგადაც მიიღებთ გეგმას, რომლის ფარგლებშიც დასახული მიზნების განხორციელება შეგიძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ Busuu-ს უფასო ვერსიაც არსებობს, ის მომხმარებელს ზღუდავს ერთი ენის შესწავლაზე და არ არის ხელმისაწვდომი სხვა უამრავი შესაძლებლობა, რომელიც სწავლის პროცესს გააადვილებს. საქართველოში Busuu-ს პრემიუმპაკეტი, ექსკლუზიურად „ბილაინის“ აბონენტებისთვის განახევრებულ ფასად, მხოლოდ 15 ლარად არის ხელმისაწვდომი.
ბევრი სასარგებლო ფუნქცია, რომელიც აღნიშნულ აპლიკაციას აქვს, მის პრემიუმვერსიაშია თავმოყრილი. Busuu-ს პლატფორმას Desktop-ვერსიაც აქვს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ასევე გადმოიწეროთ Ios და Android-აპლიკაციები მობილურში. პლატფორმას Offline-ვერსიის მხარდაჭერაც აქვს, ასე რომ, არ არის აუცილებელი ინტერნეტთან წვდომა, შეგიძლიათ წინასწარ გადმოიწეროთ შესაბამისი გაკვეთილები და თავისუფლად დაიწყოთ მეცადინეობა ნებისმიერ დროსა და ადგილას.
ვისთვის არის Busuu განკუთვნილი?
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ახალი ენის შესწავლა სურს, Busuu-ს პლატფორმა გამოადგება, თუმცა მაინც გამოვყოფთ ადამიანთა რამდენიმე ჯგუფს, რომლებსაც ვფიქრობთ, მისით სარგებლობა მეტად დააინტერესებთ:
- პროფესიონალებისთვის − თუ თქვენ დაკავებული ადამიანი ხართ, Busuu-ს ყოველდღიური, 10-წუთიანი გამოყენება და პროცესის სისტემატიზება ნაკლებ დროს დაგაკარგვინებთ.
- ყველას, ვისაც ინტერაქციული აპლიკაციები მოსწონს − Busuu-ს პლატფორმა სხვა ბევრ საინტერესო უპირატესობასთან ერთად, სახალისოა. შესაბამისად, მასთან ერთად ნაკლებად მოიწყენთ.
- ყველას, ვისაც სასაუბრო უნარების გაუმჯობესება სურს − თუ თქვენ უბრალოდ არ გინდათ დაიზეპიროთ გრამატიკული ნაწილი, ასევე, არ გაქვთ ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, ვისთვისაც კონკრეტული ენა მშობლიურია, ან არ გსურთ ონლაინმასწავლებლის გამოყენება, ამაში Busuu-ს სპეციალური საუბრის ამომცნობი მექანიზმი დაგეხმარებათ.
- მათ, ვისაც კომპიუტერის დახმარებით სწავლა ურჩევნია − აპლიკაციების გარდა, შესაძლებლობა გაქვთ კომპიუტერის დახმარებით ისწავლოთ. ამისათვის კლავიატურის მეშვეობით, მარტივად შეგეძლებათ Busuu-ს სწავლების გეგმის კონტროლი.
რა უპირატესობები აქვს და როგორ მუშაობს Busuu?
Busuu-ს გაკვეთილები ფარავს კითხვის, წერის, საუბრისა და მართლწერის მიმართულებებს. თავდაპირველად, თქვენ ირჩევთ ენის სწავლის დონეს, შემდეგ კი, სურვილისამებრ შეგიძლიათ ისწავლოთ კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა: უცხო ენა ბიზნესსაქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის ან კულტურის გასაცნობად. შექმენით თქვენთვის რელევანტური სასწავლო გეგმა და აირჩიეთ გრამატიკული გაკვეთილები თქვენი სასწავლო მიზნების შესაბამისად. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ კონტენტი, რომლითაც ენას ეუფლებით, თქვენს ცხოვრებაზე უნდა იყოს მორგებული და ისეთი ფრაზებისგან შედგებოდეს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დროს იყენებთ. Busuu-ს ამ მხრივ საკმაოდ დეტალური მიმართულებების შემოთავაზება შეუძლია („როგორ ვესაუბროთ კოლეგებს“, „პროექტის მართვა“ და ა.შ.). ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ აპლიკაცია, რომ კონკრეტულ დღეებსა და საათებზე შეგახსენოთ სასწავლო პროცესთან მიბრუნება.
საკლასო ოთახში, ძირითადად, ენის გამოყენების ფორმალურ ნაწილს გვასწავლიან, რაც ხშირად ჩვეული კომუნიკაციის დროს ნაკლებად გამოგვადგება. Busuu-ს გააზრებული აქვს ეს პრობლემა და კულტურული სპეციფიკაციიდან გამომდინარე, სასარგებლო რჩევებს მოგცემთ, თუ როდის და რა კონტექსტში გამოიყენოთ კონკრეტული სიტყვები და ფრაზები.
გახდით ახალი, გლობალური კომუნის წევრი
Busuu-ს სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან მისი სოციალური ქსელის ფუნქციაც გამოარჩევს, რისი დახმარებითაც ახალი მეგობრების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგეძლებათ. დაიმატეთ მეგობრებში ადამიანები, ვისთვისაც თქვენი სასწავლო ენა მშობლიურია. ისინი თქვენ მიერ შესრულებულ დავალებებზე უკუკავშირს გაგიზიარებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში ყველას ეხმარება და თავს გლობალური სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს.
როგორ მივიღოთ Busuu-ს პრემიუმპაკეტზე წვდომა ნახევარ ფასად?
საქართველოში Busuu-ს პარტნიორია „ბილაინი“. მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, Busuu-ს პრემიუმპაკეტი − სრული ფუნქციონალი განახევრებულ ფასად, თვეში მხოლოდ 15 ლარად (30 ლარის ნაცვლად) შეიძინონ. ამისათვის უნდა ეწვიოთ შესაბამის პლატფორმას, გაიაროთ ვერიფიკაცია მობილურის ნომრით და დააჭიროთ – „ვაუჩერის კოდის მიღება“. ამის შემდეგ თქვენი მობილურის ბალანსიდან ჩამოიჭრება სერვისის საფასური, თქვენი კი SMS-შეტყობინების მეშვეობით მიიღებთ ვაუჩერის კოდს, რომელსაც Busuu-ს ვებსაიტზე, რეგისტრაციის შემდეგ შეიყვანთ. აღნიშნული მარტივი პროცედურის შემდეგ, თქვენ გაგიაქტიურდებათ პლატფორმის ერთთვიანი პრემიუმპაკეტი. ერთი თვის ამოწურვის შემდეგ, სწავლების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, თქვენ იგივე პროცესს გაიმეორებთ. საყურადღებოა, რომ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ულიმიტოა. შესაბამისად, ერთი ნომრიდან, სურვილის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ შეიძინოთ პრემიუმპაკეტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.
წარმატებულ სწავლების პროცესს გისურვებთ!