• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! პროფესიონალიზმის 21-წლიანი გზა

June 5, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართული OK!-ის სტუმარი კლინიკა „ლიდერმედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ნატალია ხონელიძეა − ადამიანი, ვის სახელსა და უდიდეს ძალისხმევასაც უკავშირდება საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერების დანერგვა და ამიერკავკასიის რეგიონში პირველი სინჯარის ბავშვის დაბადება. 21 წელია, რაც ნატალია ხონელიძე თავის გუნდთან ერთად ემსახურება საქართველოში რეპროდუქციისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების სფეროს განვითარებას და დახვეწას. რა სახის მომსახურებას სთავაზობს კლინიკა „ლიდერმედი“ პაციენტებს, რომელ ძირითად პროცედურებს გადიან უნაყოფო წყვილები, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურაზე და შეიმჩნევა თუ არა მზარდი სტატისტიკა ბოლო პერიოდში? − ამ და სხვა საინტერესო თემებზე თავად ნატალია ხონელიძე გვესაუბრა.

ნატალია, მოგვიყევით, რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია? რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის?

პროფესიის არჩევაში დამეხმარა ფაქტი, რომ მამა − ლერი ხონელიძე იყო ექიმი, პროფესორი, ქ. ქუთაისის მთავარი მეან-გინეკოლოგი − ჩემთვის მისაბაძი, საქმისადმი თავდადებული პროფესიონალი. ბავშვობაში მამას ნაკლებად ვხედავდი, ვინაიდან მას მუდმივად, პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში სამშობიაროში უწევდა ყოფნა და პრინციპში, ასეთია მეან-გინეკოლოგის პროფესია… ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ მე რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა და სამედიცინო საქმიანობა. ჩემი პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა და თუ ექიმს სისხლსა და ხორცში არ აქვს ის ნიუანსები გამჯდარი, რთული იქნება მისთვის მუშაობა. ექიმს უნდა უყვარდეს პაციენტი და მასთან კომფორტულად გრძნობდეს თავს იმისათვის, რომ ერთად მიაღწიონ მაქსიმალურად კარგ შედეგს.

20 წელზე მეტია ვემსახურები ინ-ვიტრო განაყოფიერების სფეროს და საქართველოში მის დანერგვას, პოპულარიზაციას დიდი ძალა და ენერგია შევალიე. დრო იყო, როცა ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილება არსებობდა, სადაც მე და ჩემი გუნდი − პროფესორი გია ცაგარეიშვილი და ემბრიოლოგი მაია ქოიავა ერთად ვმუშაობდით. სწორედ ჩვენ დავნერგეთ ეს მეთოდი საქართველოში. 21 წლის წინ, 2000 წელს ჩვენი განყოფილების დიდი ძალისხმევით გაჩნდა სინჯარის პირველი ბავშვი საქართველოში და მთელ ამიერკავკასიის რეგიონში. დღეს კი იმდენად პოპულარული და აღიარებულია ეს მეთოდი, რომ უკვე 15-ზე მეტი პროფილური კლინიკაა გახსნილი საქართველოში. მსოფლიოში 8 მლნ ბავშვზე მეტია ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული, საქართველოს მასშტაბით კი − რამდენიმე ათასი.

რამდენად სერიოზულად დგას დღეს მსოფლიოში უნაყოფობის პრობლემა და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემის დაძლევის მიმართულებით ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდის არსებობას? საინტერესოა, დროთა განმავლობაში სტატისტიკურად რა მასშტაბით გაიზარდა ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე პაციენტების მომართვიანობა თქვენს კლინიკაში?

უნაყოფობა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მისი მაჩვენებელი 18%-ს აღწევს. ასეთ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდს, რაც ერთგვარად დემოგრაფიულ პრობლემასაც კი აგვარებს ქვეყნებში. დღესდღეობით, ძალიან ბევრი უნაყოფო წყვილი მიმართავს ამ მეთოდს პრობლემის გადასაჭრელად, რადგან ინ-ვიტრო უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე წარმატებული და შედეგიანი მეთოდია. თუკი წლების წინ, თვეში იყო ინ-ვიტრო განაყოფიერების 4-5 ციკლი, ახლა უკვე რაოდენობა 100-ს აჭარბებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენთან ეს პროცედურა იმ დონეზეა განვითარებული, როგორც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში, რასაც უპირველესად ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები განაპირობებენ. ეს დიდი მიღწევაა ჩვენთვის.

 

რამდენად რთული პროცესია ინ-ვიტრო განაყოფიერება?

პაციენტებისთვის ძალიან ემოციური პროცესია, თუმცა წყვილი წინასწარ ინფორმირებულია მოსალოდნელი ეტაპების შესახებ, რაც მათ ეხმარება, ექიმთან ერთად დამატებითი სტრესების გარეშე გაიარონ ეს პროცესი. მოგეხსენებათ, უნაყოფობა არის როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური სტიგმა და უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანების, ოჯახების ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმი სწორად და რაც მთავარია, ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ შემთხვევას, დროულად დასვას სწორი დიაგნოზი პაციენტების გამოკითხვისა და გამოკვლევების საფუძველზე და დასახოს მკურნალობის სტრატეგია, რაც არცთუ იშვიათად წარმოადგენს პრობლემას საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

გამოდის, რომ ინ-ვიტრო ბოლო ინსტანციაა უშვილობის მკურნალობისას. მანამდე კი, ყველა სხვა საშუალებით ცდილობთ დასძლიოთ პრობლემა, ასეა?

რასაკვირველია, ასეა. უპირველესად, ვცდილობთ პაციენტმა ბუნებრივი გზით შეძლოს ორსულობის მიღება. ვიკვლევთ, ვმკურნალობთ მედიკამენტური თუ ქირურგიული მეთოდებით, და თუკი ეს გზა წარუმატებელია, მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს.

ნატალია, გარდა ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარებისა, კონკრეტულად კიდევ რა სახის მომსახურებების მიღება შეუძლიათ თქვენს კლინიკაში მოსულ პაციენტებს?

კლინიკა „ლიდერმედი“ პაციენტებს მრავალფეროვან სამედიცინო სერვისს სთავაზობს. კლინიკაში ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, ამბულატორია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით (ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, ანდროლოგი, უროლოგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, შობადობის რეგულაციისა და ოჯახის დაგეგმვის სპეციალისტი, რომელიც სწორად ურჩევს პაციენტს, როგორ დაგეგმოს ორსულობა და პირიქით − როგორ აირიდოს თავიდან არასასურველი ორსულობა).

მსურს განსაკუთრებულად გამოვყო კლინიკური ლაბორატორია, რომელიც ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემას და მის უმაღლეს სტანდარტს ექვემდებარება. ასევე, ქირურგიული განყოფილება, სადაც ოპერაციები ტარდება როგორც ლაპარასკოპიული, ისე ღია წესით.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მალე სამშობიაროსაც გახსნით „ლიდერმედში“…

დიახ, გავითვალისწინეთ ჩვენი პაციენტების სურვილი, რომ ჩვენთან არა მხოლოდ უნაყოფობის მკურნალობის პროცედურები გაიარონ, არამედ მათ უკვე ნაცნობ და მეგობრულ გარემოში განახორციელონ დამდგარი ორსულობის პატრონაჟი, მიიღონ სრულყოფილი სამშობიარო სერვისი და ახალშობილის საწყისი პედიატრიული მომსახურება.

ჩვენთვის ნათელია, რომ პაციენტების დადებით ემოციურ ფონს დიდი მნიშვნელობა აქვს საუკეთესო შედეგის მისაღებად, ამიტომ შევეცადეთ მთლიანად მოვრგებოდით მათ სურვილებსა და მოთხოვნებს.

ნატალია, ვიცით, რომ საკმაოდ დიდ რესურსსა და დროს უთმობთ ქველმოქმედებას. თუ შეიძლება, ამაზეც მოგვიყევით.

ჩვენ − „ლიდერმედის“ დამფუძნებლები, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სიღატაკეში მყოფ, ასევე, ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს. ვცდილობთ, რეგულარული სახე მივცეთ ამ დახმარებებს. გვაქვს იმ ადამიანების ბაზა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ ჩვენს დახმარებასა და თანადგომას. მათ ჩვენი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვეხმარებით. ასევე, ჩართული ვართ სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების კამპანიებში, ცხადად ვგრძნობთ მათ მადლიერებას და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

March 10, 2021
#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

April 5, 2021
#OK! DUCHI – ორიგინალური და დახვეწილი სამკაულები თქვენი ყოველდღიური განწყობის შესაქმნელად

#OK! DUCHI – ორიგინალური და დახვეწილი სამკაულები თქვენი ყოველდღიური განწყობის შესაქმნელად

October 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

February 14, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 12, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები