• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ზოგისთვის ეს დღესასწაული არ არსებობს, თუმცა ბევრ ქართულ ოჯახში 14 იანვარს კიდევ ერთხელ იშლება სუფრა, სადაც ოჯახის წევრები და ნათესავ-მეგობრები იკრიბებიან და  ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

საახალწლო სუფრა | Georgia Travel

ძველი ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარსა და „გრიგორიანული ”ახალი სტილის” კალენდარს შორის 13 დღიან განსხვავებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, XVIII საუკუნეში თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს, ახალი წელი ძველი სტილით, 13 დან 14 იანვრის ღამეს  აღინიშნება. საქართველოში მას ნაკლები ზარ-ზეიმით, მაგრამ დიდი მხიარულებით ხვდებიან. ქართული ტრადიციის თანახმად, დღესასწაულს ისე უნდა შევხვდეთ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

შეიძლება იყოს ნაძვის ხე და შანდალი გამოსახულება

საქართველოში ძველი ახალი წელი პირველად 1919 წლის 13 იანვრის ღამეს, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში აღნიშნეს. ტრადიცია უკვე საუკუნეზე მეტია, გრძელდება, ამიტომ ბევრს სჯერა, რომ ნამდვილი ახალი წელი ძველი კალენდრით დგება და მასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

სვანეთში ძველით ახალ წელს კანდას უწოდებენ. ამ დღესასწაულის ჩატარებას უამრავი საინტერესო ტრადიცია ახლავს. კანდის წინა დღეს წინასწარ შერჩეულ კალათაში აფენდნენ თივას და ალაგებდნენ სეფისკვერებს, ზედაშს, ხორბალს, ღორის თავს, ტკბილეულს და აშ.  დილას 6-7 საათზე სოფლის კაცები და ბავშვები გადიოდნენ მდინარეზე და გაჰქონდათ სავსე კალათები. მდინარეზე ნელ-ნელა გროვდებოდა მოსახლეობა. კაცები სეფისკვერებით ილოცებოდნენ და უფალს შესთხოვდნენ, რომ მომავალ წელიწადს მათთვის ხვავი, ბარაქი, სიმშვიდე და მშვიდობა მოეტანა. ამის შემდეგ ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას ულოცავდნენ და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. მოგვიანებით ლხინი ოჯახებში გრძელდებოდა. ხალხი ერთი ოჯახიდან მეორეში გადადიოდა და ყველა ოჯახს ულოცავდა. მეკვლეს ყველა ოჯახში, მოწნულ ხონჩაზე ხორბალი, ტკბილეული, ხილი და ფული, ანუ სვანურად თეთრი ხვდებოდა.  საახალწლო სუფრაზე რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კუბდარს ეკავა.

სვანეთში ახალ წელს ძველად მანდილოსნები "ლემზირს", ჯვრის გამოსახულებიან პურებს, აცხობდნენ

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული 14 იანვარს დგება და მას კალანდა ქვია. კალანდა ლათინური სიტყვ იდან –  Calendae მომდინარეობს და თვის პირველ დღეს ნიშნავს.

კალანდის დადგომას გურიაში დღესაც მხიარულად ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. გურულები კალანდისთვის მზადებას 40 დღით ადრე იწყებდნენ. კალანდის სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავი, ღვეზელი, მოხარშული დედალი, გოზინაყი და ამასთან, კერძები აუცილებლად ცხემლის შეშაზე უნდა მომზადებულიყო, რომელსაც კალანდის წინა დღეს ჭრიდნენ.

en]Discover Guria – Kalanda[:ka]კალანდა გურიაში[:] – guriatourism.com

კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში და სამეგრელოში “კუჩხას” ეძახიან. ამ დღეს ოჯახში მოდის მეკვლე, საჩუქრად მოქვს ტკბილეული და ანთებს ბუხარს. ტრადიციის მიხედვით, მეკვლის მოსვლას გურულის ოჯახისთვის ბედნიერება მოაქვს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა. წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს.

კალანდა გურიაში – ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოგონებებიდან – გურიის მოამბე

ფოტო: ეროვნული მუზეუმი

გურიის მსგავსად, სამეგრელოშიც ახალ წელს ძველი სტილით, 14 იანვარს აღნიშნავდნენ. ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან თოფს რამდენიმეჯერ გაისროდნენ. გათენებისას ოჯახის უფროსი ჩიჩილაკით ხელში სახლიდან გარეთ გადიოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, კერას დალოცავდა და ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა. ამის შემდეგ ჩიჩილაკს ბოსელში, მარანში და სასიმინდეში მოატარებდა. მეზობლები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით ულოცავდნენ.

SheniAmbebi.ge | გურიაში კალანდა დგება – ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი კეთდებოდა, რაც სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა.

დასავლეთ საქართველოში უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. ამ დღეს სახლში  უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. 13 იანვარს, შუაღამის შემდეგ, მეგრელის ოჯახში პირველი შემოსული ადამიანი ,,მაკუჩხური“ იყო და მასზე იყო „დამოკიდებული“ ოჯახის ბარაქა, სიუხვე და წარმატებები, ამიტომ ოჯახი ირჩევდა მასთან ვინ უნდა მისულიყო.

განსაკუთრებული დატვირთვა სამეგრელოში 15 იანვრის დილას ანუ ახალი წლის მეორე დილას ჰქქონდა. მას „სანწალე კუჩხას“ ეძახდნენ.  ოჯახში სპეციალურად ირჩევდნენ „მაკუჩხურს,“  ის აუცილებლად ოჯახის უფროსი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც ხშირად სახლში გვარის გამგრძელებელ ბიჭუნასთან ერთად შემოდიოდა. „მაკუჩხური“ ადამიანი საახალწლოდ ურიგდებოდა ყველას, თუ ვინმესგან ნაწყენი იყო.

ძველი იმერული ტრადიციით,   ახალი წლის დილას, ოჯახის უფროსი, ხორაგით სავსე ხონჩით, სახლს გარშემო სამჯერ წაღმა შემოუვლიდა და უფალს წყალობას, ჯანმრთელობას, გამრავლებას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვდა.

14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება | GHN - ახალი ამბების სააგენტო

ახალი წლის ღამეს, ძილის წინ, იმერეთში, ბალიშის ქვეშ, ოჯახის ყველა წევრი ერთ ნატეხ შაქარს ამოიდებდა, რომ მთლი წელი ტკბილად და ბედნიერად გაეტარებინა და ეს ნატეხი, მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამა.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დასავლეთ საქართველოში უფრო ძლიერია, ამ დღეს მთელ საქართველოში მხიარულად აღნიშნავდნენ.

ქვეყნები, სადაც ახალ წელს საქართველოს მსგავსად, ორჯერ აღნიშნავენ: სერბეთი, მაკედონია, რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, მონტენეგრო, მოლდოვა, უკრაინა, უელსი და შვეიცარია. ძველით ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც, სადაც მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ.

როგორ უნდა აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი სწორად, რომ ოჯახში ბედნიერება და წარმატება მოვიზიდოთ - Beaumonde

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! NINO SEPO – დროის და კულტურის ექსპრესია მოდერნისტულ სამყაროში

#OK! NINO SEPO – დროის და კულტურის ექსპრესია მოდერნისტულ სამყაროში

April 11, 2025
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

#OK! „მოდი ფოტო გადავიღოთ“ – ბრენდან ჯეიმს ფრეიზერის შეთავაზება ნუკი კოშკელიშვილს!

May 17, 2023
#OK! ადგილი, სადაც ბედნიერება და ღიმილი უსასრულოა – „ნინო დადვანის ესთეტიკის და სტომატოლოგიის ცენტრი“

#OK! ადგილი, სადაც ბედნიერება და ღიმილი უსასრულოა – „ნინო დადვანის ესთეტიკის და სტომატოლოგიის ცენტრი“

January 9, 2024
#OK! ჰეილი ბოლდვინი და კენდალ ჯენერი Versace-ს გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექციისთვის პოზირებენ!

#OK! ჰეილი ბოლდვინი და კენდალ ჯენერი Versace-ს გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექციისთვის პოზირებენ!

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები