• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ზუკა შონია

March 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

შეფმზარეული

 

ზუკა, მოგვიყევით თქვენ შესახებ. რატომ და როდის გადაწყვიტეთ საკუთარი თავი ამ პროფესიისთვის დაგეკავშირებინათ?

როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მივხვდი, რომ არ იყო ეს ის საქმე, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. შესაბამისად, კულინარიის მიმართ ინტერესი მოგვიანებით გამიჩნდა. მივხვდი, რომ ეს იყო პროფესია, რომელიც მაინტერესებდა და გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე დავუფლებოდი.

დავიწყე სწავლა კულინარიის აკადემიაში, პარალელურად − ვმუშაობდი. ამავე პერიოდში გადავწყვიტე უკეთ გამეცნო ღვინო და დავიწყე სიარული Vino Underground-ში, სადაც ნატურალურ ღვინოზე ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე. აქვე აღმოვაჩინე ორგანიზაცია Slow Food, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატურალურ ფერმებს და მეურნეობებს ეხმარება. მათი დაარსებულია გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტი იტალიაში, სადაც გამოცდები ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. გავიცანი ბევრი შთამბეჭდავი შეფი. უნივერსიტეტში 40% საერთაშორისო სტუდენტები იყვნენ და უდიდესი ინსპირაცია, ცოდნა მივიღე მათგანაც.

 

სწავლის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით დავბრუნდი საქართველოში და შემდეგ წელიწადნახევრით აშშ-ში წავედი სამუშაოდ.

შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების აქ გამოყენება. მე და ჩემმა მეუღლემ 3 წლის წინ დავაარსეთ ბისტრო, სადაც მაქსიმალურად ვცდილობთ გვქონდეს მცირე ფერმერებისგან აღებული ადგილობრივი პროდუქტი, ასევე, ბუნებრივი ღვინო და სხვა საინტერესო სასმელები. სეზონურად ყოველთვის განახლებულ მენიუს ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ვცდილობთ ძალიან საინტერესო, დინამიკური გარემო შევქმნათ ყოველი მათგანისთვის და ასევე, ჩვენთან დასაქმებული თითოეული ადამიანისთვის.

 

ზუკა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კულინარია განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადი პროფესია გახდა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს მიდგომა და დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან?

ალბათ ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა ეს დამოკიდებულება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი კულინარიის აკადემიას უჭირავს, რომელმაც საზოგადოებაში საგრძნობლად შეცვალა ამ პროფესიის მიმართ მიდგომა – ბევრად უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული გახდა, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. დამკვიდრდა კვებისა და მომზადების კულტურა.

 

კულინარიის აკადემიის როლზე უფრო ვრცლად გვიამბეთ. რა გარდატეხა მოახდინა საზოგადოებაში?

კულინარიის აკადემია პირველი სასწავლებელი იყო და არის, სადაც კარგი ცოდნისა და ბაზის მიღება შეუძლია ადამიანს. მანამდე, ჩემი აზრით არ არსებობდა ორგანიზებული სასწავლებელი, სადაც მსურველი განავითარებდა საკუთარ შესაძლებლობებს ამ პროფესიაში. აკადემიის წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია ის, რომ უშუალოდ აკადემია წლიდან წლამდე ვითარდება და თანამედროვე კულინარიულ სამყაროს უწყობს ფეხს. ბევრი კურსდამთავრებული, მათ შორის მეც, დღეს აკადემიაში ვასწავლით და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების დამწყები მზარეულებისთვის გაზიარებას.

 

გარდა ცოდნისა და განათლებისა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს პროფესიონალი კულინარი?

უმთავრესია შრომა, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში. მით უფრო მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულინარია არის მუდმივად განვითარებადი სფერო. უნდა ეცადო, არასოდეს ჩამორჩე თანამედროვე ტენდენციებს და თან ეს ისე გააკეთო, რომ ტრადიციაც არ დაკარგო.

ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ საჭიროა ყველაფერი ერთად: განათლება, შემოქმედებითობა და შრომა. მუდმივად ინსპირაციის ძიებაში უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამ პროფესიით მუშაობს.

რას ურჩევდით დამწყებ მზარეულებს?

იშრომონ ძალიან ბევრი. იპოვონ საინტერესო და შესაფერისი ადგილი, სადაც იმუშავებენ და შეძლებენ განვითარებას. რამდენადაც ამის შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ბევრი, გასინჯონ და გაიფართოონ თვალსაწიერი. ჩამოიყალიბონ სწორი ფილოსოფია სამზარეულოში.

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ გარნერის რეაქცია ბენ აფლეკისა და ჯენიფე ლოპესის განახლებულ რომანზე

#OK! ჯენიფერ გარნერის რეაქცია ბენ აფლეკისა და ჯენიფე ლოპესის განახლებულ რომანზე

June 13, 2021
#OK! კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის “ზღაპრული არდადეგები” – წყვილი სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

#OK! კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის “ზღაპრული არდადეგები” – წყვილი სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

June 13, 2022
#OK! 7 ყველაზე გამორჩეული როლი ლილი ჯეიმსის შემოქმედებიდან

#OK! 7 ყველაზე გამორჩეული როლი ლილი ჯეიმსის შემოქმედებიდან

April 5, 2024
#OK! კორტნი კარდაშიანის თამამი იმიჯი: ვარსკვლავი საკუთარ ბრენდს არეკლამებს!

#OK! კორტნი კარდაშიანის თამამი იმიჯი: ვარსკვლავი საკუთარ ბრენდს არეკლამებს!

June 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

February 2, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
#OK! 2026 წლის გრემის ნომინანტების სია

#OK! 2026 წლის გრემის ნომინანტების სია

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები