• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

July 6, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

იყო წარმატებული, ცნობილი ექიმი-გინეკოლოგი, იღებდე უამრავ პაციენტს, უპასუხებდე სოციალურ ქსელში შემოსულ უთვალავ შეკითხვას და ამავდროულად გყავდეს ოჯახი, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა. როგორ შეიძლება ბალანსის დაცვა კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის? რას ნიშნავს პროფესიის სიყვარული? როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ექიმს თითოეული პაციენტისადმი?.. გთავაზობთ OK!-ის გულახდილ საუბარს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, გურანდა ფხაკაძესთან.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა?

მახსოვს, ბავშვობაში ბებიას პირობა მივეცი, ვუთხარი: „რომ გავიზრდები, აუცილებლად ექიმი გამოვალ“. ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, ჩემი ოცნება იყო… დედა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გახლდათ და მუდამ ვხედავდი თეთრხალათიან ადამიანებს ჩემ გარშემო. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა ჩემში.

 

ექიმის პროფესია დაუღალავ შრომას მოითხოვს. როგორ შეძელით კარიერისა და ოჯახის შეთავსება?

ექიმის პროფესია ნამდვილად დაუღალავ შრომას, ყოველდღიურ განათლებას და უამრავ დროს მოითხოვს, რომელიც ექიმმა უნდა დაახარჯოს პაციენტებსა და საყვარელ საქმეს. ექიმი მუდმივად უნდა იდგეს პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ყოველთვის მზად უნდა იყო, რათა ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში უპასუხო პაციენტებს. ექიმისთვის არ არსებობს დღესასწაულები, დასვენების დღეები.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს მეუღლეს 2 შვილი გვყავს, ოჯახთან ერთად მარტივი არ არის თანაფარდობაში იარსებოს კარიერამ, რადგან ხშირად მათთვის მიძღვნილი სამსახურის შემდგომი დროც პაციენტებს ეთმობათ. თუმცა, ოჯახის წევრებმა იციან, რომ გვიან ღამის საათებშიც სატელეფონო ზარი თუ შემოვა, მე აუცილებლად უნდა ვუპასუხო და თუ იმ მომენტში ვერ შევძელი პასუხი, აუცილებლად მექნება უკუკავშირი. მე არ მახასიათებს, უგულებელვყო ზარები, სოციალური ქსელით შემოსული მესიჯები… ყოველთვის ყველას უნდა ვუპასუხო. სხვანაირად არ შემიძლია. მუდამ ვფიქრობ, იქნებ რა შეემთხვა პაციენტს, ასე გვიან რომ რეკავს… იქნებ რა უჭირს…

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ექიმს უყვარს თავისი პროფესია, არის მოწოდებით ექიმი, შინაგანად მობილიზებული, თანმიმდევრული და აკადემიური, მისთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას ოჯახისა და სამსახურის შეთავსება. ვფიქრობ, რაც უფრო დაკავებულია ქალი საკუთარი საქმით და განსაკუთრებით საყვარელი საქმით, ის უფრო კარგად ართმევს თავს ოჯახის საქმეებსაც.

 

პაციენტებთან ურთიერთობა რამდენად მარტივია? არსებობს „ჯადოსნური“ სიტყვები, რომელიც ყველას უნდა უთხრათ?

პაციენტთან ურთიერთობა არ არის რთული, თუ გიყვარს შენი პროფესია. ექიმი ყოველთვის უნდა ცდილობდეს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს თავის პაციენტს; აუხსნას მისი პრობლემა, რომელ დაავადებასთან აქვს საქმე და რა სახის მეთოდები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. „ჯადოსნური“ სიტყვა, რომელიც ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს, არის ის, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გექნებათ! თქვენ აუცილებლად გამოჯანმრთელდებით!

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალა აქვს ექიმის ამ სიტყვებს! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით − დაუფიქრებელი ნათქვამით ძალიან ავნოს მას. ამიტომ ჩვენი პროფესიის ადამიანებს გვჭირდება ზედმიწევნით დაფიქრება, საკუთარი ნათქვამის აწონ-დაწონა და ინფორმაციის სწორად მიწოდება პაციენტებისთვის.

 

 

რამდენი წელია რაც დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში მუშაობთ და რატომ ეს კლინიკა?

დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში ვარ კლინიკის გახსნის პირველსავე დღიდან და ეს პერიოდი უკვე ითვლის 7 წელს. რატომ ეს კლინიკა? − იმიტომ, რომ დავით აბულაძის კლინიკა არის თანამედროვე სტანდარტზე მორგებული ევროპული ხარისხის კლინიკა, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის აპარატურით და მაღალი დონის ლაბორატორიით. გარდა ამისა, კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ექიმებით. ასეთ გუნდში და პაციენტზე ორიენტირებულ, პროფესიულ გარემოში მეტად საინტერესოა მუშაობა, საქმიანობა და პროფესიული ზრდა.

 

რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი პროფესიაში?

ჩემი მთავარი მოტივატორი პროფესიულ ზრდაში არის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, მათი მადლიერი მზერა და გულიდან წამოსული სამადლობელი სიტყვები. ამაზე მეტად ძვირფასი და ფასდაუდებელი ექიმისთვის არაფერია!

 

ვიცით, რომ ბრძანდებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი-სამომავლო გეგმა, კარიერული მიმართულებით?

ამ ეტაპზე მინდა ჩემი ცოდნა და განათლება მაქსიმალურად მოვახმარო საკუთარ პაციენტებს. რაც შეეხება კარიერულ ზრდას, ექიმი ყოველთვის პროფესიული ზრდის, ახალი ინფორმაციის მოძიებისა და განვითარების პროცესშია. მედიცინა არ დგას ერთ ადგილას: ყოველთვის რაღაც იცვლება, იხვეწება, ვითარდება და ჩვენც, ექიმებიც, ამ თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ყველაზე აქტიური წარმომადგენლები ვართ. სხვაგვარად სამედიცინო სფეროში არსებობა და განვითარება შეუძლებელია.

 

რას ურჩევდით OK!-ის მკითხველს?

OK!-ის მკითხველს და ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი − გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი! დროულად მიმართეთ ექიმს არსებული პრობლემის შემთხვევაში, არ გადადოთ ვიზიტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

February 14, 2022
#OK! Preniti- შენს გემოვნებას მორგებული ნატურალური ქვის აქსესუარები

#OK! Preniti- შენს გემოვნებას მორგებული ნატურალური ქვის აქსესუარები

January 17, 2022
#OK! ჰადიდების ოჯახური იდილია: ჯიჯი ჰადიდი მამასთან, დასთან და ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

#OK! ჰადიდების ოჯახური იდილია: ჯიჯი ჰადიდი მამასთან, დასთან და ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

April 12, 2021
#OK! როგორ შენდება თბილისი – m²

#OK! როგორ შენდება თბილისი – m²

April 8, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები