• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ერთ დიდ სიყვარულზე აგებული „ზღვის სამეფო“

March 5, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დამეთანხმებით, რომ სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის ქმნის საფუძველს ბავშვის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. ჟურნალი OK! გიამბობთ ბათუმში, გიორგი შარვაშიძის 18ა-ში მდებარე საბავშვო ბაღის, „ზღვის სამეფოს“ შესახებ, რომელიც მესამე წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ბაღის უპირატესობებზე მისი დამფუძნებელი, თამარ სირაბიძე და ბაღის მეთოდისტი, მერი ჩიმაკაძე გვიამბობენ.

 

როგორია ზღვის სამეფოს შექმნის ისტორია?

(თამარ სირაბიძე): დაოჯახების პირველი დღიდან ძალიან მინდოდა საბავშვო ბაღის გახსნა, თან ამ სურვილს ამძაფრებდა ის ფაქტორიც, რომ 9 წელი ბავშვი არ გვიჩნდებოდა. ჩემს მეუღლეს – მეზღვაურ, გიორგი დევაძეს, ვთხოვდი, რომ საოჯახო საქმე დაგვეწყო და მისი თანხმობით შევქმენით საბავშვო ბაღი. ბაღის დაარსების პარალელურად კი გავხდი დედა, ეს ჩემთვის იყო უდიდესი ემოცია, ბედნიერება და ამასთანავე, დიდი მოტივაციაც. ჩემი მეუღლეც უფრო მეტად მოტივირებული გახდა და ბაღის მშენებლობაში სრულად ჩაერთო. ჩვენი მიზანი კი იყო, როგორც ჩვენი შვილებისთვის, ისე ყველა ბავშვისთვის შეგვექმნა საუკეთესო, მშვიდი და მყუდრო გარემო. ამასთანავე, მახარებდა ის ფაქტიც, რომ ვიმუშავებდი იმ სივრცეში, სადაც ჩემი შვილები ჩემ გვერდით იქნებოდნენ და განვითარების ყველა ეტაპს ჩემ თვალწინ გაივლიდნენ, ასე მათი აღზრდის ყველა საფეხურზე ინფორმირებული ვიქნებოდი. არ დავმალავ და გეტყვით, რომ სკოლის იდეაც მაქვს, მიზეზი ისევ ჩემი შვილებია.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი არის იმ კმაყოფილი დედის და ბედნიერი პატარას დანახვა, რომელსაც ბაღიდან წასვლა არ უნდა, მშობელი კი ელოდება პატარას, როდის მისცემს წასვლის უფლებას, რომ გაჰყვეს სახლში. როცა ამ შედეგს ვხედავ, სურვილი იზრდება, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო.

 

რა გამოარჩევს „ზღვის სამეფო ბაღს“ ბაზარზე?

(თამარ სირაბიძე): უპირველესად, ეს არის მიდგომა, ჩვენთან ყველა აღმზრდელი დედობრივი განწყობით არის ბავშვების მიმართ, როგორც მე ვზრუნავ საკუთარ შვილებზე, ასეთივე მზრუნველობით იხარჯები ყველა „ზღვის სამეფოს“ აღსაზრდელთან. მართლაც გამორჩეული ბავშვები ჰყავს ბაღს, მათთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა ერთდროულად საპასუხისმგებლოც და სასიამოვნოცაა. თითოეულ ჩვენთაგანს გააზრებული გვაქვს, თუ რა როლს თამაშობს სკოლამდელი აღზრდა ბავშვის განვითარებაში, 2-6 წლამდე პერიოდი, ძალიან ფაქიზი და საპასუხისმგებლო წლებია. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებს უყალიბდებათ ფსიქოლოგია და იწყებენ სოციუმთან ურთიერთობას და სწავლობენ ღირებულებებს.

 

„ზღვის სამეფოს“ გუნდი

„ზღვის სამეფოს“ მიზანია ხარისხიანი, ბავშვზე ორიენტირებული სწავლება. ადრეული განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის განათლების სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვებში სკოლის წინააკადემიური განათლების უნარ-ჩვევების განვითარებას. ამიტომაც, ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური კადრებისაგან და ბაღი ზრუნავს მათ განვითარებაზე, უზრუნველყოფს მათ თანამედროვე მიდგომებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის საჭირო რესურსებით. კმაყოფილი პედაგოგი ზრუნავს, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო ჯგუფში, რაც ხელს უწყობს ბავშვებში პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას და ხარისხიანი განათლების მშვიდ გარემოში მიღებას.

ყველა ბავშვთან ვმუშაობთ ინდივიდუალური მიდგომით, მათი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ბაღში საგანმანათლებლო პროგრამებს (მეთოდისტი) კოორდინატორთან მერი ჩიმაკაძე კურირებს, ჩვენ ერთად, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით კადრის კვალიფიკაციას, გამოცდილებას განვიხილავთ და თითქმის არასდროს არ ვცდებით.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ბავშვების სიყვარული. ჩვენ მიერ შერჩეულ კადრს უნდა შეეძლოს ბავშვებთან ურთიერთობა მათი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით. შემდგომ ეტაპზე მეთოდისტი თანამშრომლობს აღმზრდელებთან, აღმზრდელის თანაშემწეებთან და შეთანხმებულად გეგმავენ საგაკვეთილო პროცესს ბაღის კურიკულუმზე დაყრდნობით. ეს იმდენად დალაგებული ჯაჭვური მუშაობის სისტემაა, რომ ყველა რგოლი როცა გამართულად მუშაობს, შედეგიც კარგი არის.

 

 

(მერი ჩიმაკაძე, მეთოდისტი): ბაღის მთავარი მიზანია, ადრეული განათლება პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს, ამიტომაც აქ შექმნილია ბავშვზე ორიენტირებული გარემო, სადაც სწავლების პროცესში შეგრძნების ყველა ორგანო არის ჩართული და ხელს უწყობს ბავშვებში წარმოსახვითი, წინააკადემიური უნარების განვითარებას, საკუთარი თავის აღმოჩენისა და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას.

თამაში მნიშვნელოვან და ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში თამაშის როლის მნიშვნელობა საფუძვლიანად არის ხაზგასმული, ის იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, საბავშვო ბაღი „ზღვის სამეფო“ ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობასა და ფსიქოლოგიას და საგანგებოდ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი სწორედ თამაშით სწავლას მოითხოვს. მაგ: წესებიანი თამაში, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას, რაც ბავშვებს ეხმარება დისციპლინის გამომუშავებაში, სიმბოლური წარმოსახვითი თამაშები, როგორიცა: დედობა, ექიმობანა, ინტელექტუალური, ნეიროთამაშები და სხვ. მიზნობრივად არის გადანაწილებული სწავლისა და დასვენების საათობრივი ბადე ყველა ასაკობრივ ჯგუფში. საგნობრივი სწავლების საათი განისაზღვრება ასაკის შესაბამისად და ყოველი საგნის დაწყებამდე ან შემდგომ დრო დასვენებას ეთმობა. ბავშვისთვის სწავლა უნდა იყოს სახალისო და არა დამღლელი, დროის მენეჯმენტის სწორად გადანაწილება ჩვვენი მთავარი ამოცანაა.

 

სამომავლო გეგმები

საბავშვო ბაღი „ზღვის სამეფო“, შენობა-ნაგებობა, განათლება, თავის მხრივ, აკმაყოფილებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტს, თუმცა ვფიქრობ, რომ სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. მაგ: სენსომოტორული ოთახის აშენება შესაბამისი აღჭურვილობით, რაც დაეხმარება ბავშვებს გამოვლენილი აგრესიის დაძლევაში. ასევე, რაც უმთავრესია, პედაგოგების გადამზადება, მაღალკვალიფიციური ტრენერების მოწვევა. როგორც იცით, სწავლების მეთოდიკა მუდმივ განახლებაშია და ბაღის მთავარი მიზანი არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

January 30, 2023
#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

February 7, 2023
#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

January 9, 2023
#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

September 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

November 4, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები