• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ZEG-ის პროდუქცია

January 3, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

„ზეგ“ კანის მოვლის მწარმოებელი კომპანიის სახელწოდებაა. „ზეგის“ პროდუქცია შექმნილია არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან შედეგზე. ეს არის ქართულ-ბრიტანული ბრენდი, რომლის ფესვები მოდის ქვეყნიდან, რომელიც მდებარეობს ზუსტად იქ, სადაც ევროპა ხვდება აზიას, სადაც არის მცენარეული პროდუქტების საოცრად მრავალფეროვანი წყარო.

ZEG-ის პროდუქციაში მცენარეებთან ერთად გამოიყენება ბუნებრივ პროდუქტებთან თავსებადი ანტიბაქტერიული საშუალებები. პროდუქცია არ შეიცავს ტოქსინებს და მათი გამოყენება გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი.

ZEG BEAUTY-ის ენთუზიაზმით აღსავსე დამფუძნებლებს − ირინა კეიდიას და ნინო ონიანს სურდათ კანის მოვლის ბრენდით შეექმნათ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნებოდა მომხმარებლისთვის. ძლიერი ბოტანიკური მემკვიდრეობით და მდგრადობაზე ფოკუსირებით, მათ გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ბუნება სამეცნიერო მიღწევებთან, რათა მიეწოდებინათ რაღაც განსაკუთრებული, „სკინტელექტუალ“-SKINTELLECTUAL (მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია არა მხოლოდ ინგრედიენტებით, არამედ ბრენდის კულტურითა და ღირებულებებით) მომხმარებლებისთვის.

 

 

გთავაზობთ Zeg-ის პროდუქციის ჩამონათვალს:

1.სახის ზეთი − ეს არის მდიდარი მკვებავი ზეთი, რომელიც ატენიანებს გამომშრალ კანს და სძენს ბზინვარებას. სახის ზეთი Zeg შეიცავს ომეგას ძლიერ ცხიმოვან მჟავებს, პროტეინებსა და ანტიოქსიდანტებს. ეს არის 100%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ორგანული პროდუქტი. იდეალურია ღამის რუტინისთვის, ასევე − კანის მასაჟისთვის.

 

  1. ჟანგბადის შრატი − დაბინძურების საწინააღმდეგო იდეალური ფორმულა კანისთვის. ჟანგბადის შრატის მოწინავე ფორმულა შექმნილია მაღალტექნოლოგიური მეთოდით. ასევე, ფარმაკოლოგიურ ინგრედიენტ პერფლოროდეკალინის (რომელიც გამოიყენება კრიტიკულ მედიცინაში ფილტვების ჟანგბადით გასამდიდრებლად) შემცველობით, ააქტიურებს კანის კვებას, რაც მნიშვნელოვანია კერატინოციტების მეტაბოლიზმისთვის და რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ჟანგბადის შრატი სპეციალურადაა შექმნილი დატვირთული ქალაქის ცხოვრების წესისა და დაბინძურებისგან დაუცველი კანის დასაცავად.

 

  1. დამატენიანებელი მბზინავი შრატი, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ღრმა დატენიანებისა და სახის ბზინვარებისთვის. ჰიალურონს აქვს ღრმა დატენიანების უნარი, რომელიც დროთა განმავლობაში აქრობს სიმშრალეს. შრატი ასევე შეიცავს მცენარეული შაქრის კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს წყლის შეკავებას კანში, ხდის მას გლუვს, ელასტიკურს და მკვრივს. ბუნებრივი მინერალების ფხვნილი კი ქმნის ბრწყინვალე მოციმციმე ბზინვარებას და ახდენს კანის პრაიმირებას.

 

  1. ჰიალურონის კრემი Zeg − დღისა და ღამის ინტენსიური დამატენიანებელი კრემი. შეიცავს დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური ინგრედიენტების მძლავრ ნაზავს. მისი მთავარი ინგრედიენტი ჰიალურონის მჟავაა, რომელიც ადვილად შეიწოვება და მყისიერად აღადგენს ტენიანობის დონეს. ფორმულა ასევე შეიცავს ორ მსუბუქ − ჟოჟობას თესლის ზეთსა და გარგარის კურკის გულის ზეთს, რომლებიც სწრაფად შეიწოვება, არბილებს და კვებავს კანს. თითოეული ინგრედიენტი გამოიყენება მისი ყველაზე ეფექტური ფორმით და სპეციალურადაა შერჩეული უნიკალური თვისებების გამო.

 

  1. კოლაგენის სახის ნიღაბი − ნიღაბი სახის კანის ინტენსიური დატენიანებისა და აღდგენისთვის, რომელიც შექმნილია მაკა კვიციანთან კოლაბორაციით. მისი მთავარი ინგრედიენტებია კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა და ე.წ. Snow fungus, რომელსაც აქვს ჰიალურონზე ძლიერი დატენიანების თვისება. გარდა ამისა, ნიღაბი აერთიანებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეთა კოქტეილს: Perelkowiec narrow-leaved, Goji berries (goi berries), Noble dendrobium, Aloe.

მისი უნიკალური ტექნოლოგია და სტრუქტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და თვალსაჩინო შედეგებს. იგი განკუთვნილია კანის უჯრედული რეკონსტრუქციისთვის, სამედიცინო და ესთეტიკური კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ. ასევე, დაბერების საწინააღმდეგო რევიტალიზაციის პროცედურებისთვის.

 

  1. 24K ოქრო კოლაგენის მბზინავი თვალის ნიღაბი − Collagen Glow (კოლაგენ-ბზინვარება) – თვალის ნიღაბი, რომელიც შექმნილია ასევე მაკა კვიციანთან კოლაბორაციით, ღრმად დამატენიანებელი, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა და შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. შეიცავს 24K ოქროს ნაწილაკებს, რომელიც ცნობილია გამამკვრივებელი ეფექტით. თვალის ნიღაბი გაჟღენთილია ჰიდროლიზებული კოლაგენით, რომელიც ცნობილია კოლაგენის პეპტიდების სახელით. კოლაგენის ეს ფორმა დანაწევრებულია მარტივად შეწოვად ამინომჟავებად, რომლებიც ხელს უწყობს თვალის გარშემო ხაზების აღდგენას და შემცირებას. ნიღაბი შეიცავს Chondrus Crispus (მცენარის) ექსტრაქტს, რომელიც აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე, შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამცირებს Tyrosinase-ის წარმოქმნას, რითაც ანიჭებს კანს ნათელ ელფერს, და Rosa Rugos-ის ყვავილის ზეთს, რომელიც დამატებით, ამშვიდებს თვალქვეშა ნაზ კანს.

 

  1. Zeg-ის D ვიტამინის ტანის კრემი − ადვილად შეწოვადი, სასიამოვნო ტექსტურის სხეულის დამატენიანებელი შეიცავს D3 ვიტამინის ფორმას, სახელწოდებით ქოლეკალციფეროლს, რაც დატენიანებასთან ერთად, კვებავს კანს. პროდუქტი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და დამატენიანებელ ჰიალურონის მჟავას. დამატებით, ის შეიცავს გვირილის ექსტრაქტს, რომელიც ამშვიდებს კანს.

 

  1. მამაკაცის წვერის მოვლის საშუალება, მამაკაცის წვერის ზეთი − მამაკაცის წვერის მოვლის ძვირადღირებული პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია 100%-ით ორგანული ინგრედიენტებით. ეს არის სასარგებლო და მკვებავი ზეთების ნაზავი, რომელიც აერთიანებს მცენარეებიდან გამოყვანილ ომეგა 3, 6, 7 და 9-ს. 100%-ით სუფთა, 100%-ით ორგანული, 100%-ით აქტიური. მამაკაცის მოვლის ეს პროდუქტი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ასევე გაეცანი

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025
#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯოშ დუჰამელი და ოდრა მარი დაქორწინდნენ (ფოტოები)

#OK! ჯოშ დუჰამელი და ოდრა მარი დაქორწინდნენ (ფოტოები)

September 12, 2022
#OK! მონტესორის საბავშვო ბაღი

#OK! მონტესორის საბავშვო ბაღი

November 30, 2022
#OK! პროფესიად ქცეული გატაცება და მოგზაურობა დოდოკას ნაქსოვ სამყაროში

#OK! პროფესიად ქცეული გატაცება და მოგზაურობა დოდოკას ნაქსოვ სამყაროში

May 5, 2023
#OK! ტესტი: Met Gala Quizz – ხარ თუ არა მოდის გურუ?

#OK! ტესტი: Met Gala Quizz – ხარ თუ არა მოდის გურუ?

May 3, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები