• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ხელოვნება, როგორც თვითგამოხატვის საშუალება

March 10, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read

OK! წარმოგიდგენთ ნიჭიერ მხატვარს, ნინა ურუშაძეს, რომელიც ექსპრესიულობას, ინტუიციას და თავისუფლებას ანიჭებს უპირატესობას. მისთვის ხელოვნება ემოციის გადმოცემის ყველაზე გულწრფელი გზაა, სადაც წესებს ინსტინქტები ცვლის. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენს რესპონდენტს უკეთ გაგაცნობთ.

 

 

უპირველესად გაეცანით ჩვენს მკითხველს.

მე ვარ ნინა ურუშაძე – მხატვარი.

ჩემთვის ხელოვნება ერთდროულად თავისუფლება, თვითგამოხატვა და კომუნიკაციის ფორმაა. ტილოზე გადმომაქვს ის, რასაც სიტყვებით ვერ ვამბობ – ემოცია, იმწუთიერი განწყობა, რაღაც მოუხელთებელი მომენტები, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვრჩეს. არ მიყვარს ჩარჩოები, არც სტანდარტული წესები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ექსპერიმენტებით ვიპოვო გადმოცემის ახალი გზა.

 

 

რა ასაკიდან დაინტერესდით პროფესიულად მხატვრობით? როდის მოვიდა ხელოვნების სიყვარული?

ხატვა ბავშვობიდანვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ვხატავდი ძალიან პატარა ასაკიდან, სკოლაში მახსოვს საკუთარი რვეულის უკანა გვერდებს რომ ამოვწურავდი მეგობრების რვეულებს ვავსებდი ჩანახატებით. გაკვეთილის მოსმენის დროსაც პარალელურად უნდა მეხატა ეს აუცილებელი მოცემულობა იყო. თავიდან ეს უბრალოდ გართობად მეჩვენებოდა, შემდეგ – აზრების ჩამოყალიბების ინსტრუმენტი გახდა, საბოლოოდ კი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. არასდროს მისწავლია აკადემიურად ხატვა, რადგან ყოველთვის მინდოდა, ეს პროცესი ჩემით გამომეცადა, ინსტინქტურად, ყოველგვარი წესებისა და დოგმების გარეშე. ასე რომ, ხელოვნების სიყვარული ჩემში სულ იყო, უბრალოდ დროთა განმავლობაში უფრო გამყარდა და საბოლოოდ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

 

 

საიდან მოდის შთაგონება? რა გაძლევთ მუზას?

შთაგონება შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს – შეიძლება ეს იყოს ვინმეს საუბრის ან ჯდომის მანერა, შემთხვევითი მზერა, ნახევრად მოსმენილი ამბავი და სხვა. უმეტესად სხვისთვის ძალიან უმნიშვნელო დეტალი, ჩემთვის სულ შემთხვევით ხდება ინსპირაციის წყარო. ზოგადად მუზა და ინსპირაცია მოდის მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდები. სწორედ ეს დაუგეგმავი იმპულსები არის ყველაზე სასიამოვნო, ასეთ დროს საშინლად მეჩქარება ჩანახატის გაკეთება და იდეის ჩანიშვნა.

ზოგადად ვცდილობ ხატვა არ გახდეს რუტინა. არის მომენტები და სიტუაციები  როცა საერთოდ არაფრის ხატვა არ მინდა, თუმცა ამას პრობლემად არ ვთვლი – შექმნის პროცესი ვერ იქნება მუდმივად ერთნაირად ინტენსიური, ხანდახან პაუზაც საჭიროა.

 

 

ყოველთვის იცით, რა დახატოთ?

არა, ზოგჯერ უბრალოდ ვიწყებ, თუნდაც ერთი ფერით ან ხაზით, და ნამუშევარი თვითონ მიყვება თავის გზას. ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ ესაა, წარმოსახვაში არსებული ბუნდოვანი იდეა რომ ნელ-ნელა იძენს ფორმას. ბევრჯერ დამიხატავს რაღაც, მერე გადამიხატავს, ან საერთოდ წამიშლია და თავიდან დამიწყია, სრულიად ახალი ხედვით. ეს პროცესი ყოველთვის სპონტანურია, წინასწარ გაწერილი გეგმის გარეშე – და ეს მაძლევს ყველაზე დიდ თავისუფლებას.

 

 

რა განცდა მოაქვს თქვენში ხატვის პროცესს?

როცა ვხატავ, არანაირი წესები არ არსებობს – ვართ მხოლოდ მე და ტილო. ეს ჩემთვის ყველაზე თავისუფალი მდგომარეობაა. არ ვფიქრობ იმაზე, როგორი უნდა იყოს შედეგი, არავის ვუმტკიცებ არაფერს – უბრალოდ, ვაძლევ თავს უფლებას, გამოვხატო ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ. შემდეგ უმეტეს მათგანს კედლისკენ ვატრიალებ რომ ხშირად არ ვუყურო, თორემ დაუსრულებლად მინდება გადაკეთება და ცვლა.

 

 

რას ემსახურება თქვენი შემოქმედება და რას უყვება ის ადამიანებს?

ფიგურალური სტილის მხატვრობა მაინტერესებს განსაკუთრებით, რადგან მასში შემიძლია გადმოვცე არა მხოლოდ სხეულის, ობიექტის ფორმები, არამედ რაღაც, რაც ბევრად ღრმაა და რისი გადმოცემა სიტყვებით შეიძლება გამიჭირდეს.

არ მიყვარს ზედმეტად დეტალიზებული სიუჟეტები – ვთვლი, რომ მაყურებელს უნდა ჰქონდეს სივრცე, რომ თავისი გადმოსახედიდან შეაფასოს ტილო. ემოცია ყოველთვის მისახვედრია, ზოგჯერ დელიკატურად, ზოგჯერ პირდაპირ, მაგრამ მისი აღქმა მაყურებლის შინაგან მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული.

უმეტესად ვცდილობ, ნამუშევრებში პოზიტიური ენერგია ჩავდო – დაკვირვებული ვარ, რომ მაშინაც კი, როცა ცუდ ხასიათზე ვხატავ, ვერიდები სიუჟეტის დამძიმებას და გაუცნობიერებლად ვცდილობ, ნამუშევარი გამოვიდეს უფრო დედებითი მუხტის მატარებელი, ასე საკუთარ თავს ვამხნევებ პირველ რიგში ასე მგონია, და შემდგომში ტილოს მფლობელსაც მინდა ეს ჩემი დამოკიდებულება გადავცე.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში ჩემი ნამუშევრები ორ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი – მადრიდსა და პარიზში, მაქვს შემოთავაზებებიც და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე საერთაშორისო პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც ძალიან მახარებს. თუმცა შემოქმედებითი კუთხით მთავარი მაინც ძიებაა. მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი აღმოვაჩინო საკუთარ თავში – ახალი ტექნიკა, მეთოდი, გზა, რომლითაც ნამუშევარი მაყურებლამდე მივა.

ჩემთვის ხელოვნება არ არის სტატიკური – ეს არის ცოცხალი, ცვალებადი, მუდმივად განვითარებადი პროცესი, რომლის გაჩერებას არ ვგეგმავ.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ცნობილი ქართველები, რომლებიც უკრაინას მხარს საჯაროდ უჭერენ

#OK! ცნობილი ქართველები, რომლებიც უკრაინას მხარს საჯაროდ უჭერენ

February 28, 2022
#OK! “ის არ არის აყვანილი, ის ჩემი ქალიშვილია” – ნაომი კემპბელის პირველი ფოტოსესია ქალიშვილთან ერთად

#OK! “ის არ არის აყვანილი, ის ჩემი ქალიშვილია” – ნაომი კემპბელის პირველი ფოტოსესია ქალიშვილთან ერთად

February 14, 2022
#OK! “მახსენდება დამოუკიდებლობის მოედანი” – პოლ მაკარტნი უკრაინაში 2008 წელს კონცერტის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს

#OK! “მახსენდება დამოუკიდებლობის მოედანი” – პოლ მაკარტნი უკრაინაში 2008 წელს კონცერტის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს

March 9, 2022
#OK! ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეული

#OK! ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეული

March 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები