• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! WOMEN’S LIFE – ქუთაისი

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ნინი გორდაძე და ქეთი ჟორჟოლიანი ბავშვობიდან მეგობრობენ, საერთო მიზნებითა და იდეებითაც გამოირჩეოდნენ, თუმცა ყველაფერს პანდემიის პერიოდმა შეასხა ფრთები. ნინიმ რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში პირველი საბავშვი ფოტოსტუდია „Photostudio 100“ გახსნა, ამ სივრცეს მალევე ქეთიც შეუერთდა დ Dress Studio შექმნა, სადაც პატარებსა და ზრდასრულებს სამოსის გაქირავების მომსახურებას სთავაზობს. ნინი და ქეთი თავიანთ სტუდიასთან ერთად სხვადასხვა კომპანიაში პიარ- და სოცმედია მენეჯერებად მუშაობენ.

რაც ყველაზე საინტერესოს ხდის ამ ორი ადამიანის საქმიანობას, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფეისბუქ ჯგუფი „Women’s Life – ქუთაისია“, რომელმაც ქუთაისელი ქალბატონებისთვის უბრალო ჯგუფზე მეტი შეძლო.

ნინი გორდაძე – მე და ქეთი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, საინტერესო ხედვებითა და უკვე განხორციელებული იდეებით.

ქეთი ჟორჟოლიანი – პირველ რიგში კომფორტულად ვართ და საინტერესო საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ. ერთმანეთის ხედვებიც შევისწავლეთ და უკეთეს აზრამდე ერთობლივად მივდივართ. არ გვქონია მომენტი, რაიმე სახის წინააღმდეგობაში მოვსულიყავით, უკვე უთქმელადაც გვესმის ერთმანეთის და წინასწარ ვიცით აზრი ნებისმიერ საკითხზე.

სკოლის წლებიდან ვმეგობრობთ, შემდეგ ჩვენი მეუღლეებიც და შვილებიც ისე დამეგობრდნენ, როგორც ჩვენ. მოკლედ, ეს კიდევ ერთი დიდი კომფორტია კარიერულ განვითარებაში, როდესაც ოჯახის წევრები ასე ერთსულოვნად გვიდგანან გვერდით, ამის გარეშე ალბათ არაფერი გამოგვივიდოდა.

ნინი გორდაძე – იდეა, რომელიც პანდემიის დროს გაგვიჩნდა, მალევე მოვიყვანეთ სისრულეში და ქალბატონებს საშუალება მივეცით ჯგუფი სრულად მომსახურებოდა მათ ინტერესებს, დაკეტილი მაღაზიების თუ საჭირო დაწესებულებების უფუნქციობის ფონზე ერთმანეთში ადვილად გაეცვალათ საჭირო ინფორმაცია. თურმე იმდენად სჭირდებოდათ მსგავსი სივრცე, რომ ჯგუფი რამდენიმე საათში გააქტიურდა ზუსტად იმ დატვირთვით, როგორც წარმოგვედგინა. მაშინ ჯგუფი ერთმანეთის დასახმარებლად შევქმენით და არც გვიფიქრია, თუ ეს სივრცე ყველაფერთან ერთად ჩვენთვის ჩვეულებრივი ანაზღაურებადი სამსახურიც იქნებოდა.

 

– სახელწოდების შერჩევა როგორ მოხდა?

– სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრეთ. გვინდოდა ჩვენი ქალბატონების ყოველდღიურობის ამსახველი ყოფილიყო.

– რა კრიტერიუმებით ხდება ინფორმაციის გამოქვეყნება?

– პირველ რიგში ვფილტრავთ, პირდაპირ არ ვადასტურებთ არც წევრებს და არც პოსტებს, ასე ხარისხს ვინარჩუნებთ.

– რა არის „Women’s Life – ქუთაისის“ მთავარი სათქმელი?

– პირველ რიგში ადამიანების გვერდით დგომა. ქალებს, რომლებსაც სჭირდებათ ამა თუ იმ ინფორმაციის, რჩევის მიღება, თუნდაც დაკარგული ნივთის პოვნა, ჩვენ რამდენიმე წუთში ვადასტურებთ. ასევე ანონიმური ისტორიები, როცა არ სურთ სახელისა და გვარის დაფიქსირება, ზუსტად იციან, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხში აქ აუცილებლად დაეხმარებიან. ქველმოქმედებაც არ გვრჩება ყურადღების მიღმა. ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, რაც ძალიან სასიხარულოა.

– ქველმოქმედება ახსენეთ, ალბათ ბევრია, დასამახსოვრებელი რა გახსენდებათ?

ნინი – გასახსენებლად განსაკუთრებით ემოციურია, როცა შეტყობინება მივიღეთ, რომ ერთ-ერთ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. ეს იყო ზუგდიდში. ცრემლების მომგვრელია ამ ამბის გახსენება იმიტომ, რომ დედა გარდაიცვალა და მამას 5 ობოლი შვილი დარჩა. ახალი წელი ახლოვდებოდა. ჯგუფის წევრებთან ერთად შევაგროვეთ პროდუქტი, საახალწლო ნივთები, ნაძვის ხე, ნათურები, სათამაშოები. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მათი საჭიროებისთვის აუცილებელი ყოფილიყო. მობილური ტელეფონიც შეუძინა ერთ-ერთმა წევრმა უფროს ბავშვს. მათთან ჩასულებს საოცარი სითბო და სიყვარული დაგვხვდა. გვეფერებოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ. ბევრი საქველმოქმედო საქმე გაგვიკეთებია, მაგრამ დედის გარეშე დაჩენილი შვილების ის ემოცია ჩვენთვის დაუვიწყარია.

– რას ნიშნავს ეს ჯგუფი თქვენთვის?

ქეთი – ეს ჯგუფი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. როდესაც მოდიან სტუდიაში, ან სარეკლამო გადაღების დროს ვხვდებით ქალბატონებს, ყოველთვის გვესმის, თუ როგორ ვეიმედებით ჩვენ და ის საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ეს ჯგუფი ინახავს. ის ნდობა, რომელსაც ვამართლებთ, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღის მანძილზე 300-ზე მეტი პოსტის დადასტურება გვიწევს. რომ წარმოვიდგენთ, დღის მანძილზე ამ ქალაქის ამდენ ადამიანს ვახსენდებით, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? 2021 წელს რატომღაც ჯგუფი გაგვიუქმეს. რამდენიმე წუთში უამრავი ადამიანი გვწერდა, გვირეკავდა, თუ რა ხდებოდა, დახმარების სურვილი უჩნდებოდათ და მათი მხარდაჭერით იმავე დღეს თავიდან შევქმენით და დღეს უკვე გადავაჭარბეთ იმ რიცხვს, რამდენიც ვიყავით. ამჟამად ჯგუფში 34 000-მდე ქალბატონია.

ნინი – ჩემთვის ეს პატარა სამყაროა, სადაც მე და ქეთი ჯგუფის გოგონებთან ერთად ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თითქმის 24 საათის განმავლობაში გვიწევს მუშაობა, რათა პოსტების დადასტურება სწრაფ რეჟიმში მოხდეს და უმოკლეს დროში მიიღონ სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ალბათ ეს გვაძლევს ძალას, ვიყოთ უფრო მოტივირებულნი და განვითარებისკენ ორიენტირებულნი.

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო

#OK! ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო

May 28, 2021
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

December 28, 2022
#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები Zendaya-ს შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები Zendaya-ს შესახებ!

September 1, 2021
#OK! ესთეტიკის ცენტრი New Day – მრავალწლიანი გამოცდილება სილამაზის სფეროში

#OK! ესთეტიკის ცენტრი New Day – მრავალწლიანი გამოცდილება სილამაზის სფეროში

June 21, 2024

კვირის ჰიტები

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

December 22, 2025
ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
#OK! Variety-ის კრიტიკოსებმა 2025 წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელეს

#OK! Variety-ის კრიტიკოსებმა 2025 წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელეს

December 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები