• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! WEBUILD COMPANY – კრეატიული არქიტექტურული დიზაინი და კონცეფცია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

WeBuild Company გამორჩეული ხარისხის, დიზაინისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელ კორპუსებსა და კომპლექსებს ქმნის. იგი სამი წლის წინ სამმა მეგობარმა: საბა სოსებაშვილმა, თორნიკე ხაჭაპურიძემ და დავით დევდარიანმა დააფუძნა. ნაგებობები ადგილობრივ არქიტექტურასა და კულტურაზე, ასევე პოტენციური მცხოვრებლების სურვილებზეა მორგებული. როგორც თავად აღნიშნავენ, მომხმარებლის პირობები და აზრები ყოველთვის გათვალისწინებულია და ამავდროულად, კომპანია არასტანდარტული დაგეგმარებების შეთავაზებითაც გამოირჩევა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! დამფუძნებლებს გაესაუბრა.

 

გვიამბეთ კომპანიის შექმნის ისტორია, როგორ გაჩნდა იდეა?

WeBuild Company 2020 წელს დავაფუძნეთ. სამივე დამფუძნებელი ბაღიდან და შემდგომ პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობის იდეა წლების წინ, თბილისში გაჩნდა. თუმცა დედაქალაქში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარებულმა და ათვისებულმა ბაზარმა გადაგვაწყვეტინა, რომ აღნიშნული საქმიანობა ქუთაისში გაგვეხორციელებინა. მანამდე საბანკო/საფინანსო და მშენებლობის სფეროში ვმუშაობდით. ამ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ ჩვენი მიზნების შესრულებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

 

გვესაუბრეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ.

ამ ეტაპზე, WeBuild კომპანიის ძირითადი მიზანია არაშაბლონური, გამორჩეული დიზაინისა და კონცეფციის საცხოვრებელი კორპუსები და კომპლექსები შექმნას, რომელიც ადგილობრივ არქიტექტურასა და კულტურას მოერგება და ასევე, პოტენციური მცხოვრებლების სურვილებს დააკმაყოფილებს.

 

ვინ არიან კომპანიაში დასაქმებული ადამიანები? გვესაუბრეთ გუნდის შესახებ.

კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური მშენებლებითაა დაკომპლექტებული. დიდი გამოცდილება აქვთ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, როგორც საცხოვრებელი კორპუსების, ასევე სავაჭრო და ბიზნესცენტრების მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ტექნიკური ჯგუფის საქმის მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებას, რაც შესაბამისად აისახება მშენებლობის ხარისხზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ გუნდს, იურიდიული და საბუღალტრო მიმართულებით გვყავს კადრები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ჩვენი, ანუ დამფუძნებლების პირადი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ჩვენს თავზე ავიღოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ფინანსები, მარკეტინგი, ლოჯისტიკა და ­ა.შ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კომპანიის მაღალეფექტურობაზე აისახება. ამ ეტაპზე გვყავს 10-მდე მუდმივი თანამშრომელი და 20-მდე კონსტრუქტორი, კერძო პირი, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან და სხვადასხვა მომსახურებას გვიწევენ.

 

მთავარი ნიშა, რომელიც WeBuild Company-ს გამოარჩევს.

მთავარი ფაქტორი, რაც სხვა კომპანიებისაგან გამოგვარჩევს, არის ის ხედვა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. კრეატიული არქიტექტურული დიზაინი და კონცეფცია, რომელიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც არსებულ, ისტორიულ დაგეგმარებას, ასევე თანამედროვე გამოწვევებსა და ხედვებს. ჩვენთვის აღნიშნული საქმიანობა არ არის მხოლოდ კომერცია. ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ისეთი რამ, რითიც ვიამაყებთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მის შექმნაში მონაწილე თითოეული ადამიანი.

 

რა სახისა და ხარისხის მასალას იყენებთ მშენებლობისას და როგორია მუშაობის პროცესი?

მშენებლობის პროცესში ადგილობრივ ბაზარზე არსებულ უმაღლესი ხარისხის მასალებს ვიყენებთ. თითოეულ ეტაპზე, ჩვენთან ერთად, დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული. ჩვენი მიდგომა ასეთია – ნაგებობამ საუკუნეებს უნდა გაუძლოს. შესაბამისად, კარგსა და საუკეთესოს შორის, ჩვენი არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა. ვიხილეთ რა, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში მაღალი ხარისხი. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მომუშავე კომპანია ისეთივე პასუხსიმგებლობით მიუდგება უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენ.

 

გაგვაცანით მიმდინარე პროექტები.

WeBuild „მწვანეყვავილა“ ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტია, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტი ქუთაისის ისტორიულ უბანში, საფიჩხიაზე, გელათის ქუჩა ნომერ 91-ში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა ადგილმდებარეობით, ვიზუალით, გამწვანებული გარემოთი, საინტერესო მულტიფუნქციური კონცეფციითა და უნიკალური ხედებით – ბაგრატის ტაძარზე, რიონის ხეობაზე, ბოტანიკურ ბაღზე და ა.შ. ყველა საჭირო ტექნიკური სამუშაო ჩატარდა იმისათვის, რომ ნაგებობის მდგრადობა გარანტირებული იყოს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი ხიმინჯების მოწყობა აღმოჩნდა, რაც დამატებით უზრუნველყოფს შენობის უსაფრთხოებას. აღნიშნულ ვიზუალზე და არქიტექტურულ პროექტზე იზრუნა შპს. “მა არქიტექტს”-მა.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ვცდილობთ, მომხმარებლებთან მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ და მათი პირობები და აზრები გავითვალისწინოთ. არასტანდარტულ დაგეგმარებებს ვთავაზობთ. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, დიზაინერებისა და არქიტექტორების დახმარებით თავიანთი ბინების დაგეგმვის შესაძლებლობას ვაძლევთ. გარდა ამისა, ბინას ნებისმიერ მოთხოვნილ კონდიციაში ვაბარებთ. პერიოდულად აქციები გვაქვს. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში იყო შეთავაზება – მწვანე კარკასი თეთრის ფასად, რომელიც რამდენიმე მომხმარებელმა გამოიყენა. ასევე, გვაქვს აქცია აღდგომის პერიოდში.

 

დაბოლოს, როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

2023 წლის ბოლომდე დავიწყებთ ახალი პროექტის მშენებლობას, რომელიც მიმდინარე პროექტის ანალოგიურად, გამორჩეული იქნება. ასევე, ხუთამდე მუდმივი თანამშრომლის დამატებას ვაპირებთ. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გეგმებს, ვაპირებთ, რომ ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ავითვისოთ როგორც საცხოვრებელი, ასევე სხვადასხვა მულტიფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებით. სამომავლოდაც, ჩვენი ხედვა იქნება ერთი – ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი ქმნიდეს დამატებით ღირებულებას იმ გარემოსთვის, სადაც ის იქნება.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 27, 2022
#OK! “მის სამყარო 2021” მექსიკელი ინჟინერი ანდრეა მეზა გახდა

#OK! “მის სამყარო 2021” მექსიკელი ინჟინერი ანდრეა მეზა გახდა

May 17, 2021
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023
#OK! ქეით მოსის იშვიათი გამოჩენა: პაემანზე მიმავალი 48 წლის სუპერმოდელი მეგობარ მამაკაცთან ერთად

#OK! ქეით მოსის იშვიათი გამოჩენა: პაემანზე მიმავალი 48 წლის სუპერმოდელი მეგობარ მამაკაცთან ერთად

March 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები