• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატებული ქართველი ქალის კომპანია ნიუ-იორკში

March 2, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა განათლებას მოაქვს

 

დღევანდელი ჩვენი გმირი წარმატებული, ენერგიული და თავდაჯერებული ქალია. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ნიუ-იორკში მცხოვრებ წარმატებულ ქალბატონს, კომპანიის Powerful Management, Leadership&Technology Center-ის დამფუძნებელს, მეგი ქურდაძეს.

 

რა მოლოდინები გქონდათ და რა მოგცათ ამერიკამ?

ამერიკაში დიდი გეგმებითა და იდეებით ჩამოვედი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში  წარმატების მიღწევას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ვფიქრობ, აქ ახალჩამოსულ ადამიანს უპირველესად მშვიდი გარემო, პოზიტიური განწყობა და ფინანსური სტაბილურობა ესაჭიროება. ამ ყველაფრის შემდეგ კი შეგიძლია გეგმების განხორციელება დაიწყო.

თავდაპირველად მუშაობა დავიწყე ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში მინიმალურ ხელფასზე, თუმცა მადლიერი ვარ იმ კომპანიის, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.

 

 

ხშირად უთქვამთ, საქართველოში მიღებული განათლება უცხო ქვეყანაში არ გამოგადგებაო, რაც სრულიად მცდარი მოსაზრებაა. ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოსა და ევროპაში მიღებული განათლება ნამდვილად დამეხმარა ამერიკაში წარმატების მისაღწევად. პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა კურსი ამერიკაშიც გავიარე.

 

2016 წელს დავაფუძნე ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია და შევძელი ჩემ მიერ დასახული მიზნებისა და გეგმების განხორციელება.

 

ამერიკამ მომცა დიდი პროფესიული გამოცდილება, მასწავლა საქმიანი ურთიერთობები, ის, რომ არ უნდა შეგეშინდეს  ახალი გამოწვევების.  დამანახვა, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა ისწავლოს და იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე. ამ ქვეყანამ მომცა დამოუკიდებელი ცხოვრების დიდი გამოცდილება.

 

გაგვაცანით თქვენი კომპანია…

 

Powerful Management, Leadership&Technology Center  PMLT (www.pmltusa.com ) არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომლის  სათავო ოფისი მდებარეობს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში.

კომპანია შემდეგი მიმართულებით მუშაობს:

მთავრობების გაძლიერება – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების უზრუნველყოფა კონსულტაციით, ამერიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრების უზრუნველყოფა, პროფესიული ზრდა და განვითარება.

 

ბიზნესის განვითარება – სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებით: პროექტების მართვა, მარკეტინგი და პროფესიული უნარების soft skills-ის განვითარება.

 

ქალთა როლის გაძლიერება – ქალთა უფლებების შესახებ განათლების უზრუნველყოფა, ქალთა როლის გაძლიერებისათვის ტრენინგებისა და networking ღონიძიებების მოწყობა. მათი წარმატების მიღწევის ხელშეწყობა.

 

ახალგაზრდა ლიდერების სკოლა – 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, დიპლომატიური საკითხების შესწავლა და უნარების განვითარება, გაეროს მოდელირების პროგრამაში მონაწილეობისთვის მზადება და ჩართულობა.

 

ტექნოლოგიების დანერგვა – ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სხვადასხვა ორგანიზაციაში. გამოყენების შესწავლის ტრენინგების უზრუნველყოფა.

 

 

ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან. PMLT-ის მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება. კომპანია უზრუნველყოფს ასევე ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით კონფერენციების, ტრენინგებისა და შეხვედრების უზრუნველყოფას.

 

როგორია თქვენი ერთი დღე ნიუ-იორკში?

 

დრო ძალიან ძვირფასია, მით უმეტეს, როდესაც ცხოვრობ ჩქარ და ქაოსურ ნიუ-იორკში. ასე მგონია, დრო აქ ძალიან სწრაფად გადის და ამიტომაც აუცილებელია შეძლო მისი ეფექტურად გადანაწილება.

 

ჩემი დილა იწყება ყავით და გეგმით – ჩამოწერილი მაქვს ე. წ. Tasks-დავალებები, რაც იმ დღეს უნდა შევასრულო. თუ დღის ბოლოს გეგმა შესრულებული მაქვს, მაშინ ჩავთვლი, რომ ის დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო.

 

ვარ რამდენიმე დიდი ორგანიზაციის წევრი, ერთ-ერთია New York Building Congress, ასევე გაეროს ორგანიზაცია და სხვ. ეს ორგანიზაციები ხშირად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც შეგიძლია შენს პოტენციურ ბიზნესპარტნიორს შეხვდე. ეს ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად.

 

 

 

თქვენი აზრით, რას მოაქვს წარმატება?

 

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გქონდეს წარმატების მიღწევის სურვილი და მოტივაცია. ასევე, მოთმინების უნარი, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა წარმატების მიღწევის საწინდარია. არ უნდა შეუშინდე დაბრკოლებებს  და არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ რაიმეს ვერ მიაღწევ და ვერ შეძლებ, „არ“ და „ვერ“ – ეს სიტყვები საერთოდ უნდა დაივიწყო.

 

რას ეტყოდით ქალებს?

 

იყავით მიზანდასახულები და გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. ჩემი აზრით, თავდაჯერებულობა და რწმენა განათლებას მოაქვს. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სფერო და იარეთ წინ თქვენი მიზნისკენ.

 

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, საქართველოსაც უკავშირდება. წამოსვლის დღიდან ჩემი მიზანი იყო, მიმეღწია წარმატებისთვის, რათა შემდგომ ჩემი სამშობლოსთვის გამეკეთებინა ბევრი სასარგებლო რამ. ვფიქრობ, ის გამოცდილება და კონტაქტები, რაც აქ დავაგროვე, ჩემს ქვეყანას გამოადგება. ამ ცხრა წლის განმავლობაში, ბევრ საკითხში გავერკვიე და შემიძლია სხვადასხვა სფეროში ექსპერტის დონეზე ვიმუშაო.

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როდესაც  ჩემი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე, პირველი ვიზიტი სწორედ  თბილისის მერიის წარმომადგენლების ამერიკაში ჩამოყვანა იყო. ისინი შეხვდნენ ნიუ-იორკის  მერიის და გაეროს წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა თბილისის მერიის წარმომადგენლებისთვის.

 

უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს. ჩემს ქვეყანაში სხვადასხვა პროექტის განხორციელება მსურს. ჩემი განათლება და გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა, რომელიც ამ ქვეყანაში მაღალ დონეზე დავაგროვე, მინდა მოვახმარო ჩემს სამშობლოს იმ დოზით, რა დოზითაც მას სჭირდება.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! მაღალი მოდის ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ

#OK! მაღალი მოდის ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ

March 7, 2022
#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი ვერსაჩეს ჩვენებაზე

#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი ვერსაჩეს ჩვენებაზე

September 29, 2021
#OK! 10 რჩევა 100 წლის აირის აპფელისგან

#OK! 10 რჩევა 100 წლის აირის აპფელისგან

September 4, 2021
#OK! House Of Gucci-ის ვარსკვლავების კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ფილმის ლოს ანჯელესურ პრემიერაზე

#OK! House Of Gucci-ის ვარსკვლავების კიდევ ერთი გლამურული გამოჩენა ფილმის ლოს ანჯელესურ პრემიერაზე

November 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023
#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

March 23, 2023
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 26, 2023
#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ

#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ

March 25, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×