• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! წალკის კანიონის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„კასს ლენდი“ წალკის კანიონზე უნიკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტი კომპანია KASS LAND-ის (ისრაელი) ინვესტიციით ხორციელდება. იდეა 2018 წელს გაჩნდა და მიზნად ისახავს როგორც წალკის კანიონის, ისე მთლიანად ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც აუცილებლად სანახავი ადგილისას, სადაც შესაძლებელია შემეცნებითი რეკრეაციის გზით უამრავი ახალი ემოციის მიღება. ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულდება და ივლისში იგეგმება კომპლექსის გახსნა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა პროექტის მენეჯერ ანა შანიძესა და კონცეფციის მთავარ დიზაინერ თომერ მორ იოსეფს.

 

default

რითაა პროექტი უნიკალური და მნიშვნელოვანი?

(თომერი):  პროექტი მნიშვნელოვანი და უნიკალურია თავისი მასშტაბურობითა და კომპლექსურობით, სხვა ანალოგურ პროექტებთან მიმართებაში. მას განსხვავებულობას სძენს დაცული ტერიტორიების ხიბლი და ის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა შერწყმულია ბუნების ხელუხლებელ ძეგლთან, იმგვარად, რომ მთლიანი ლანდშაფტის ავთენტურობა არ ირღვევა. ეს კი ერთიორად ალამაზებს და უნიკალურს ხდის ამ ადგილს. გარდა ბუნების ძეგლისა, პროექტს გამოარჩევს კანიონზე გადაჭიმული 240 მ მინის ხიდი, რომლის შუაში დაკიდებული იქნება ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, საიდანაც გადაიშლება ულამაზესი ხედები კანიონზე. აღსანიშნავია, რომ ბუნებასთან დაკავშირებული პროექტები ყოველთვის რთულია და მოითხოვს დამატებით კრეატიულობას. ეს ჰგავს ბეწვის ხიდზე გავლას, სადაც ერთი მხრივ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინო UX (მომხმარებლის გამოცდილება) და მეორე მხრივ, არ დაივიწყო ძირითადი ობიექტი − ბუნება, რომელიც სანახავი და შესაგრძნობია.

 

როგორ გაჩნდა ხიდის შექმნის იდეა?

(თომერი):  მიზანი იყო, რამენაირად შემექმნა ექსტრემალური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი მომენტი, რომელიც სტუმრებში ხუთივე გრძნობას გააღვიძებდა და მათ მთელი ცხოვრება დაამახსოვრებდა თავს.

იდეა მოდის თავად კანიონის V-ს მსგავსი ფორმიდან. კანიონის მარჯვენა და მარცხენა მხარეების სავალი ნაწილები იდეალურად უკავშირდება ერთმანეთს ხიდის მეშვეობით, რომელიც 250 მეტრ სიმაღლეზე, უძველესი ქვების, მცენარეებისა და მდინარის თავზე გადადის. იმ მდინარის, რომელიც ამ სიმაღლიდან წვრილი, ლურჯი ზოლივით მოჩანს. დაპროექტებისას, V-ს ფორმის კანიონის ზომა მაქსიმალურად შევამცირეთ და გარდავქმენით „ბრილიანტის“ ფორმად, რომელიც ხიდზე გასაჩერებელი წერტილია. „ბრილიანტის“ წვეტი კი ზუსტად მის ქვეშ გამავალ მდინარეზე მიუთითებს.

შეგრძნებები „ბრილიანტში“ უბრალოდ შთამბეჭდავია − თითქოს გამოკიდებული ხარ სიცარიელეში და 360 გრადუსით უყურებ ღმერთის ქმნილებას − კანიონის ორ მასიურ კედელს.

ამ პროექტზე მუშაობისას, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შუშის ხიდისა და „ბრილიანტის“ იმგვარად დაპროექტება, რომ უპირველეს ყოვლისა, იგი სტუმრებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო და ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა დიზაინის პირველადი იდეა. ჩვენმა ინჟინრებმა და კონსულტანტებმა დიდი მახვილგონიერება გამოიჩინეს და მუშაობის პროცესში უამრავი ვერსია და გამოსავალი შემოგვთავაზეს, რაც დაგვეხმარა ჩაფიქრებული დიზაინის შენარჩუნებაში.

ხიდის ფერები და მასალები გულდასმით შევარჩიეთ და ამასთან ერთად, ჩავუტარეთ ერთწლიანი შემოწმება, იმის დასადგენად, თუ როგორ ზემოქმედებს მათზე წლის სეზონური ცვლილებები.

დარწმუნებული ვარ, აქ მოსული სტუმრები აღმოაჩენენ ფანტასტიკურ პროექტს, უმაღლეს დონეზე შესრულებული დეტალებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანიონზე სტუმრობის ყველა ეტაპზე. რაც მთავარია, ჩვენ ბუნება გავხადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საკუთარი ვიზიტორებისთვის.

 

ასევე გაეცანი

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი და ჯულია ფოქსი Luis De Javier-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი და ჯულია ფოქსი Luis De Javier-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

February 16, 2023
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 11, 2025
#OK! ორსულობის ჩვეული შეწყვეტა

#OK! ორსულობის ჩვეული შეწყვეტა

July 10, 2023
#OK! მატილდა გვარლიანი Dior-ის ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! მატილდა გვარლიანი Dior-ის ჩვენებაზე გამოვიდა

September 27, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები