• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! VISA − მცირე ბიზნესის გვერდით

March 25, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Visa-ს კავკასიის რეგიონის მენეჯერს − კრისტინა დოროშს იმ პროექტებზე სასაუბროდ შეხვდა, რომელიც Visa-ს ეგიდით და უშუალო ორგანიზებით საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. რომელი ინსტრუმენტებითა და რა კონკრეტული პროგრამებით განხორციელდა პანდემიური კრიზისის დროს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მოქცეული ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება Visa-ს მიერ − ამის შესახებ კრისტინა დოროშთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

კრისტინა, დავიწყოთ ჩვენი საუბარი Visa-ს მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ. მოგვიყევით თქვენი კომპანიის ძირითად აქტივობებზე ამ მიმართულებით.

სანამ ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, უპირველესად, მინდა ავხსნა მიზეზი, თუ რატომ ახორციელებს კომპანია ამ აქტივობებს. უკვე დიდი ხანია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა Visa-ს პრიორიტეტებშია და ფაქტობრივად, ტენდენციადაც კი იქცა. ჩვენ ცხადად ვიაზრებთ მარტივ ჭეშმარიტებას − მცირე და საშუალო ბიზნესი ის მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელზეც ქვეყნების ეკონომიკის დიდი ნაწილი დგას, სადაც უამრავი სამუშაო ადგილი იქმნება და შესაბამისად, მცირე ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს, რადგან, როგორც სხვადასხვა კვლევამ გვაჩვენა, ბიზნესის ეს ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა საყოველთაო კრიზისის გავლენით. სწორედ ამიტომ, Visa-მ კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა ამ სეგმენტის დახმარება.

Visa-ს გლობალური სტრატეგიის განხორციელება საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს და ცხადია, ამ ინიციატივის ფარგლებში, მაქსიმალურად მობილიზებული ვართ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

 

გვესაუბრეთ პროექტებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად განახორციელეთ საქართველოში.

განხორციელებული გვაქვს სხვადასხვა კამპანია, რომელთა შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ საქართველოში ონლაინკომერციის წახალისებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ამ მხრივ, პანდემიამ თავისი როლი ითამაშა და ონლაინკომერციის აქტუალურობა დრამატულად გაზარდა. მოგეხსენებათ, პატარა კომპანიებს შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ წარმოდგენილი ონლაინპლატფორმაზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ და ხელი შევუწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს, გადასულიყვნენ ონლაინგაყიდვების პლატფორმაზე. Visa-ს მხრიდან მხარდაჭერაში ვგულისხმობ სხვადასხვა აქტივობას, რაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საჭირო იყო, მათ შორის: ვებგვერდის აწყობა, პროდუქციის გაციფრულებაში დახმარება, ასევე, რა თქმა უნდა, მოქნილი ონლაინგადახდის სისტემის ინტეგრირება, რათა ადამიანებს მარტივად შეძლებოდათ პროდუქციის ონლაინ შეძენა.

უფრო კონკრეტულად გაგვაცანით ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

ალბათ, ინსტრუმენტების კატეგორიზაცია უნდა მოვახდინოთ. უპირველეს ყოვლისა კი, აუცილებლად შევეხოთ ჩვენს ძირითად საქმიანობას: Visa ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ კომპანიებსა და მომხმარებლებს გადახდის მოქნილი ინსტრუმენტებით უზრუნველვყოფთ. მოგეხსენებათ, დღესდღეობით გადახდისას საბანკო ბარათების გარდა, შესაძლებელია ტელეფონით, ან თუნდაც სმარტვოჩით გადავიხადოთ.Visa-მ უკვე შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია, სახელწოდებით Tap to Phone, რომლის საშუალებითაც ტერმინალების ნაცვლად, ანდროიდ-სმარტფონებზე განვახორციელებთ გადახდის ოპერაციებს მათზე ბარათის, ტელეფონის თუ სმარტვოჩის გატარების საშუალებით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, უფრო მეტად გამარტივდება გადახდის პროცესი მომხმარებლისთვის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის.

გვაქვს ასევე საინფორმაციო ხასიათის ინსტრუმენტები − კამპანიები ონლაინ თუ ოფლაინ გადახდების, შესყიდვების გამარტივებული წესების შესახებ, რომლის საშუალებით ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო უმარტივებს კომპანიებსა და მომხმარებლებს კომერციულ საქმიანობას.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ SMALL BUSINESS HUB − ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ამ პლატფორმიდან ისინი იღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც დღეს, „კოვიდ“-გამოწვევების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მეწარმეები, ანტრეპრენერები, სტარტაპერები არსებულ ფორსმაჟორულ გარემოს სათანადოდ მოერგონ და ბიზნესი მდგრად და პროგრესულ ეტაპზე გადაიყვანონ.

„ვიზა“-ბარათის მფლობელები იღებენ სხვადასხვა სარგებელს, ფასდაკლებას, დამატებით ონლაინსერვისებს. პროექტის ფარგლებში, ვთავაზობთ ასევე ბიზნესკონსიერჟის მომსახურებას, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესსუბიექტებს მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

 

კრისტინა, გაქვთ თუ არა კამპანიები ან პროექტები, რომლებიც განსაკუთრებულად მორგებულია ქალებზე?

ჩვენ მივყვებით თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ტენდენციას, რომლის მიხედვით თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ საზოგადოების ყველა წევრს − რასის, სქესის, ასაკის, კანის ფერის თუ რაიმე სხვა ნიშნის განურჩევლად. თუმცა, თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, ჩვენი პროექტების ფარგლებში გვაქვს სპეციალური პროგრამები, სადაც ხელს ვუწყობთ ნიჭიერ, ახალგაზრდა, დამწყებ საქმიან ქალებს მათი ბიზნესის გამართვასა და განვითარებაში. გვაქვს სხვადასხვა პროგრამა ლიდერობის მიმართულებით, გვყავს წარმატებული ქალი-მენტორები, რომლებიც პროგრამის მონაწილეებს კონსულტაციას უწევენ, სასარგებლო რჩევებს აძლევენ და საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ. მე თავადაც ვარ ამ პროგრამის ნაწილი − როგორც მსმენელი და ასევე, მენტორი.

Visa-ს მთავარი მიზანია, ისეთივე მრავალფეროვანი იყოს ჩვენი პროდუქციის არჩევანი, როგორიც თავად თანამედროვე საზოგადოებაა, რომ აბსოლუტურად ყველას მოვარგოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისები, ყველანაირი ადამიანის საჭიროება და მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამ დამოკიდებულების ნაწილია ჩვენი სურვილიც, რომ ქალებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ ბიზნესის წარმოებისას, თუნდაც ფინანსური ინსტრუმენტების წვდომის კუთხით. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ გამართონ საკუთარი ბიზნესი, აიღონ სესხი ბანკისგან, მიიღონ კვალიფიციური რჩევები და ა.შ.

მოგვიყევით თქვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროექტზე, საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით − #WhereYouShopMatters.

ეს გახლავთ მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, ჩვენი სურვილი იყო, ხელი შეგვეწყო ადგილობრივი, ქართველი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დაესტაბილურებინათ გაყიდვების დონე, მეორე მხრივ კი მომხმარებლებისთვის გაგვეზარდა მოტივაცია და ინტერესი, რომ პროდუქცია ადგილობრივი მომწოდებლებისგან ეყიდათ. ამგვარად, ამ ინიციატივას ჰქონდა ორმაგი სარგებელი − როგორც ბიზნესის ფინანსურად ხელშეწყობის, ასევე ემოციური დატვირთვა, წაგვეხალისებინა მომხმარებლების ადგილობრივი პროდუქციით დაინტერესება.

ამისათვის მივმართეთ სხვადასხვა მექანიზმს − სპეციალურ ფასდაკლებებს, ქეშბექის აქციას და საჩუქრებს ადგილობრივ, ქართულ ობიექტებში „ვიზა“-ბარათით გადახდისას. გვქონდა სხვადასხვა წახალისება, რომელიც მოხმარებელს მეტ მოტივაციას აძლევდა, ეყიდათ პროდუქცია ქართული კომპანიებისგან. #WhereYouShopMatters ორ ეტაპად განხორციელდა − ზამთრისა და ზაფხულის კამპანიების სახით. ზაფხულის კამპანიის დროს, პროექტში 700 ქართველი მეწარმე და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი გავაერთიანეთ, პირველი ეტაპი მათი პროდუქციის კომუნიკაციასა და ცნობადობის ამაღლებას დავუთმეთ. პროგრამის მეორე ნაწილში კი დავეხმარეთ მათ ონლაინპლატფორმაზე განეთავსებინათ თავიანთი პროდუქცია და ამ გზით მარტივად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მომხმარებლისთვის.

ჩვენს პრიორიტეტში შედიოდა საქართველოს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც ტურიზმია. შესაბამისად, მაქსიმალურად შევეცადეთ,Visa-ს სხვადასხვა ფასდაკლებითა და აქციებით წაგვეხალისებინა ქართველი მოგზაურები და აგვემაღლებინა მათი ინტერესი, რომ ადგილობრივად, საქართველოს ფარგლებში მაქსიმალურად ემოგზაურათ. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი პარტნიორი იყო Myhome.ge. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ საკმაოდ კარგი ნაყოფი გამოიღო. ეს კამპანია დაჯილდოვდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ, როგორც ადგილობრივი ტურიზმის ხელშემწყობი საუკეთესო პროექტი.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

April 5, 2021
#OK! ლეონარდო დიკაპრიოს მეგობარი გოგონა კამილა მორონე LACMA Art+Film გალას “ვერსაჩეს” დახვეწილი კაბით დაესწრო

#OK! ლეონარდო დიკაპრიოს მეგობარი გოგონა კამილა მორონე LACMA Art+Film გალას “ვერსაჩეს” დახვეწილი კაბით დაესწრო

November 11, 2021
#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

March 20, 2023
#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

January 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023
#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

March 22, 2023
#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

March 24, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×