• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების მხარდაჭერა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

October 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აღნიშნული დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მისი დამარცხებისთვის აუცილებელია. ამ თვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები, სამედიცინო ორგანიზაციები, ასევე ცნობილი fashion თუ beauty-ბრენდები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო: ცნობიერების ამაღლებით დაამარცხონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილების პატივსაცემად, ადამიანები ატარებენ ვარდისფერ ლენტებს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ მოდისა და სილამაზის იმ ბრენდებს, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ აქტიურ მხარდაჭერას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

Estee Lauder – 30 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ვარდისფერი ლენტი და ქალები მთელ მსოფლიოში იღუპებოდნენ მკერდის კიბოთი, Estee Lauder-მა (ჯოზეფინ ესტერ მენცერმა) − ბრენდის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა ძუძუს კიბოს წინა პლანზე წამოწევა. 1992 წელს ის გახდა ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც წამოიწყო ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია და შექმნა ვარდისფერი ლენტი, რომელიც შემდგომ იქცა სიმბოლოდ. ერთი წლის შემდეგ, მან დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია Breast Cancer Research Foundation® (BCRF), რათა გამოემუშავებინა თანხები და მოეძია დაფინანსება მხოლოდ ძუძუს კიბოს კვლევისთვის. დღემდე ქალბატონი ლაუდერის გზას აგრძელებს მისი ბრენდი და შთამომავალი. კამპანია მხარს უჭერს 60-ზე მეტ ორგანიზაციას მსოფლიოში.

 

 

Ralph Lauren-ის Pink Pony-კოლექცია– 2000 წელს მოდის ამერიკულმა კომპანიამ წამოიწყო გლობალური კამპანია, სახელწოდებით Pink Pony Campaign. იგი მხარს უჭერს ინიციატივებს, რაც ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან მკურნალობას ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის. Pink Pony-კოლექციიდან შეძენილი თითოეული ნივთის გაყიდვის 25 პროცენტი ირიცხება ფონდში, ან კიბოს სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

 

 

 

Jimmy Choo-მ შემოგვთავაზა კაფსულების კოლექცია, რომელიც შეიცავს ულამაზეს და ტრენდულ ჩანთებს, საფულეებს და სხვა აქსესუარებს. ყველაზე გაყიდვადი – BING 100 ბროლის სამაჯური, ღია ვარდისფერ ატლასში აღმოჩნდა. ამ კოლექციის თითოეული ნივთის გაყიდვიდან შესყიდვის ფასის 20 პროცენტი კვლევის ფონდს გადაეცემა.

 

 

Sezane – ყოველ წელს ბრენდი ოქტომბრის თვის პირველ ორშაბათს წარადგენს ვარდისფერ კოლექციას − ეს ვარდისფერი შემოდგომაა. Sezane კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას და მთელი მოგება კიბოს კვლევას გადაეცემა.

 

 

Sigma Beauty – ბრენდმა The Pink Fund-თან თანამშრომლობის შედეგად, Pretty In Pink Set-კოლექცია გამოუშვა. Sigma Beauty არის ორგანიზაცია და იგი ეხმარება ადამიანებს, რომლებიც მკურნალობენ და იბრძვიან ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. კოლექცია მოიცავს თვალის „ჩრდილების“ პალიტრას, ფუნჯებს და დამატენიანებელ, თხევად ტუჩსაცხს. გაყიდვების შედეგად შემოსული თანხა გადაეცემა Pink Fund-ს.

 

 

Savage X Fenty – რამდენიმე წელია გამოხატავს თავის მხარდაჭერას ძუძუთი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრენდის მიზანია, ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული დაავადება დაამარცხეს. ისინი სხვებს უზიარებენ თავიანთ ისტორიებს და წარმოადგენენ ერთგვარ მაგალითს ადამიანებისთვის, თუ როგორ უნდა დაამარცხონ ეს ვერაგი დაავადება. Savage x Fenty-მა წარმოადგინა სპეციალური ვარდისფერი ოქტომბრის კაფსულების კოლექცია, რომელიც შედგება შორტების, გამაშებისა და ტოპებისგან.

 

 

PUMA – შარშან გლობალური სპორტული კომპანია გაერთიანდა Barbell for Boobs-თან ერთად და გამოუშვა კოლექცია, რომელიც მოიცავს სავარჯიშო მაისურებს, ტოპებს, წინდებს და სხვა აქსესუარებს. Barbell for Boobs არის ძუძუს კიბოს საზოგადოება და იგი ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს დიაგნოზი ან დაამარცხეს აღნიშნული დაავადება. Barbell for Boobs ასევე, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

 

Lele Sadoughi – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ბრენდმა მშვენიერი ვარდისფერი თავსაბურავი შემოგვთავაზა. თითოეული ამ თავსაბურავის გაყიდვიდან შემოსული თანხის ათი პროცენტი გადაეცემა ძუძუს კიბოს კვლევის ფონდს (BCRF).

გაიგე მეტი: ვარდისფერი ოქტომბერი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გულის ცენტრიდან  მრავალპროფილურ კლინიკამდე

#OK! გულის ცენტრიდან მრავალპროფილურ კლინიკამდე

September 12, 2025
#OK! „პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა“ – ლელა წურწუმია შვილთან ურთიერთობაზე!

#OK! „პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა“ – ლელა წურწუმია შვილთან ურთიერთობაზე!

April 11, 2024
#OK! კიდევ ერთხელ ბერიძეების ღვინის მარნის შესახებ

#OK! კიდევ ერთხელ ბერიძეების ღვინის მარნის შესახებ

November 7, 2023
#OK! დუა ლიპა Dior-ის 2003 წლის ვინტაჟური სათვალეებით, რომლის ღირებულებაც $3,386.66-ია

#OK! დუა ლიპა Dior-ის 2003 წლის ვინტაჟური სათვალეებით, რომლის ღირებულებაც $3,386.66-ია

February 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები