• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! იცნობდეთ ვახტანგ ღამბაშიძეს − ექიმს, „პატარა ცემის“ დამაარსებელსა და ფოტოხელოვანს, რომელმაც არაერთი უნიკალური მასალა შემოგვინახა

September 21, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ექიმი, ფოტოხელოვანი და საზოგადო მოღვაწე − ვახტანგ ღამბაშიძე დაიბადა 1872 წლის 28 აპრილს, ზესტაფონში. მისი მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე იყო ჟურნალ „მწყემსის“ (1883-1910) გამომცემელ-რედაქტორი, რომელსაც იგი 27 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოსცემდა დაბა ყვირილაში.

ვახტანგ ღამბაშიძემ 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ კი, მამის რჩევით, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზში. ის დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა პოპეზე, რომელიც ფრანგული ენის პროფესორი იყო. აღსანიშნავია, რომ თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, იგი ივანე ჯავახიშვილმა ინგლისური ენის პროფესორად მიიწვია.

ვახტანგი თავის სამედიცინო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში გადიოდა, პარალელურად კი ადგილს ეძებდა, თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904 წელს ემიგრაციაში წასვლამდე, მან მამასთან ერთად, ბორჯომის ხეობაში სანატორიუმი „პატარა ცემი“ დააარსა, სადაც ზაფხულობით 8-იდან 16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა, შემოდგომით კი აღნიშნულ სანატორიუმს არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე სტუმრობდა. კურორტის პროექტი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყებაში ვახტანგს მხარს უჭერდა აკაკი წერეთელი.

სწორედ ამ პერიოდში, ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელებას. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა არაერთი სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიები ჯანმრთელობის თემაზე. ასევე, მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“, „მერანი“.

გარდა ამისა, ვახტანგი დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით − სანატორიუმში მან ერთი ოთახი ფოტოსახელოსნოდაც კი მოაწყო და დამსვენებლებს ფოტოგრაფობას ასწავლიდა. მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. აქ ნახავთ როგორც საოჯახო, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველ ფოტოებს. გარდა ამისა, მან ფოტოფირებზე დაგვიტოვა ჩვენი ისტორიის უნიკალური მომენტები, მათ შორის აკაკი წერეთლის დაკრძალვა, ასევე, ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობა) თბილისის ქუჩებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები − ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, და სხვა მნიშვნელოვანი ამბები. ის ფოტოებს იღებდა, როგორც ამ ყველაფრის ერთ-ერთი თანამონაწილე. აღსანიშნავია, რომ ღამბაშიძემ შემოგვინახა აკაკი წერეთლის ორი უნიკალური ლექსის (ხმოვანი) ჩანაწერი, ასევე, მიხაკო წერეთლის ხმის ჩანაწერი.

ვახტანგ ღამბაშიძე იყო ადამიანი, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა მომავალს და უნდოდა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენამდე მოეტანა სწორედ ფოტოების სახით. ფოტოგრაფიით გატაცებული იყო მისი უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს − გიორგი ნიკოლაძეს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანაში ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტის 1 ბილეთი მის ქალიშვილს − მედეას ხვდა წილად, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა: სამი წელი სწავლობდა, შემდეგ კი საქართველოში მე-11 არმია შემოვიდა და მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ამ პერიოდში ვახტანგი კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა. მას ნება დართეს, რომ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა. მრავალი ქართველის მსგავსად, ღამბაშიძეებსაც ეგონათ, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდნენ.

1924 წლიდან ის საფრანგეთში იმყოფებოდა. მოგვიანებით მან ზოგიერთი ადამიანის ფინანსური დახმარებით კლინიკა გახსნა, თუმცა ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. მან მრავალი წლის განმავლობაში არაერთ ქართველს უმკურნალა უსასყიდლოდ. ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი, ასევე, მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი და უკანასკნელი ფოტოს ავტორიც.

ვახტანგ ღამბაშიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ სამგზის აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი ინიციატივით, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია – „ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, იკითხებოდა მოხსენებები და მოგონებები. 1950 წლის 19 ნოემბერს ბატონი ვახტანგი აირჩიეს „ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის“ საპატიო წევრად. ის ასევე ხელმძღვანელობდა საფრანგეთში არსებულ „ქართველთა პლურალისტურ ასოციაციას“. მისი ინიციატივით, ყოველი წლის 26 მაისს ქართველები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წლის 10 აგვისტოს, კინლოხში, შოტლანდიაში, სადაც სტუმრად იყო ჩასული თავის ქალიშვილ ჟორჟეტასთან. იგი ჟორჟეტასა და მისი მეუღლის − ნილ სტიუარტის მამულში დაკრძალეს.

ტექსტი: სოფიო მალანია

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.nplg.gov.ge/

რადიო ექსპრესი − „დავიწყებული ეპოქის დავიწყებული გმირი“

ასევე გაეცანი

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვენსან კასელი ყოფილი მეუღლის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

#OK! ვენსან კასელი ყოფილი მეუღლის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

July 7, 2021
#OK! ნატალი პორტმანის თვალისმომჭრელი გამოჩენა ლონდონში Thor: Love And Thunder-ის პრემიერაზე

#OK! ნატალი პორტმანის თვალისმომჭრელი გამოჩენა ლონდონში Thor: Love And Thunder-ის პრემიერაზე

July 7, 2022
#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

May 7, 2021
#OK! რას სთავაზობს ბიზნეს სექტორს მარიამ პაკაცოშვილი გაყიდვების მოცულობის ეფექტური ზრდისთვის?

#OK! რას სთავაზობს ბიზნეს სექტორს მარიამ პაკაცოშვილი გაყიდვების მოცულობის ეფექტური ზრდისთვის?

July 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები