• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ულევარის ველი – ვენახიდან ღვინომდე მარტყოფში დაბადებული მეღვინეობის ამბავი

June 14, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

იმისათვის, რომ კარგი ღვინო მივიღოთ, აუცილებელია შესაფერისი ადგილის არჩევა ვენახის გასაშენებლად, შემდეგ ადგილის შესაფერისი ჯიშის ვაზის შერჩევა და მისი მოვლა. დღეს გაგაცნობთ „ულევარის ველის“ მეღვინეობას, რომლის ვენახებიც მარტყოფშია გაშენებული. მეღვინეობა გამოირჩევა განსაკუთრებული ტრადიციებით გაჯერებული წარმოებითა და თანამედროვე მიდგომებით, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინის საწინდარია. ძალიან მალე „ულევარის ველის“ მეღვინეობა უმასპინძლებს სტუმრებს, რომლებიც შეძლებენ ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას და ღვინის სრული ასორტიმენტის დაგემოვნებას. შეიძლება ითქვას, მალე „ულევარის ველის“ მეღვინეობა მარტყოფის მთავარი მასპინძელი გახდება. ამ თემაზე უფრო ვრცლად კომპანიის თანადამფუძნებელი, ანა პატარიძე გვესაუბრა.

 

როგორია „ულევარის ველის“ მეღვინეობის შექმნის ისტორია?

როგორც ბევრ ქართულ ოჯახში, ასევე ჩვენთანაც, მრავალი წელია გვაქვს ღვინის დაყენების ტრადიცია. ჩვენი ვენახები მარტყოფშია გაშენებული. მთელი ოჯახი ჩართული ვართ პროცესში. ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მარტყოფს ნაკლები ყურადღება ეთმობა და ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ოჯახური ტრადიციისთვის სხვა სახე მიგვეცა და ჩვენი პატარა რაიონის ელჩებიც გავმხდარიყავით. 2021 წელს დავაფუძნეთ „ულევარის ველის“ მეღვინეობა. თავიდანვე დავისახეთ მიზნად ჩვენი მხარის გაცნობა მეტი ადამიანისთვის და ხარისხიანი ღვინის შეთავაზება როგორც აქ მოსული სტუმრისთვის, ასევე, ღვინის მოყვარულთათვის.

 

 

ანა, გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ასორტიმენტზე…

ამ ეტაპზე სამი სახეობის ღვინით ვართ წარმოდგენილი. ვაწარმოებთ „საფერავს“, როგორც მშრალს, ასევე ნახევრად ტკბილს და „რქაწითელს“.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე აქტიურად გამოვჩნდით, უკვე საერთაშორისო წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენი კომპანიის „საფერავმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა IWSC-ის ღვინის ფესტივალზე. ეს ჯილდო, რომელიც ამ საინტერესო გზის დასაწყისში მივიღეთ, უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის. უფრო დიდი შემართებით შევუდექით საქმეებს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, ვინც ვაწარმოებთ ღვინოს სოფელ მარტყოფში მოყვანილი ყურძნისგან. სამწუხაროდ, ეს ზონა ჯერჯერობით კარგად შესწავლილი არ არის, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესებს და ჩვენც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი აღმოჩენები ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიაროთ.

მარტყოფი ისტორიული ადგილია, უამრავი ადამიანი სტუმრობს აქ არსებულ კუტურულ ძეგლებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რამხელა პოტენციალი გააჩნია ღვინოს მარტყოფიდან. სწორედ ამიტომ გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჩვენი სათქმელი, მოვაწონოთ, მეტად შევაყვაროთ და სხვა კუთხით დავანახვოთ მარტყოფი.

 

სამომავლო გეგმები

ოქტომბრიდან შევძლებთ რთველში ვუმასპინძლოთ ვიზიტორებს, ჩავრთოთ ყურძნის კრეფისა და დაწურვის აქტივობებში. ადგილზე შევთავაზებთ ღვინის დეგუსტაციებს და გავუმასპინძლდებით საინტერესო კერძებით.

ჩვენი სამომავლო გეგმები, გარდა ადგილზე გამასპინძლებისა, რა თქმა უნდა, უკავშირდება ღვინის მოგზაურობასაც, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. წელს შევძელით და რამდენიმე კვების ობიექტთან დავიწყეთ თანამშრომლობა, იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა და კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი ბევრად გაიზრდება. ეს ჩვენი დასახული მიზნის ერთ-ერთი ნაწილია. გვინდა მარტყოფს და „ულევარის ველს“ მეტი მეგობარი შევძინოთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: TBILISI SABURTALO HOTEL BY MERCURE

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

April 27, 2022
#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

June 7, 2022
#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

June 23, 2021
#OK! პენელოპა კრუზი და პედრო ალმოდოვარი W Magazine-ისთვის

#OK! პენელოპა კრუზი და პედრო ალმოდოვარი W Magazine-ისთვის

March 10, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

July 4, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები