რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ახალი წლის ჯადოსნური ღამის დადგომამდე, მით უფრო მეტად გვაინტერესებს როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა, რა ფერის ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ საზეიმო წვეულებისთვის, როგორ მოვიპოვოთ წლის მასპინძელის კეთილგანწყობა და რა გავაკეთოთ, რომ 2026 წელი წარმატებული და ბარაქიანი იყოს? ამ და სხვა კითხვებს ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ უპასუხა.

– გვიახლოვდება ახალი წელი და ყოველთვის, ყველას აინტერესებს რა ტენდენციებია მოსალოდნელი. ითვლება, რომ ახალი წლის მასპინძელს როგორც შევხვდებით, ისეთი წელი გვექნება. ის კი უბრალო ცხენი კი არა, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ველური და გადარეული წითელი მუსტანგია. მომავალ წლის მასპინძელი თუ გავანაწყენეთ, შეიძლება ძალიან ცუდად მოგვექცეს. აქ ლაპარაკია ცხენის ენერგიაზე, რომელიც შემოდის და ძალიან განსხვავებულია იმ ენერგიისგან, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ ვართ გველის წელიწადში, რომელიც პასიურ, მიწის სტიქიას განეკუთვნება და ის უცებ ცეცხლის ძალიან აქტიური ენერგიით იცვლება. ეს თითოეული ჩვენგანისგან სულ სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს. ამ წელიწადში თუ ნახევრად გეძინათ და საქმეს ისე აკეთებდით, ახლა ასე აღარ გამოვა. მუსტანგის ენერგია ჩვენგან აქტიურობას მოითხოვს. ყველა პასიური ადამიანი წაგებაში იქნება, ამიტომ, რიტუალიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპით ცხენის წელიწადი 17 თებერვალს შემოდის. ტრადიციულად, ეს ახალმთვარეობას ხდება, მაგრამ ახლა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვა, ამიტომ მსუბუქი წელი არ იქნება. დადებითი იქნება, მაგრამ მსუბუქი არა. როდესაც წელიწადი მზის დაბნელებაზე იწყება, მას გარკვეული სირთულეები ექნება.
რაც შეეხება რიტუალიკას, რა თქმა უნდა, ეს 31-დეკემბერს უნდა შევასრულოთ, მაგრამ თუ ვერ მოასწარით, 17 თებერვალს ამის კომპენსაცია ან გამეორება შეგიძლიათ.
დავიწყოთ ფიგურებით. ჯერჯერობით, გველის წელიწადია და 17 -მდე გრძელდება, ამიტომ ნუ გავანაწყენებთ – ის სუფრასთან ჩვენთან ერთად უნდა იყოს. ცხენის და გველის ფიგურები გვერდი-გვერდ მოათავსეთ. 17 თებერვალს გველი გადავა პანთეონში და ცხენი ჩვენს გვერდით დარჩება.

პატივი როგორ მივაგოთ? გველის ფიგურას წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი. სადაც ცხენია, პატარა თივა თუ გვექნება, კარგია ან ვაშლი. იმ პროდუქტებით, რომლებიც მათ სიამოვნებთ, პატივს მივაგებთ.
რადგან ცეცხლის სტიქია შემოდის, ცეცხლი უკავშირდება სანთელს, ამიტომ სანთელი აუცილებლად უნდა გვქონდეს. სტიქია წითელ ფერს გვაძლევს. წითელი და წითელი ფერის ყველა კომბინაცია, ბორდოსფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი – ეს პირველი და უმთავრესი ფერებია. მერე შეიძლება, დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი ტონები, ასევე მწვანე. წითელი ძალიან აქტიური, ზოგჯერ აგრესიული ფერია. ეს თუ რბილი ფერებით ცოტა არ გავანეიტრალეთ, მაგალითად, ისეთი ფერებით, როგორებიცაა: ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ამან შეიძლება, ადამიანებში აგრესიაც გამოიწვიოს. წითელი პრევალირებს, მაგრამ უმჯობესია, რომ სხვა ფერებიც დავახმაროთ.
მთავარი ფერი წითელია. ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოები გნებავთ, ტანსაცმელი თუ სუფრის მოწყობილობები, რაც მეტი წითელი ტონი იქნება, მით უკეთესია.

სუფრაზე სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, მანდარინი, ლიმონი. ეს აღმოსავლეთში ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოებია, ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, თუნდაც ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია – ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს.

ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ფიგურებს შორის სანთელი უნდა ავანთოთ. ცუდი იყო თუ კარგი, ჯერ წინა წელს მიაგეთ პატივი. ახალი წელი რომ დადგება, 1 სანთელი კვლავ უნდა გვენთოს. ახალი წელი რომ დაიწყება და ერთმანეთს მივულოცავთ, ამის შემდეგ სანთელს ერთი განსაკუთრებული, საკრალური სურვილი სთხოვეთ.
ფინანსური წარმატებისთვის რკინის 1ლარიანი უნდა გვქონდეს. 1 ლარიანს ზუსტად სანთელსა და ცხენისა და გველის ფიგურებს შორის ვდებთ. მას შემდეგ, რაც სანთელს საერთო სურვილი ჩაუთქვით, გაქვთ საშუალება, ერთი ფინანსური სურვილი ჩაუთქვათ რა გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს.

გარდა ამისა, სუფრის თითოწულმა წევრმა შეიძლება თეფშის ქვეშ 1 ლარიანი დადოს. ამ დროს ჩაუთქვით, რა გინდათ მოხდეს, რომ ის 1ლარიანი მომავალ წელს გაცილებით მეტი თანხის მომტანი გახდეს. იმ 1 ლარიანს, რომელიც სანთელთან დევს, იმ 1 ლარიანთან ერთად, რომელიც თქვენი თეფშის ქვეშაა, დილით აიღებთ, საფულეში ჩაიდებთ და მთელი წელი ატარებთ.
ახალი წლის დადგომის შემდგომ, შეგიძლიათ, თქვენი სურვილები ჩამოწეროთ – რა გინდათ, რომ მოხდეს. თუმცა, იქამდე 21 დეკემბერი, გველოდება. 21 დეკემბერს სამყაროში პორტალი იხსნება და ძალიან დიდი ენერგია მოდის. ზამთრის მზებუდობაა. ამ დღესაც შეგვიძლია, სურვილები ჩამოვწეროთ, თუმცა შეგვიძლია, ეს 31 დეკემბერს, 1-ელ იანვარს რომ გადავალთ, ამ დროსაც გავაკეთოთ. ოღონდ სურვილები იწერება ისე, თითქოს, ეს შენ უკვე გაქვს. “მე მინდა” – არა. “მე მინდა” – უკვე კითხვის ნიშანია. სურვილს ახლანდელ დროში ვწერთ. ჩამოწერეთ და ფურცელი და მომავალ წლამდე შეინახეთ. თუ ასეთი სურვილები წინა წელსაც დაწერეთ, სანამ ახალი წელი დადგება, ის უნდა დაიწვას და ახალი შეიქმნას. ეს რიტუალები აუცილებლად უნდა ჩავატაროთ.

შეგიძლიათ ნებისმიერი კერძი მოამზადოთ – ცხენს ამის პრობლემა არ აქვს. ნამცხვრებიდან დაწყებული, გოზინაყები, ჩურჩხელები თავისთავად, ეგზოტიკური თუ გნებავთ, ეგზოტიკურსაც მიირთმევს ხილი და ბოსტნეულიც უნდა იყოს. მთავარია, არ იყოს ცხენის ხორცი, რომელსაც ზოგჯერ გვატენიან, როგორც სხვა ხორცს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ იმას, ვინც ეს გააკეთა, ძალიან ცუდი წელი ელის. ამის გაკეთება არ შეიძლება ყველას კატეგორიულად ვაფრთხილებ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ნალი. ეს ძალიან მიშვნელოვანია. ძველად, ადამიანი ავად რომ ხდებოდა, სახლთან თავისთავად იყო, იმიტომ, რომ ეს დაცვაა ავი თვალისგან. ადამიანი ავად რომ ხდებოდა, საწოლთან, უკან უდებდნენ და გამოჯანმრთელება ძალიან მალე ხდებოდა. ხშირად მეკითხებიან რატომ მოვიტანე ნალი საჩვენებლად, იმიტომ, რომ გავაგებინო, როგორ უნდა დაიკიდოს ან დაიდოს. თუ თქვენ გინდათ ფინანსური წარმატება, ხვავი და ბარაქა, ინგლისური U ფორმით უნდა დადოთ. აქ ხვავი შემოდის და რჩება. თუ ი-ს მსგავსად დაკიდებთ, მთელი თქვენი ხვავი წავა, მაგრამ არის ვარიანტი, რომ ორი ნალი გვქონდეს. ამ შემთხვევაში ი-ს ფორმით დაკიდება გვაძლევს სულიერ სიმშვიდეს და ოჯახურ სტაბილურობას. ის გვაძლევს ხვავს და ბარაქას, ამიტომ შეგვიძლია ორი ნალი გამოვიყენოთ -ერთი პირით მაღლა დავკიდოთ და მეორე პირით დაბლა.
აქტიური ცხენის წელი მოდის, ამიტომ ახალ წელს აქტიურად უნდა შევხვდეთ. მხიარულება კარგია, მაგრამ ზედმეტი სროლა არა. არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით, იმიტომაც, რომ ცხენს ეშინია… ცხენს სროლის ხმა არ უყვარს.
ცეცხლის ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის. თითოეული ჩვენგანი ზეაქტიური, ზეენერგიული, ზემხიარული უნდა იყოს. ყურადღებით იყავით. მსოფლიოში შეიძლება, საომარი სიტუაციები გაღვივდეს, შეიძლება, ადამიანებს შორის დაძაბულობამ მოიმატოს. ის დიდი ენერგია, რომელიც მოდის, შეგიძლიათ შრომაში და აღმშენებლობაში ან კონფლიქტებში გადაიყვანოთ.
ოჯახის შექმნისა და სიყვარულის წელიწადია, ამიტომ, ოჯახის შექმნისა და სტაბილური სასიყვარულო კონტაქტებისთვის, შვილების გაჩენისთვის საუკეთესო პერიოდია.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! სტივ ჯობსის ქალიშვილის საიდუმლო ქორწილი – წყვილი, რომელიც ცხენების სიყვარულმა გააერთიანა












