• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატება, რომელიც საზღვრებს სცდება – GGRC Armenia

November 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

არცთუ დიდი ხნის წინ, ქართული OK!-ს საშუალებით, ახალდაარსებული სამედიცინო დაწესებულება და მისი ხელმძღვანელები გაგაცანით. ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს GGRC-ის, დაარსებიდან 4 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ და „გადავამოწმეთ“ კლინიკის სულისჩამდგმელების დაპირება, რომ საქართველოში სრულიად უნიკალური და განსხვავებული კონცეფციის, მაღალი კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის სამედიცინო ცენტრი იბადებოდა.

კლინიკასთან ერთად, ქველმოქმედების ფარგლებში 700-ზე მეტი პატარაც დაბადებულა – ამ მთავარი მიღწევით დავიწყეთ და მოკლე დროში დიდი წარმატების გასაღების ძებნას შევუდექით.

 

მენეჯერთა და სამედიცინო ასისტენტთა გუნდი

 

კლინიკაში ფეხის შედგმის მომენტიდან საოცრად მშვიდ, მყუდრო და კეთილგანწყობილ გარემოში ხვდები, თავისთავად გასაგები ხდება, რატომ ირჩევს პაციენტთა უმრავლესობა GGRC-ს. ნებისმიერი სამედიცინო დახმარების თუ მკურნალობის უპირველესი ეტაპი ხომ ჰარმონიული, მშვიდი და იმედიანი განწყობის ჩამოყალიბებაა, რაც თავისთავად ცხადია, ამ კლინიკის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავია. სიმყუდროვე ამ არაჩვეულებრივი ბუტიკ-კლინიკის ოთხივე სართულზეა განფენილი. ამჯერად არ ვეძებთ ხელმძღვანელებს, ვგრძნობთ, რომ „წარმატების გასაღები“ მხოლოდ მათ ხელში არაა, ლამაზ, კრიალა გარემოში პაციენტებიც, თანამშრომლებიც ღიმილით, დადებითი ენერგიით აღვსილები მოძრაობენ…

 

გენერალური დირექტორი: გიორგი არჩვაძე კლინიკური დირექტორი: ნინო მუსერიძე ფინანსური დირექტორი: გიორგი ჩაბაკაური რეპროდუქტოლოგები: თამარ მაღულარია, ივა კუტივაძე, ოლიკო მურღულია უროლოგი: ლადო ჯიშიაშვილი

უნდა ითქვას, რომ მსოფლიო რეპროდუქტოლოგიის რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაშიც კლინიკა GGRC-ს უდიდესი წვლილია. რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას წელს საქართველოში სწორედ GGRC-მა უმასპინძლა და დარგის საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები მოიწვია. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი უდავოდ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი წარმომადგენელია დარგში.

GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს, სახელწოდებით „შენთვის“. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია ფონდის საშუალებით მთელი ძალებით ზრუნავს, რომ უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს მოქალაქე იმ უშვილო წყვილებს, რომელთაც არ აქვთ საჭირო სახსრები პრობლემის გადასაჭრელად. ამგვარი პატრიოტიზმი და ქველმოქმედება განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენს რეალობაში, როცა უშვილობის მკურნალობა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის მიერ არ ფინანსდება და ის სამედიცინოსთან ერთად სოციალური პრობლემაცაა. კლინიკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, უცხოელი პაციენტები რეპროდუქციული მომსახურების დადგენილი ღირებულების 20%-ით მეტს იხდიან. ამგვარად მათ თავიდანვე იციან, რომ კეთილი ნების ქველმოქმედები არიან. ეს თანხები აკუმულირდება საქველმოქმედო ფონდში და ხმარდება იმ უშვილო ქართველ პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის სახსრები არ გააჩნიათ. ფონდი „შენთვის“ უკვე 5 წლისაა და ამ წლების მანძილზე 700-ზე მეტი ბავშვი სწორედ მისი შემწეობით გაჩნდა. კიდევ ერთი საჩუქარი, რაც კლინიკა GGRC-ს დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ თავის პაციენტებს გაუკეთა, უფასო სკრინინგ პროგრამაა – ყოველი შაბათი კლინიკაში უფასო სკრინინგის დღეა 35+ წლის ქალებისთვის, რომელშიც ოთხი კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია და მაღალხარისხიანი ლაბორატორიული კვლევები შედის. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლინიკის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.

 

ემბრიოლოგთა გუნდი

 

და რაც მთავარია, კორპორაციულ ქველმოქმედებაში კლინიკის ყველა თანამშრომელია ჩართული. ზოგადად, აუცილებლად უნდა ითქვას, გუნდი კლინიკის მართვაში, განვითარებასა და წინსვლაში უმნიშვნელოვანეს ბირთვს წარმოადგენს, სწორედ მის მთლიანობაზე დგას ეს პატარა კლინიკა, უკვე დიდი შედეგებით და პერსპექტიული, ამბიციური მიზნებით.

სულ მალე გინეკოლოგიურ-რეპროდუქციული მიმართულებების სრულ სპექტრს ემატება სხვა პროფილური განყოფილებები: უროლოგია, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის გზით სქესობრივი დისფუნქციის აღდგენა მამაკაცებში, ესთეტიკური გინეკოლოგია და ზოგადი პლასტიკური ქირურგია. კლინიკა ამ გზით, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური მიმართულებების გაერთიანებით, პაციენტების ცხოვრების ხარისხის სრულ ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. ახალი სფეროები ულტარათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით იქნება წარმოდგენილი, რომელიც თანამედროვე მედიცინის ყველა მოთხოვნასა და სიახლეს პასუხობს.

 

გენერალური დირექტორი: გიორგი არჩვაძე კლინიკური დირექტორი: ნინო მუსერიძე ფინანსური დირექტორი: გიორგი ჩაბაკაური

და მთავარი, კლინიკის მომდევნო, მართლაც საამაყო ნაბიჯი საქართველოს საზღვრების გადაკვეთა და მთლიანად რეგიონში დამკვიდრება იქნება. სულ მალე GGRC ოფიციალურ წარმომადგენლობას სომხეთში გახსნის, სადაც კლინიკის პროფილური მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის, სუროგაციას შესთავაზებს საერთაშორისო პაციენტებს. GGRC Armenia-ს რეპროდუქციულ ჰაბში მისულ პაციენტებს ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულყოფილი პაკეტი დახვდებათ, ემბრიონის შექმნიდან სამშობიარომდე, რაც უდავოდ დიდი კომფორტია. პაციენტებს GGRC საქართველოდან მიწვეული კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან, რომელთაც უკვე საკმაოდ დიდი ნდობა აქვთ მოპოვებული უცხოელ თუ ქართველ პაციენტებში.

 

გინეკოლოგთა გუნდი

GGRC Armenia სრულად ჩაერთვება კლინიკის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში, როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და, შესაბამისად, კლინიკა კიდევ უფრო ინტენსიურად, გაძლიერებული ძალებით მოემსახურება იმ ქართველი უშვილო პაციენტების მკურნალობას, რომელთაც სამკურნალო სახსრები არ გააჩნიათ.

 

საექთანო სამსახური

რაც ასევე აღსანიშნავია, GGRC-ში დაარსებულია პროფესიონალური ტრენინგ ცენტრი, სადაც ხდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კლინიკურ ემბრიოლოგიაში გადამზადება. ტრენინგ ცენტრში წარმოდგენილია სწავლის საბაზისო, შუალედური და პროფესიონალური ეტაპები, სადაც სპეციალისტები ეუფლებიან ემბრიოლოგიას და მასთან დაკავშირებულ პროტოკოლებს.

 

რადიოლოგთა გუნდი

კლინიკაში ტრენინგ ცენტრთან ერთად ფუნქციონირებს რეზიდენტურა, რომელიც იანვრიდან მიიღებს პირველ ნაკადს, თბილისის სამედიცინო აკადემიის რეზიდენტებს რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით.

OK! გუნდი წარმატებებს უსურვებს GGRC-ს, როგორც დიდი პროფესიონალიზმისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პატივსაცემ, მოწინავე კლინიკას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

 

რეპროდუქტოლოგთა გუნდი

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ნანო თენოშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ემა რობერტსის ქუჩის სტილი: მსახიობმა სამოსს Gucci-ს 530 ფუნტის ღირებულების ფეხსამელი შეუხამა!

#OK! ემა რობერტსის ქუჩის სტილი: მსახიობმა სამოსს Gucci-ს 530 ფუნტის ღირებულების ფეხსამელი შეუხამა!

May 10, 2021
#OK! “კაილი ჯენერის ლომის შემდეგ ჯულია ფოქსის პუდელი იქცევს ყურადღებას” – ფოტოები ნიუ-იორკის მოდის კვირეული

#OK! “კაილი ჯენერის ლომის შემდეგ ჯულია ფოქსის პუდელი იქცევს ყურადღებას” – ფოტოები ნიუ-იორკის მოდის კვირეული

February 16, 2023
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! პერიზ ჰილტონის ვარდისფერი იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

#OK! პერიზ ჰილტონის ვარდისფერი იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

March 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები