• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “იყო მსახიობი ნიშნავს შეგეძლოს განსხვავებული როლების მორგება, რათა არ წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს” – ტომ ჰოლანდი

July 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

სამყაროში, სადაც გასართობი ინდუსტრია ადამიანების ცხოვრების, ხოლო კინოინდუსტრია – ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ეკრანებზე ათასობით ფილმი ჩნდება და საზოგადოებაც ახალი სახეების დანახვას არ უშინდება, რთულია გახდე ვარსკვლავი, რომლის შესრულებაც მაყურებელზე მოახდენს ზეგავლენას და დავიწყებას არასდროს მიეცემა.

26 წლის ინგლისელი მსახიობი ტომ ჰოლანდი ასაკის მიუხედავად უკვე ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება. ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემსრულებელმა სახალხო აღიარება მარველის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირის – ადამიანი-ობობას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი კინოს ისტორიაში, რომელმაც მარველის კომიქსის ეკრანიზაციაში ადამიანი-ობობას როლი მოირგო.

Tom Holland's GQ photoshoot is really doing a number on me. | Gq style, Gq, Holland

დღეს პიტერ პარკერის პერსონაჟით ცნობილი ტომ ჰოლანდი წლების წინ მხოლოდ თეატრალური გამოცდილების მქონე ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო. Captain America: Civil War-ში შესრულებული პირველი მნიშნელოვანი კინოროლის შემდეგ მისი პოპულარობა სტაბილურად იზრდება. ტომი ცნობილი კომიკოსისა და სცენარისტის დომინიკ ჰოლანდისა და პროფესიონალი ფოტოგაფის ნიკი ფროსტის ოჯახში, 1996 წლის 1 ივნისს დაიბადა. როგორც თავად ახალგაზრდა მსახიობი აღნიშნავს, გადაწყვეტილებებს საკუთარი სურვილისამებრ იღებდა, თუმცა მასზე ზეგავლენას მშობლების შემოქმედებითობაც ახდენდა.

“სასიამოვნოა გყავდეს გვერდით მამა, რომელიც 30 წელზე მეტია იმ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რომელშიც გინდა წარმატების მიღწევა, მან ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც მსახიობმა უნდა გააკეთოს და ასევე არ უნდა გააკეთოს.”

ტომი ბავშვობაში ბალეტის მოცეკვავე იყო. ერთ დღეს, როდესაც დედამისმა ჯანეტ ჯექსონის სიმღერებზე აცეკვებული ვაჟიშვილი იხილა, მასში პოტენციალი დაინახა და ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. ტომის კარიერის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი ბილი ელიოთის მიუზიკლი იყო, როლი, რომლისთვისაც ახალგაზრდა შემსრულებელი 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა და წარუმატებლობის შემდეგ ქასთინგზე ყოველ ექვს თვეში ერთხელ გადიოდა. ტომი ადრეული ასაკის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, როგორ ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი ბალეტის ცეკვის გამო, როდესაც მისი ასაკის ბიჭები მხოლოდ რაგბის თამაშით იყვნენ დაკავებულები.

“ბავშვობაში სამომავლო გეგმები არ მქონია, არ ვიცოდი რა მინდოდა, დედაჩემი ფიქრობდა, რომ ძალიან კარგად ვცეკვავდი, ამიტომ ცეკვაზე შემიყვანა, შემდეგ ქასთინგებზე გასვლასა და ამ სფეროში განვითარებას მირჩევდა. მახსოვს, ბილი ელიოტის მიუზიკლში ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება, როდესაც პირველ ქასთინგზე გავედი პატარა ვიყავი და ცეკვა არ შემეძლო, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, ამ როლისთვის ორი წელი ვვარჯიშობდი… დათავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბალეტმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მახსოვს, ბულინგის მსხვერპლიც კი ვიყავი სკოლაში იმის გამო, რომ სხვა ბიჭების მსგავსად რაგბის არ ვთამაშობდი და ამის ნაცვლად ბალეტს ვცეკვავდი… მაგრამ ეს არაფერია, ალბათ ასეც იყო საჭირო, კრიტიკა არ მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი, რომ როლის მისაღებად ასე უნდა მოვქცეულიყავი. მიხარია, რომ ბილი ელიოტის მიუზიკლში თამაშის ბედნიერება მხვდა წილად, ამ ყველაფერმა შემდგომში ჩემი კარიერული წინსვლა განაპირობა.”

ჰოლანდმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლა ზრდასრული ადამიანივით მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

“ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ადამინებისგან მაშინაც კი, როდესაც საუბრობენ ან უბრალოდ მუშაობენ… ცეკვა მეხმარება განსხვავებული გზებით წარმოვაჩინო საკუთარი თავი, ემოციის გამოხატვა კი მხოლოდ სიცილი და ტირილი არაა. მაგალითად, ადამიანი-ობობას ნიღაბში მაყურებელი ვერ ხედავს პერსონაჟის სახეს, თუმცა მე ვიპოვე გზა მისი გრძნობების მკაფიოდ გამოსახატად.”

“შესაძლოა იყო გადასაღებ მოედანზე, პარალელურად კი არ იცოდე რომელ პლანეტაზე ხარ ან რომელ სუპურგმირს ებრძვი. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ნაწილობრივ სასიამოვნო, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩემი საკულტო პერსონაჟის განსახიერება მხვდა წილად. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფილმი გამოვიდა, რომ მას გულშემატკივარივით ვუყურებდი.”

ახალგაზრდა ვარსკვლავი აღიარებს, რომ მარველის კომიქსების ეკრანიზაციამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა არ სურს ერთფეროვნება, რაც ხშირად სუპერგმირების თამაშს სჩვევია. ტომი იმედივნებს, რომ შესრულებული როლებითა და მრავალფეროვანი პერსონაჟებით მაყურებელს თავს განსაკუთრებულად დაამახსოვრებს. სწორედ ამიტომ მოუწოდა საზოგადოებას კომიქსების ზღაპრული სამყარო დროებით დაევიწყებინათ და Devil All The Time-ში მისი განსხვავებული პერსონაჟი ეხილათ.

“ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მქონე პერსონაჟის როლი უნდა მომერგო. არვინი ძალიან აგრესიული, თუმცა გულთბილი და მზრუნველი პიროვნებაა, ამიტომ თამაშის დროს ბალანსი უნდა მეპოვნა, რათა მისი ხასიათი სწორად წარმომეჩინა.”

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ თავზე ვმუშაობდი, იყო მსახიობი ნიშნავს შეგეძლოს განსხვავებული როლების მორგება, რათა არ წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს. მე ლონდონში გავიზარდე და ფილმში თამაშისთვის აქცენტის შეცვლა მომიწია, ეს ერთგვარი ბონუსი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც კი აქცენტს ვცვლი, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვხდები.”

Tom Holland Is A Dashing Dresser As Well As Hollywood's New Favourite Leading Man | British Vogue

კარიერული საქმიანობის პარალელურად ტომ ჰოლანდი დაინტერესებულია გოლფითა და ჩოგბურთით. მსახიობი სახალისო ინცინდენტს იხსენებს, რომელიც ძმასთან ერთად თამაშის დროს გადახდა.

“ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში, განსაკუთრებით ჩემს პატარა ძმასთან, პედისთან ერთად. ერთხელ მოედანზე დავეცი და ხელი დავიზიანე, იმ მომენტში ძლიერი ტკივილი არ მიგრძვნია, თუმცა საღამოს, როდესაც წვეულებაზე ლუდის ბოთლის მაგიდაზე გახსნა ვცადე, ვერანაირად ვერ მოვახერხე. არ ვიცი იმ დღეს ხელი ჩოგბურთის თამაშის გამო მიღებული დაზიანებების გამო უფრო მტკიოდა თუ ლუდის გახსნისგან.”

მიუხედავად იმისა, რომ ტომი უცხოური გამოცემების ხშირი განხილვის საგანია, ვარსკვლავი მაქსიმალურად ცდილობს პაპარაცების ობიექტივში არ მოექცეს და პირადი ცხოვრების დეტალები საიდუმლოდ შეინახოს.

“სიახლეების ოფიციალურად გაჟღერება არ მიყვარს, თუ ინტერნეტში ჩემზე ინფორმაციას მოძებნით, ნახავთ, რომ ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იშვიათად ვარ. მხოლოდ მაშინ ვიქცევ საზოგადოების ყურადღებას, როდესაც ეს თავად მჭირდება. მე მაქვს პირადი ცხოვრება, მყავს მეგობრები და ძალიან მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება, ამიტომ ვცდილობ დეტალები საიდუმლოდ შევინახო და პირადი ცხოვრება არ გავასაჯაროვო.”

ახალგაზრდა მსახიობისთვის ამჟამად პრიორიტეტული სამსახიობო კარიერაა, ტომ ჰოლანდს სურს 15 წლის შემდეგ ოსკარი მოიპოვოს, ხოლო 20 წლის შემდეგ კი პროფესია შეიცვალოს და ხელი კინორეჟისორობას მიჰყოს.

Image result for tom holland

გაიგე მეტი: Hollywoodტომ ჰოლანდი

ასევე გაეცანი

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან
OK! Men

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

August 16, 2025
#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ
Hollywood News

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

August 14, 2025
#OK! კრიშტიანუ რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია
OK! Men

#OK! კრიშტიანუ რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია

August 14, 2025
#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა
Hollywood News

#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “მე კვლავ მარტოხელა ვარ, ვფიქრობ, უკვე მივეჩვიე და ძალიან მომწონს მარტო ყოფნა” – სელენა გომესი

#OK! “მე კვლავ მარტოხელა ვარ, ვფიქრობ, უკვე მივეჩვიე და ძალიან მომწონს მარტო ყოფნა” – სელენა გომესი

January 20, 2023
#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

May 10, 2023
#OK! ლუსენტი – მკურნალობის მუდმივად განახლებადი მეთოდები

#OK! რამაზ ჩარექიშვილი – ლაპარასკოპიული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში

April 1, 2025
#OK! ირაკლის და ლიზას ვარსკვლავური ქორწილი ანდერვილში – შოუბიზნესის წარმომადგენლები და მათი ჩაცმულობები

#OK! ირაკლის და ლიზას ვარსკვლავური ქორწილი ანდერვილში – შოუბიზნესის წარმომადგენლები და მათი ჩაცმულობები

July 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

August 14, 2025
#OK! სხეულის დისმორფია – სარკის ილუზია და რეალობა

#OK! სხეულის დისმორფია – სარკის ილუზია და რეალობა

August 19, 2025
#OK! მდგრადი ბიზნესის ფესტივალი  – ბაზალეთი 2025

#OK! მდგრადი ბიზნესის ფესტივალი  – ბაზალეთი 2025

August 13, 2025
#OK! პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორია 10 ვინტაჟურ ფოტოში

#OK! პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორია 10 ვინტაჟურ ფოტოში

August 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები