დღეს განსაკუთრებული სიფრთხილით გვიწევს იმ კომპანიის არჩევა, რომლის პროექტშიც უსაფრთხოდ და კომფორტულად ვიცხოვრებთ. OK! გიამბობთ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე დეველოპერული კომპანიის შესახებ, რომელიც უმაღლეს სტანდარტზე მორგებულ საცხოვრებელ სივრცეს სთავაზობს მომხმარებლებს. გაგაცნობთ პროექტს, რომლის გააზრებისა და შექმნისთვის დიდი შრომა გასწიეს. მაშ ასე, „თბილისი გარდენს“ – პირველი ცათამბჯენი თბილისში.
მიზანი:
„თბილისი გარდენსის“ შექმნის მიზანი გადატვირთულ ქალაქში ისეთი ადგილის მოწყობა იყო, სადაც ადამიანები შეძლებდნენ საკუთარი, მყუდრო სახლით მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ. სწორედ ამ იდეის საფუძველზე დაიწყო მუშაობა.
რთული წარმოსადგენი იყო ცათამბჯენი თბილისში, რომელიც ნიუ-იორკულ სტანდარტს დაიცავდა, თუმცა პირველი ცათამბჯენი უკვე 3 წელია აშენებულია, ხოლო მეორე ცათამბჯენის მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა ინტერიერის დიზაინერმა, ვინსეტ ვულფმა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი House Beautiful-მა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში შეიყვანა, ხოლო Interior Design Magazine-მა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერად დაასახელა.
„თბილისი გარდენსი“ იდეალურია, როგორც საცხოვრებლად, ისე საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად. საცხოვრებელ სივრცესთან ერთად, აქ წარმოდგენილია დიდი ლობი, რომლის შექმნაზე ვინსენტ ვულფმა იმუშავა. რაც შეეხება პროექტის ავტორს, ცნობილი ებრაული კომპანია MYS Architects გახლავთ. აღსანიშნავია, რომ თითოეული დეტალი სწორედ მათთან ერთად დაიგეგმა.
ინფრასტრუქტურა:
„თბილისი გარდენსი“ მაქსიმალურად ზრუნავს თითოეული მობინადრისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე; მოეწყო 1100 მ² ფართობის დარბაზი, რომელშიც განთავსდა დიდი საცურაო აუზები. რა სჯობს გადატვირთული დღის ბოლოს აუზში განტვირთვას?..
ვარჯიშის მოყვარულების განკარგულებაში ასევე 375 მ² სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზიცაა, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე თქვენს განკარგულებაში არიან.
„თბილისი გარდენსის“ ნიუ-იორკული ცათამბჯენი 21’000 მ²-იანი ცენტრალური პარკით არის გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზე იტალიელი დიზაინერები მუშაობენ. ბილიკების, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და განსაკუთრებული ჯიშის ხეებით პარკის გამწვანებაში სულ $1 000 000-ზე მეტი იხარჯება.
აუცილებელ აღნიშვნას იმსახურებს ბიზნეს-ლაუნჯი. პანდემიის პერიოდმა განსაკუთრებულად დაგვანახვა ასეთი სივრცის აუცილებლობა.
ყველაზე პატარა მცხოვრებლებს კი აქ ფერადი გარემო და მზრუნველი აღმზრდელები ელიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზუსტად კომფორტი და სასიამოვნო გარემოა, რასაც „თბილისი გარდენსი“ უზრუნველყოფს.
კომფორტი:
„თბილისი გარდენსი“ დიდ ყურადღებას აქცევს თანამედროვე და მაქსიმალურად გამართულ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, აქ ყველა წესის დაცვითა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას შეხვდებით. მობინადრეები მუდმივად აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინი ყოველთვის მართლდება; რომ მომხმარებლის სურვილები და ინტერესები სრულადაა გათვალისწინებული. გამართული მიწისქვეშა პარკინგის დახმარებით, ტერიტორიაზე მანქანებს ვერ ნახავთ.
სხვადასხვა ნივთის შესანახად, დამატებითაა მოწყობილი სპეციალური საცავები, რომლის შეძენა ასევე შესაძლებელია. უპირატესობაა 4 სწრაფმავალი ლიფტი, რომელთა დახმარებით თვალის დახამხამებაში აღმოჩნდებით თქვენთვის სასურველ სართულზე.
ამასთან, შენობის სტრუქტურა ისე მოეწყო, რომ ბინებში საყრდენი ბოძები ზედმეტ ადგილს არ იკავებს და შიდა განლაგების ცვლილებაც გაცილებით მარტივია. არის ტექნიკური სათავსოებიც, ყველა სართულზე ბოილერებს და ჰაერის კონდიცირების სისტემას სპეციალური ადგილი უჭირავს, რათა ბინების აივნები და ფასადები არ გადაიტვირთოს.
აღსანიშნია ისიც, რომ კონსიერჟის სერვისთან ერთად, დიდი ლობი საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. ლობის ინტერიერისა და ავეჯის დიზაინზე ასევე ვინსენტ ვულფმა იმუშავა.
უსაფრთხოება:
უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია და შენობა სრულად შეესაბამება ამერიკულ NFPA სახანძრო ნორმებს. ყველა საერთო სივრცეს სპრინკლერების სახანძრო სისტემა ფარავს, ხოლო თითოეული ბინის კარი აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვის სისტემით და ცეცხლგამძლე მასალისგანაა დამზადებული. ყველა საერთო სივრცეს სახანძრო სისტემა ფარავს. შენობა სრულად შეესაბამება Eurocode 8 სეისმოლოგიურ ნორმებს. დამატებითი უსაფრთხოებისთვის საინჟინრო შახტები ბინებს გარეთ არის მოთავსებული.
ტექნიკური აღჭურვა და ენერგოეფექტურობა:
შენობა ტექნიკური თვალსაზრისით ყველა საჭირო სისტემით არის აღჭურვილი. შენობას ასევე აქვს სასმელი წყლის სპეციალური რეზერვუარი, რათა წყლის მიწოდების ცვალებადობა თქვენს სიმშვიდეზე არ აისახოს. დიზელის სარეზერვო გენერატორი უწყვეტად ამარაგებს ძირითად სისტემებს. ყველა საერთო სივრცე და პარკირების ტერიტორია საჭირო ჰაერგამწოვი სისტემებითაა აღჭურვილი. აგრეთვე, თითოეული ბინა აღჭურვილია ვიდეოდომოფონით, ხოლო მთლიანი ტერიტორია თანამედროვე სავენტილაციო სისტემებით. შენობის ფასადი და სახურავი დაფარულია თბოსაიზოლაციო მასალებით, რაც ამცირებს შენობის თბოდანაკარგს. ყველა სანათი LED-ნათურით არის აღჭურვილი, რაც ელექტროენერგიის ხარჯს საგრძნობლად ამცირებს.
რაც შეეხება ტექნიკურ აივნებს, აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამანაწილებელი სპეციალური სისტემაა მოთავსებული.
მშენებლობის ხარისხი:
მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალები. ხმის სრული იზოლაცია სართულებსა და ოთახებს შორის სპეციალური შრეებით არის უზრუნველყოფილი. ელექტროგაყვანილობისთვის შენობაში მხოლოდ სპილენძის მაღალი კლასის კაბელებია გამოყენებული. ყველა გარე კედელი გამაგრებულია ენერგოეფექტური მასალით კონდენსატის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
ვინაიდან „თბილისი გარდენსი“ ზრუნავს თავის მობინადრეებზე, მეტი სიმყარისა და ჰაერის მაქსიმალური იზოლაციისთვის, გარე კარ-ფანჯარა ალუმინისგან დაამზადა. აგრეთვე, ფასადი გაწყობილია ალუმინით და გათვლილია ყველა სეზონზე.
დაბოლოს:
სახლში ყველაფერი კარგადაა, როცა „თბილისი გარდენსში“ ცხოვრობ.
ტექსტი: ნინი ჯიბლაძე