• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! ნუტრიციოლოგის როლი ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში – თორნიკე ენუქიძე

October 23, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Doctors-ის სტუმარია ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, რომელმაც „Nutrition Academy for Georgia“ დაარსა, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოში კვების სფეროში არსებული საინფორმაციო ქაოსის დაძლევა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სანდო ცოდნის ცენტრის შექმნა.

 

თორნიკე, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

თორნიკე ენუქიძე: ამ პროფესიის მიმართ ჩემი ინტერესი ბავშვობიდან იწყება. როგორც ჭარბწონიან მოზარდს, მუდმივად მიწევდა წონის კლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება. საკუთარ თავზე არაერთი პოპულარული დიეტა გამოვცადე, დაწყებული ქატოს საუზმით, დამთავრებული ე.წ. ბორშის დიეტით. სამწუხაროდ, თითოეული მათგანი მხოლოდ ხანმოკლე და საბოლოოდ წარუმატებელ შედეგს მაძლევდა. ამ მუდმივმა ციკლმა კი არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დატოვა კვალი, ჩამომიყალიბა ისეთი ნეგატიური პატერნები, როგორიცაა ემოციური კვება და „ყველაფერი ან არაფერის“ პრინციპი, რომელთა დაძლევაზეც დღემდე ვმუშაობ.

როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, გამიკვირდა, რომ მიუხედავად კვების უდიდესი მნიშვნელობისა ადამიანის ჯანმრთელობაზე, სასწავლო პროგრამა არ გვთავაზობდა იმ სიღრმისეულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, რომელსაც ვეძებდი. ამან მიბიძგა, დამოუკიდებლად დამეწყო ინფორმაციის მოძიება. ასე მივაკვლიე საერთაშორისო პროგრამებს და დავიწყე ამ სფეროს სიღრმისეული შესწავლა.

განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ 5 წლის შემდეგ, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემია (NASM) – ორგანიზაცია, რომელმაც პირველად გამიხსნა კარი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგიის სამყაროში, ჩვენი პარტნიორი გახდა და დავაარსე „Nutrition Academy for Georgia“.

ჩემი პროფესიული განვითარება ამით არ სრულდება. ამჟამად ვაგრძელებ ცოდნის გაღრმავებას ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურაში და პარალელურად, ვსწავლობ პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ამერიკაში. ასე რომ, ჩემი პროფესიული არჩევანი პირადი გამოცდილების, აკადემიური ინტერესისა და ადამიანების დახმარების გულწრფელი სურვილის სინთეზია. მე მჯერა, რომ სწორი კვებით შეგვიძლია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და მინდა, ჩემი ცოდნა, გამოცდილება სწორედ ამ მიზანს მოვახმარო.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად არის აღქმული ნუტრიციოლოგიის როლი საქართველოში?

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნუტრიციოლოგიისა და დიეტოლოგიის მიმართულება საქართველოში ახლა იწყებს პირველი, მყარი ნაბიჯების გადადგმას. ხშირად ნუტრიციოლოგია აღიქმება არა როგორც ფუნდამენტური მეცნიერება, არამედ როგორც სფერო, რომლის შესახებაც „ისედაც ყველამ ყველაფერი იცის“. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საკვებთან ყოველდღიური შეხება გვაქვს, რაც ქმნის ზედაპირული ცოდნის ილუზიას. ამას ემატება ტრადიციული დამოკიდებულებები, მაგალითად, „თეფშის ბოლომდე მოსუფთავების“ კულტურა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ჯანსაღი კვების პრინციპებს. განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს სოციალური ქსელებიდან მომდინარე უამრავი კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო „რჩევა“ და სასწაულმოქმედი დიეტები. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ დავაარსეთ აკადემია „Nutrition Academy for Georgia“. ჩვენი მისიაა, დავამსხვრიოთ მავნე სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს, და შევქმნათ სივრცე, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს თანამედროვე, მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას.

 

რას ვთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენი აკადემია ემსახურება ორ მიზანს: ერთი მხრივ, ვაძლიერებთ რიგით მოქალაქეებს სანდო ცოდნით, მეორე მხრივ, ვზრდით კვალიფიციური სპეციალისტების ახალ თაობას, რომლებიც საქართველოში ნუტრიციოლოგიის სტანდარტს მნიშვნელოვნად აამაღლებენ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საბაზისო განათლება: ამ მიმართულების ფლაგმანია ჩვენი კურსი – „ნუტრიციოლოგიის საფუძვლები“. ის შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს, გაერკვეს საკუთარი ორგანიზმის მუშაობაში, ისწავლოს ინფორმაციის გაფილტვრა და მიიღოს პრაქტიკული, ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ცოდნა. ჩვენ ვასწავლით ადამიანებს, როგორ შეადგინონ დაბალანსებული რაციონი, დამსჯელი დიეტების გარეშე.

გარდა ამისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიასთან (NASM) ერთად, გთავაზობთ პროფესიულ სასერტიფიკაციო პროგრამებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ნუტრიშენ ქოუჩინგი (Nutrition Coaching), წონის კლების სპეციალიზაცია (Weight Loss Specialization), სპორტული ნუტრიციოლოგია (Sports Nutrition) და სხვა მრავალი პროგრამა, რომელიც ამზადებს მაღალი დონის პროფესიონალებს.

 

 

რა არის ყველაზე გავრცელებული მითები და შეცდომები კვებასთან დაკავშირებით, რომელთა აღმოფხვრაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია?

სამწუხაროდ, საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული აზრი, თითქოს ჯანსაღი კვება აუცილებლად უგემური საკვების მიღებას გულისხმობს. ეს სტერეოტიპი ჯანსაღ კვებას აქცევს ერთგვარ სასჯელად, დროებით მოვლენად, რომელსაც ადამიანი იტანს კონკრეტული მიზნის (მაგალითად, წონის კლების) მისაღწევად და შემდეგ ისევ ძველ, ჩვეულ კვებას უბრუნდება.

ამ მითის გამყარებას, ხელს უწყობენ ის სპეციალისტები, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების ინფორმაციით და ე.წ. დიეტური „მაგიდების“ პრინციპით ხელმძღვანელობენ. ასევე, ფიტნეს ინდუსტრიის ნაწილი, რომელიც ხშირად რადიკალურ მიდგომებს სთავაზობს მომხმარებელს. სინამდვილეში, არც ერთი თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინი არ გვირჩევს ნახშირწყლების, ჯანსაღი ცხიმების ან სხვა რომელიმე საკვები ჯგუფის სრულად ამოღებას. პირიქით, აქცენტი კეთდება ბალანსზე, მრავალფეროვნებასა და, რაც მთავარია, კვებით მიღებულ სიამოვნებაზე.

პირველი მითის გაგრძელებაა  ყველაფერი ან არაფერის – ფსიქოლოგიური ხაფანგი. როდესაც ადამიანს სჯერა, რომ „იდეალურად“ უნდა იკვებებოდეს, ნებისმიერი მცირე წესის დარღვევა, მაგალითად, ერთი ნაჭერი ტორტის მირთმევა, აღიქმება სრულ კრახად. ამას მოსდევს დანაშაულის გრძნობა და ფრაზა: „რადგან უკვე ყველაფერი გავაფუჭე, დღეს აზრი აღარ აქვს“. შედეგად, ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უკონტროლოდ იკვებება, იმ განზრახვით, რომ „ხვალიდან“ ან „ორშაბათიდან“ ისევ „იდეალურ“ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს ქმნის შეზღუდვა-ჩავარდნის მანკიერ წრეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიას და საკვებთან მის დამოკიდებულებას.

ჩვენი მიზანია არა სრულყოფილება, არამედ თანმიმდევრულობა. მხოლოდ ამ ფუნდამენტის ჩაყრის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ჭეშმარიტად პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიზნებს, არამედ მის გემოვნებას, ცხოვრების რიტმს და იმას, თუ რა მოუტანს მას სიამოვნებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი

#OK! ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი

July 2, 2021
#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

#OK! წარმატებული ევროპული ცხოვრებიდან სამშობლოში აღიარებამდე!

November 29, 2023
#OK! ემილი რატაკოვსკი დედა გახდა: მოდელს პირველი შვილი შეეძინა

#OK! ემილი რატაკოვსკი დედა გახდა: მოდელს პირველი შვილი შეეძინა

March 12, 2021
#OK! “ვფიქრობ, წყვილში მუშაობა საინტერესო გამოწვევა და წამოწყებაა” – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერებთან

#OK! “ვფიქრობ, წყვილში მუშაობა საინტერესო გამოწვევა და წამოწყებაა” – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერებთან

November 7, 2022

კვირის ჰიტები

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
ეკა ლაშხის პროფესიული გზა

ეკა ლაშხის პროფესიული გზა

December 21, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

როცა ფერები ძლიერი ქალის სიმტკიცეზე საუბრობენ – თეოს ფერადი კოტეჯები

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები